დღიანი ყაზბეგის ტური - ..

ფასიფასი — მოთხოვნით
ID1444

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ხანგრძლივობა: 1 დღე

ტურის დასაწყისი - 09:00

ტურის დასასრული - 22:00

მარშრუტი: თბილისი - ანანური - ყაზბეგი - თბილისი ( 350კმ.)

დილიდან გავემგზავრებით დაბა სტეფანწმინდის (ყაზბეგი) მიმართულებით.

გზად მოვინახულებთ ანანურის ციხეს (XVIIს.), რომელიც მდინარე არაგვის პირასაა აღმართული და ამაყად გადმოჰყურებს ულამაზეს ჟინვალის წყალსაცავს.

გავივლით სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურსა (2200 მ.) და ჯვრის უღელტეხილს (2400 მ.). ს სამხედრო გზის ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ულამაზესი და ამაღელვებელია თავისი თვალწარმტაცი ხედებითა და ბუნებით.

სტეფანწმინდის მთავარი მოედნიდან ფეხით, მთის ბილიკით (საფეხმავლო მარშრუტი 1,40 საათი) გავემართებით გერგეთის ყოვლადწმინდა სამების (XIV ს.) ტაძრისაკენ. იგი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მთის მწვერვალზეა აღმართული, საიდანაც ყაზბეგის მყინვარწვერის (5047 მ.) ულამაზესი ხედი იშლება.

პიკნიკის შემდეგ გავემართებით დარიალის ხეობაში, სადაც ვეწვევით ახლად აშენებულ მთავარაგელოზების მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მამათა მონასტერს (XXIს.), რომელიც -რუსეთის საზღვართან მდებარეობს.

საღამოს დაბრუნება თბილისში.

საფასური:

1. ტრანსპორტირება (მძღოლი, საწვავი);

2. გიდის მომსახურება

3. ფოტოგრაფის მომსახურება

4. ლანჩი

გამგზავრება კომფორტული მიკროავტობუსით.

ყურადღება: კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს ამინდის ცვლილებაზე

აქციის განსახორციელებლად საჭიროა მინიმუმ 15 ადამიანი (თუკი საკმარისი რაოდენობა არ შეგროვდება გადახდილი თანხა უბრუნდება მომხმარებელს)

/>

მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.