აღმოაჩინე ზამთრის მცხეთა - ანანური!
ფოტო: Diego Delso · CC BY-SA 4.0; Alexxx1979 · CC BY-SA 4.0; Alexxx1979 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
აღმოაჩინე მცხეთა!
ტურის სახე: სათავგადასავლო
ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე
___________________________________________
• კომპანია აღმოაჩინე ს სერვისი - ტურის დაგეგმარება და კოორდინირება
• ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით (მძღოლისა და საწვავის ხარჯები)
• კომპანიის წარმომადგენელი - კოორდინატორი
• გიდი
კომპანიისგან საჩუქრად:
• წყალი
• სნექი
• ლანჩი
___________________________________________
თბილისი - მცხეთა - ანანური - თბილისი
___________________________________________
• 10:00 გამგზავრება რედისონ ბლუ-ს მიმდებარე ტერიტორიიდან მცხეთის მიმართულებით.
• 10:40 ჯვრის მონასტრის მოლოცვა-დათვალიერება. ჯვრის მონასტერი VI საუკუნის ძეგლია, ის შეტანილია იუნესკოს ძეგლთა დავცის სიაში.
• 12:30 ანანურის კომპლექსის დათვალიერება. ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი ს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. მასში თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები.
• 14:00 სამთავროს დედათა მონასტრის მონახულება. აქ უცხოვრია ში ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამოსულ წმინდა ნინოს. აქვე არიან დაკრძალულნი მირიან მეფე და ნანა დედოფალი. აგრეთვე ერთ–ერთი ასურელ მამათაგანი აბიბოს ნეკრესელი და წმინდა ბერი გაბრიელი.
• 14:30 სვეტიცხოვლის ტაძრის მოლოცვა-დათვალიერება. ის XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია და ერთ-ერთია ოთხ დიდ კათედრალთაგან (ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი.
• თავისუფალი დრო ლანჩისთვის
• 16:00 გამომგზავრება თბილისში
• 16:30 დაბრუნება თბილისში; ტურის დასასრული.
მცხეთა — რა ტურებს გთავაზობთ
მცხეთა ნახევარ დღეში იოლად ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი სვეტიცხოველში, სამთავროსა და ჯვარზე, თუ გინდათ — სადილი ქართულ რესტორანში. ხშირად ვაერთებთ ანანურთან და ყაზბეგთან; დღეს და მარშრუტს თქვენ აირჩევთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 18–25°. 14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობაა — ქალაქში ხალხმრავალი დღესასწაული და ღამის წირვა.
ივლისი–აგვისტოში 32–34°-მდე ცხელა; ჯვარზე დილით ან საღამოს ადით.
ზამთარი რბილია და ტურისტი ნაკლებია, შაბათ-კვირას კი მაინც ბევრი მლოცველი ჩამოდის.
რა ვნახოთ
- სვეტიცხოველი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი (არსუკიძე, 1010–1029), აქ ინახება, გადმოცემით, უფლის კვართი; იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი
- ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ბოლოს აგებული ტაძარი მთაზე, საიდანაც მტკვრისა და არაგვის შესართავი და მთელი ქალაქი ჩანს
- სამთავროს მონასტერი — წმინდა ნინოს მაყვლოვანი, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავები, ბერი გაბრიელის საფლავი
- ბებრის ციხე — შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები არაგვის ხეობის თავზე
- შიომღვიმე — VI საუკუნის სამონასტრო კომპლექსი კლდოვან ხეობაში, მცხეთიდან დაახლოებით 10 კმ-ში
- ძველი ქალაქის ქუჩები — სუვენირების დახლები, ჩურჩხელა და რესტორნები სვეტიცხოვლის გალავანთან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან 20 კმ-ია, 25–30 წუთი. მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან ხშირად გადის, მგზავრობა დაახლოებით 30 წუთია; ჯვრის მონასტერზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ადის — ტაქსით ქალაქიდან 15 წუთია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამხედრო გზის ჩრდილოეთის მიმართულებით, საცობის გარეშე 25–30 წუთი.
სად დავრჩეთ: ძველ ქალაქში — საოჯახო სასტუმროები და გესტჰაუსები სვეტიცხოვლის ხედით.
რა წავიღოთ: ტაძრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო, მამაკაცებს — გრძელი შარვალი; ძველ ქალაქში ქვაფენილია, კომფორტული ფეხსაცმელი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს.