ISRAEL / ტური წმინდა მიწაზე ♡
მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.
ტურის შესახებ
▸▸ ISRAEL / ტური წმინდა მიწაზე ♡
▸▸ შეხვდი პეტრე-პავლობის დღესასწაულს იერუსალიმში.
▸▸ სრული პაკეტი -
ტურის ხანგრძლიობა: 8 დღე
დღე I
● ჩაფრენა თელ-ავივის აეროპორტში
● შეხვედრა კომპანიის წარმომადგენელთან
● ტრანსფერი იერუსალიმში ან ბეთანიაში
● განთავსება და სადილი სასტუმროში
დღე II
● საუზმე სასტუმროში
● ექსკურსია: ნაზარეთი, ხარების ტაძარი, მარიამის ჭა, მთავარანგელოზ გაბრიელის ტაძარი, გალილეის კანა, კანას ტაძარი, გალილეის ზღვა, ტაბგა, კაპერნაუმი, 12 მოციქული სმონასტერი, ნეტარების მთა, მთის ქადაგების ეკლესია, განბანვა მდინარე იორდანეში.
● ვახშამი სასტუმროში
დღე III
● საუზმე სასტუმროში
● ექსკურსია ქალაქ ლოდში: წმინდა გიორგის ტაძარი
● დაბრუნება და ვახშამი სასტუმროში
● ღამე სასტუმროში
დღე IV
● საუზმე სასტუმროში
● თავისუფალი დრო
● ვახშამი სასტუმროში
● ღამე სასტუმროში
დღე V
● საუზმე სასტუმროში
● ექსკურსია იერუსალიმში: სიონის მთა, საიდუმლო სერობის ეკლესია, ზეთისხილის მთა, ამაღლების მონასტერი, ტაძარი „მამაო ჩვენო“, „სტოპოჩკა“, მარია მაგდალინელის ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი,გეთსემანიის ბაღი, კატამონი, ქართული ჯვრის მონასტერი.
● ვახშამი სასტუმროში
დღე VI
● საუზმე სასტუმროში
● ექსკურსია თელავივში: უძველესი ქალაქი იაფო
● ვახშამი სასტუმროში
დღე VII
● საუზმე სასტუმროში
● თავისუფალი დრო ან დამატებითი ექსკურსია
● ვახშამი სასტუმროში
დღე VIII
● საუზმე სასტუმროში
● ტრანსფერი აეროპორტში
● გამოფრენა თბილისში
✔ ორმხრივი ავიაბილეთი
✔ სასტუმრო
✔ ორჯერადი კვება
✔ ტრანსფერ (აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი)
✔ რუსულენოვანი გიდი
✔ სრული საექსკურსიო პროგრამა
✔ სამოგზაურო დაზღვევა
მის.: აღმაშენებლის გამზირი 179
ელ-ფოსტა:
ისრაელი — რა ტურებს გთავაზობთ
ტურები ისრაელში: მომლოცველური ტურები იერუსალიმში, ბეთლემსა და ნაზარეთში, ზღვა თელ-ავივში, მკვდარ ზღვაზე და ეილათში — რეისით, სასტუმროთი და გიდით.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მარტი–მაისი და ოქტომბერი–ნოემბერი.
ზაფხული: ცხელა (30–35°, მკვდარ ზღვაზე 40°+), თელ-ავივის პლაჟებისთვის კი სეზონია.
ზამთარი: რბილი (15–18°), შესაძლებელია წვიმა; შობა ბეთლემში.
რა ვნახოთ
- უფლის საფლავის ტაძარი — იერუსალიმის ძველი ქალაქი
- ჯვრის მონასტერი — ქართული სალოცავი შოთა რუსთაველის ფრესკით
- გოდების კედელი და ტაძრის მთა
- ბეთლემი — შობის ტაძარი
- მკვდარი ზღვა — ბანაობა და ტალახის აბაზანები
- მასადა — ციხე-სიმაგრე უდაბნოში
როგორ მივიდეთ
თბილისიდან თელ-ავივამდე პირდაპირი რეისი დაახლოებით 2,5 საათია. ბენ-გურიონის აეროპორტიდან თელ-ავივამდე 20 წუთი, იერუსალიმამდე — 45 წუთი. აეროპორტში შესაძლებელია დეტალური უსაფრთხოების შემოწმება — მიდით დროულად.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვიზა: საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება (90 დღემდე); პასპორტი — მინიმუმ 6 თვე.
ვალუტა: შეკელი (ILS); ბარათი ყველგან.
შაბათი (შაბათ): პარასკევის საღამოდან შაბათ საღამომდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბევრი დაწესებულება არ მუშაობს.
სალოცავებში: დახურული მხრები და მუხლები.
დრო: თბილისზე 1–2 საათით უკან.
უსაფრთხოება: გამგზავრებამდე გადაამოწმეთ მიმდინარე რეკომენდაციები.