national delicacy

ჩეხეთის რესპუბლიკა / პრაღა

  • ID: 11956
  • ნახვები: 10919
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

► ჩეხეთის რესპუბლიკა / პრაღა 

„ევროპის გულად“  წოდებული, შუასაუკუნეების ხიბლისა და ჩეხური ლუდის შარმის მატარებელი მომაჯადოებელი ქალაქი გელით! გაეცანით ამ მშვენიერ ქალაქს და თქვენი ინტერესების მიხედვით დატკბით მისი მრავალფეროვნებით.

► გთავაზობთ 4 დღიან პრაღის ტურს, ორმხრივი ავიაბილეთის ჩათვლით!

✈ 16.02 – 20.02✈

სრული პაკეტი -  245 € დან!   (4დღე / 3ღამე)

Slavia 3*-245€ (BB) 

 

Olga  3*-255€ (BB) 

 

Donatello 4*-270 € (BB) 

 

Hotel Praga №1  4*-285€ (BB)   

 

√ ფასი მოცემულია 1 ადამიანზე  2 ადგილიან ნომერში და შედის:
 
▸ ორმხრივი ავიაბილეთი  ქუთაისი -პრაღა-ქუთაისი (თბილისიდან გაფრენის შემთხვევაში სრულ პაკეტს დაემატება 30€. 
 
▸ სასტუმროში განთავსება (4დღე/3ღამე)

▸ კვება (BB - დილის საუზმე)

▸ სამოგზაურო დაზღვევა

√ ფასში არ შედის:

▸ ინდივიდუალური ტრანსფერი (აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი) -15 € 

▸ სავიზო მოსაკრებელი - 35 € 

 

ყურადღება! ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში!

 

➡  პრაღის ღირშესანიშნაობანი.

- კარლის ხიდი მდინარე ვლტავაზე, ევროპის უძველეს ქვის ხიდებს მიეკუთვნება. ხიდი ორი კოშკითაა შემოსაზღვრული და მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის არის განკუთვნილი. ამ ხიდზე ყოველთვის სიცოცხლე და ტურისტების გაცხოველებული მოძრაობაა.

 

- პრაღის სასახლე არის არამარტო ქალაქის, არამედ მთელი ერის პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. თავისი სამი სასახლით ის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია.დღესდღეობით, ის არის ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენცია.

 

- პრაღის ციხე-კოშკი, რომელიც  ითვლის 13 დამცავ კოშკს და ჭიშკარს, რომლებიც ადრე ძველ პრაღას გარს ერტყა. 65 მეტრიანი ციხე-კოშკი არის შესასვლელი მთაზე ამავალ სამეფო სასახლის გზაზე კარლის ხიდის გავლით.

 

- ვიტას  მთაზე აღმართული ტაძარი, რომლის გუმბათი ქალაქს გადმოყურებს, არის წმიდა ვიტას სახელობის და პრაღის სასახლის კომპლექსის შემადგენლობაში შედის. ტაძრის გუმბათი 99 მეტრი სიმაღლისაა და ამ სიმაღლიდან ენით აუღწერელი ხედი იშლება მნახველების თვალწინ.

 

- მოცეკვავე სახლი, ის ლამაზ კაბაში გამოწყობილ კეკლუც მოცეკვავე ქალს გავს, მაგრამ ის სახლია. მოცეკვავე სახლი (Tancici dum) ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ახალი ღირშესანიშნაობაა. პრაღაში მას ჯინჯერს და ფრედსაც ეძახიან, რადგან მისი არქიტექტურის საოცარი პლასტიკურობა უდიდეს მოცეკვავეებს ჯინჯერ როჯერსსა და ფრედ ასტერს გვაგონებს.

 

- ნაციონალური თეატრი არის ჩეხეთის ხელოვნებისა და ისტორიის ცენტრალური მონუმენტი. თავისი მდიდარი შემოქმედებითი ტრადიციებით, ის ჩეხეთის უმნიშვნელოვანეს კულტურულ კერას წარმოადგენს. აქ გამოიწრთო ჩეხური მუსიკა, კულტურა, ენა. თავად ნაგებობა კი პრაღის უმნიშვნელოვანეს თანამედროვე არქიტექტურას წარმოგვიდგენს.

 

- ვენცელის მოედანი, რომელიც  უფრო მეტად ბულვარს მოგვაგონებს. ვენცელის მოედანი 700 მეტრი სიგრძისაა და ერთ-ერთია ევროპის უდიდეს მოედნებს შორის. ის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეკრებების ადგილია. მოედანზე უდიდესი დემონსტრაციები იმართებოდა.ვენცელის მოედანზე ერთმანეთს ენაცვლება ბაროკოს სტილის და თანამედროვე ფასადები. მოედანი გვიანობამდე სიცოცხლით სავსეა. ქალაქის სტუმრებისთვის ის საყვარელი ადგილია. აქ შეიძლება სეირნობა, ყავახანების, ბარების სტუმრობა, მაღაზიების დათვალიერება. 

 

- ძველი რატუშა და მისი ასტრონომიული საათი. რატუშა გოთიკურ სტილშია აგებული. მშენებლობა დაიწყო 1381 წელს და თანდათან გაფართოვდა. რატუშის დათვალიერება შესაძლებელია ტურისტებისთვის. შენობის კოშკიდან დიდებული ხედი იშლება ძველ ქალაქზე. 
- ძველი ქალაქის რგოლი ეს არის ტურისტებისთვის ყველაზე  საყვარელი შეხვედრის ადგილი. მოედანი არის 9000 კვ.მ. ფართობის. აქ არის მრავალრიცხოვანი კაფეები, ქუჩის მხატვრები, ტურისტების ჯგუფები. ამ მოედანზე ყოველთვის რაღაც ხდება. ულამაზესია სახლების ფასადები, რომლებიც მოედანს გარს ერტყმის.

 

- პეტრინის კოშკი პეტრინის მთაზე აღმართულია 60 მეტრი სიმაღლის კოშკია, საიდანაც ყველა მხრიდან შესანიშნავი ხედია მოლდაუზე, ქალაქზე და ქალაქის საზღვრებზე. კოშკს სახელი დაერქვა იმ მთის მიხედვით, სადაც ის აიგო. კოშკზე ასასვლელად ჯერ მთაზე ასვლაა საჭირო. ფეხით ასასვლელად 299 საფეხურის ავლა მოგიწევთ. მაგრამ აქვეა საბაგირო გზა, რომელიც ასევე 1891 წელს გაკეთდა.

 

- ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ თვალწარმტაცი ღირშესანიშნაობებისას, რასაც მისტიური პრაღა გვთავაზობს!

 

➡  დამატებითი ინფორმაცია ტურისტებისათვის.

 

- პრაღაში საკვები საკმაოდ გემრიელი, ნოყიერი  და რაც მთავარია ხელმისაწვდომია.

 

- პრაღის მთავარი სატრანსპორტო სისტემაა მეტროპოლიტენი, რომელიც შედგება სამი ხაზისაგან (წითელი, ყვითელი, მწვანე). მეტროპოლიტენის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ, ადვილად გადაადგილდეთ  ქალაქის თითქმის ყველა ღირშესანიშნაობამდე. ქალაქში ასევე კარგად არის განვითარებული ტრამვაის და ავტობუსების სისტემა.

 

- აუცილებლად უნდა მოინახულოთ პრაღის ზოოპარკი,რომელიც მიჩნეულია ყველაზე ლამაზ ზოოპარკად მთელ მსოფლიოში.

 

- პრაღა, ასევე უნიკალურია თავისი ისტორიული ბაღებით.

 

- შოპინგის მოყვარულთათვისაც საინტერესო იქნება პრაღის მონახულება, ვინაიდან ქალაქში არის არაერთი თანამედროვე სავაჭრო ცენტრი (მოლი)

- პრაღა იდეალური ქალაქია რომანტიული დასვენების მოსაწყობად.

 

- პრაღა აერთიანებს, როგორც კლასიკური მუსიკის, ასევე როკის, პოპის თუ სხვა ნებისმიერი მუსიკის  ჟანრის მოყვარულებს.

 

- გირჩევთ, რომ ფეხით იაროთ, ასე ბევრად უკეთსად დაათვალიერებთ და აითვისებთ პრაღას, აღმოაჩენთ არაცნობილ, თუმცა ძალიან ლამაზ ადგილებს.

 

- პრაღაში მოგზაურობისას აუცილებლად ხელზე იქონიეთ ჩეხური  ვალუტა – კრონა.

 

- პრაღის უნიკალურობა, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ რამდენჯერაც არ უნდა ეწვიოთ ქალაქს უბრალოდ, შეუძლებელია ყველაფრის მონახულება.

 

სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ!

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე794.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა