ტურის ფარგლებში თქვენ მოინახულებთ შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსს და უძველესი ქალაქის, მცხეთის ღირსშესანიშნაობებს: ჯვრის მონასტერს, სვეტიცხოველს, სამთავროს დედათა მონასტერს. მცხეთა არა მხოლოდ ს უძველესი დედაქალაქი, არამედ ქართული ცივილიზაციის საწყისი ადგილია. მცხეთა შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, როგორც ქალაქი-მუზეუმი.ტურის ფარგლებში თქვენ მოინახულებთ შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსს და უძველესი ქალაქის, მცხეთის ღირსშესანიშნაობებს: ჯვრის მონასტერს, სვეტიცხოველს, სამთავროს დედათა მონასტერს. მცხეთა არა მხოლოდ ს უძველესი დედაქალაქი, არამედ ქართული ცივილიზაციის საწყისი ადგილია. მცხეთა შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, როგორც ქალაქი-მუზეუმი.
- შიომღვიმე - ფეოდალური ხანის ს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი. ისტორიული წყაროების მიხედვით, მონასტერი დააარსა ცამეტი ასურელი მამის-იოანე ზედაზნელის მოწაფემ, შიომ, VI საუკუნის შუა წლებში. მამა შიო,თანახმად ანდერძისა,აქვეა დასაფლავებული და მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილადაა შერაცხული.
- მცხეთა - ს ძველი დედაქალაქი, რომელსაც უკავშირდება ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება. მცხეთიდან იწყება ქრისტიანობის ისტორია ში. მცხეთაშია დაფლული ქრისტიანულ სიწმიდეთა შორის ქართველთათვის უდიდეს - უფლის კვართი.
- ჯვრის მონასტერი - ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი, დგას მთის წვერზე, მდინარეების-მტკვრისა და არაგვის შესართავთან. ქრისტიანობის მიღებისთანავე მეფე მირიან III-მ ამ ადგილას ხის ჯვარი აღმართა, რომელსაც შემდეგ თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერები. მცხეთის ჯვრის მონასტერი შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი - პირველად აქ მეფე მირიანის დროს აშენებული ხის ეკლესია იყო, რომლის ადგილას ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის ბოლოს ააშენა ბაზილიკური ტიპის ქვის დიდი ეკლესია, ხოლო 1010-1029 წლებში კათალიკოს მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ააგო ახლანდელი დიდი სვეტიცხოველი. თავისი არსებობის მანძილზე ტაძარს არაერთხელ დამუქრებია განადგურების საფრთხე : მიწისძვრა და მტერთა შემოსევები, მაგრამ იგი მაინც ამაყად დგას ცაში აჭრილი, თავისი მშვენიერებითა და მრავალი ისტორიით.
- სამთავროს დედათა მონასტერი - ამ წმინდა ადგილიდან უქადაგა ქართველ ერს ქრისტეს სჯული მოციქულთასწორმა, კაპადოკიელმა ნინომ. სამთავროს დედათა მონასტრის დაარსების თარიღად 1820 წელი უნდა მივიჩნიოთ. დღეისათვის არსებული კომპლექსი მოიცავს მცირე ეკლესიას,რომელიც მიჩნეულია წმ.ნინოს სახელობის ეკლესიად; დიდ ტაძარს, რომელიც აგებულია XI ს. I ნახევარში.
მარშრუტი :
9:00 - გასვლა თბილისიდან; შეკრების ადგილი : აღმაშენებლის 176.
- მცხეთა - ჯვრის მონასტერი
- სვეტიცხოველი
- სამთავროს დედათა მონასტერი
- შიომღვიმე
19:00 - დაბრუნება თბილისში.
ტურის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის და ადგილების დასაჯავშნად შეგიძლიათ დარეკოთ :
- სალომე, 2 340 350 .