ტურის ფარგლებში თქვენ მოინახულებთ უძველესი ქალაქის, მცხეთის ღირსშესანიშნაობებს. მცხეთა არა მხოლოდ ს უძველესი დედაქალაქი, არამედ ქართული ცივილიზაციის საწყისი ადგილია. მცხეთა შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, როგორც ქალაქი-მუზეუმი. ტურის განმავლობაში მოინახულებთ ჯვრის მონასტერს, სვეტიცხოველს, სამთავროს დედათა მონასტერს და არმაზციხეს (ბაგინეთი).
- მცხეთა - ს უძველესი დედაქალაქი, რომლისგან იწყება ქართული ცივილიზაციის ისტორია. მცხეთის და ,,დიდი მცხეთის’’ ტერიტორია დასახლებული იყო ჯერ კიდევ ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ III-II ათასწლეული). მცხეთა იყო ში ქრისტიანობის გავრცელების აკვანი და ქრისტიანული რელიგიის ცენტრი მე-12 საუკუნემდე.
- ჯვრის მონასტერი - ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი, დგას მთის წვერზე, მდინარეების-მტკვრისა და არაგვის შესართავთან. ქრისტიანობის მიღებისთანავე მეფე მირიან III-მ ამ ადგილას ხის ჯვარი აღმართა, რომელსაც შემდეგ თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერები.
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი - პირველად აქ მეფე მირიანის დროს აშენებული ხის ეკლესია იყო, რომლის ადგილას ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის ბოლოს ააშენა ბაზილიკური ტიპის ქვის დიდი ეკლესია, ხოლო XI საუკუნეში კათალიკოს მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ააგო ახლანდელი დიდი სვეტიცხოველი.
- სამთავროს დედათა მონასტერი - დღეისათვის არსებული კომპლექსი მოიცავს მცირე ეკლესიას,რომელიც მიჩნეულია წმ.ნინოს სახელობის ეკლესიად; დიდ ტაძარს, რომელიც აგებულია XI ს. I ნახევარში.
- არმაზციხე (ბაგინეთი) - ძვ. წ IV.- ახ.წ. VIII. არმაზციხის ნაქალაქარი უდიდესი და ერთერთი უძველესი კულტურული ძეგლი ში. იგი მსგავსია ურარტუსა და აქემენიდთა ირანის , პერსეპოლისის სათავდაცვო ნაგებობებისა.არმაზციხეზე მიკვლეულია სამი კულტურული ფენა. I-ფენა მიეკუთვნება ძვ. წ. IV-III საუკუნეებს. II ფენა ძვ. წ. II – I საუკუნეებს, ხოლო III-ფენა მიეკუთვნება ახ. წ. I-საუკუნიდან მცხეთის დედაქალაქობის დასრულებამდე. შიდა ციხეში აღმოჩენილია ბურჯებიანი დარბაზი, აბანოები, მარანი, სადაც შემორჩენილია ერთ დონეზე ჩამწკრივებული ქვევრები.
მარშრუტი :
09:00 - გასვლა თბილისიდან მცხეთისკენ. შეკრების ადგილი : აღმაშენებლის 176.
- ჯვრის მონასტერი
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი
- სამთავროს დედათა მონასტერი
- არმაზციხე (ბაგინეთი)
18:00 - ტურის დასასრული, დაბრუნება თბილისში.
ტურის სახე : კულტურული, პილიგრიმული.
დამატებითი ინფორმაციისთვის და ადგილების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
- სალომე. 2 340 340 - ოფისი.