national delicacy

ძამას ხეობა, ბატეთი

  • ID: 1049
  • ნახვები: 32430
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

ტურის დასახელება:
ერთდღიანი გასეირნება ძამას ხეობაში

ხანგრძლივობა: 1 დღე

ტურის საფასური: 25 ლარი

საფასურში შედის:

ტრანსპორტირება
გამყოლის მომსახურება
სიურპრიზი

შეხვედრის დრო და ადგილი: 
კვირა, 25 მაისი, დილის 07:30 საათი

საშუალო სირთულე: მარტივი

ფეხით გასავლელი მანძილი მთლიანობაში 5 კმ.

პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:

თითქმის ყველგან იჭერს

რა წავიღოთ? 
ერთი დღის სამყოფი საკვები და მინიმუმ 1 ლიტრი წყალი.

რა ჩავიცვათ: თავისუფლად, სპორტულად, უმჯობესია ფეხზე სალასქრო ფეხსაცმელი და გოგონებმა ბოლოკაბები, რადგან შარვლით არ შეიძლება შესვლა ეკლესიებში!

მარშრუტი:

თბილისი-ქარელი-ძამას ხეობა-ორთუბანი-მზოვრეთი-სარკინეთი-ბატეთი-თბილისი

ტურის აღწერა:
გასვლა თბილისიდან ქ. ქარელის მიმართულებით, ქარელში ჩასვლის შემდეგ გადავუხვევთ ძამას ხეობისკენ და მივემგზავრებით ყინწვისის მონასტერში (ყინწვისის ტაძარი აგებულია XII საუკუნეში)

შემდეგ ვჩერდებით ორთუბნის დედათა მონასტერთან. ორთუბნის ტაძარი XVII საუკუნით თარიღდება, რომლისთვისაც XVIII საუკუნის II ნახევარში სამსართულიანი სამრეკლო მიუშენებიათ

მზოვრეთის ციხე

სარკინეთის კლდეში ნაკვეთი მონასტერი

და ბოლოს ბატეთის ულამაზესი ტბა

ბატეთის ტბა კლასიკური მეწყრული ტბაა, სარკის ფართობი 0,02 კვ. კმ, მაქსიმალური სიღრმე - 12 მ, სიგრძე - 190 მ, სიგანე - 150 მ. გარშემორტყმულია წიწვნარ-წიფლნარი ტყით შემოსილი ფერდობებით. წყალი გამჭვირვალეა და მტკნარი. ტბიდან გამოდის ნაკადული.ტბაში ბინადრობს საქართველოს წითელ წიგნში შესული მცირეაზიური ტრიტონი (წითელი წიგნის მონაცემებით კალმახიც).

გასათვალისწინებელი პირობები:

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!!!
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
არ ვბილწსიტყვაობთ! ! !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად!
წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე!

საკონტაქტო პირი:
ლელა წიკლაური
მობ: 593 22 57 20 
E-mail: lelushk@mail.ru
facebook: 
https://www.facebook.com/lella.tsiklauri
 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე ფასი შეთანხმებით
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა