ველოტური ფასანაურში

ფოტო: Alexxx1979 · CC BY-SA 4.0; This Photo was taken by Supanut Arunoprayote. Feel free to use any of my images, but please mention me as the author and may send me a message. (สามารถใช้ภาพได้อิสระ แต่กรุณาใส่เครดิตผู้ถ่ายและอาจส่ · CC BY 4.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0 · Wikimedia Commons

მიმართულებამცხეთა
ფასიფასი — მოთხოვნით
ID10313

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

საკუთარი ველოსიპედის შემთხვევაში :

1. ველოსიპედებით უზრუნველყოფა

2.მიკროავტობუსით მომსახურება ( გასვლა და დაბრუნება თბილისში)

3.დამცავი აღჭურვიობა

4.გიდის ( ინსტრუქტორის ) მომსახურება

*** ტურის აღწერა***

8:30_სთ თბილისიდან მივემგზავრებით მიკროავტობუსით ფასამაურის მიმართულებით.

10:30_სთ ათწუთიანი ინსტრუქტაჟის შემდგომ, წესების დაცვით,ფასანაურიდან ველოსიპედებით ვიწყებთ მსვლელობასცივწყაროს მიმართულებით.. მთელი მონაკვეთის პარალელურ ( ცენტრალურ ) გზაზე გამოგვყვება მიკროავტობუსი დაღლის შემთხვევაში სოფელ ჭართალთან შეგეძლებათ შევწყვიტოთ ტური. ასევე გზად რამდენჯერმე მცირედით შევისვენებთ. ფინიში (სფ.ცივწყარო ) სადაც საშვალება გვექნება მოვაწყოთ პიკნიკი.

18:00_სთ მიკროავტობუსით ვბრუნდებით თბილისში.

---------------------------------------------------------------

.ტურის ხანგრძლივობა 1 დღე

.ველოსიპედით გასავლელი მანძილი 20 კმ

.გზის სირთულე: საშუალო გრუნტის გზა

.ველო მარშრუტის დროს განსაზღვრულია 5 ( 15 წუთიანი ) შესვენება.

.მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი: 24 გრადუსი, მზიანი,

გასათვალისწინებელი პირობები წესები რომელსაც ვემორჩილებით:

1. სრულად ვითვალისწინებთ და ვემორჩლებით ისნტრუქტორის ( რჩევებს და ინსტრუქტაჯს ) წინააღმდეგ შემთხვევაში ვწყვეტთ მონაწილეობას!

2. არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!

3. საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად

4. წამოსვლისას არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე

___________________________________________________

.ადგილების დაჯავშნა ხდება წინასწარ, თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე!

გთხოვთ თანხის გადახდამდე გადვიკავშირდეთ.

მცხეთა — რა ტურებს გთავაზობთ

მცხეთა ნახევარ დღეში იოლად ჯდება: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი სვეტიცხოველში, სამთავროსა და ჯვარზე, თუ გინდათ — სადილი ქართულ რესტორანში. ხშირად ვაერთებთ ანანურთან და ყაზბეგთან; დღეს და მარშრუტს თქვენ აირჩევთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 18–25°. 14 ოქტომბერს მცხეთობა-სვეტიცხოვლობაა — ქალაქში ხალხმრავალი დღესასწაული და ღამის წირვა.
ივლისი–აგვისტოში 32–34°-მდე ცხელა; ჯვარზე დილით ან საღამოს ადით.
ზამთარი რბილია და ტურისტი ნაკლებია, შაბათ-კვირას კი მაინც ბევრი მლოცველი ჩამოდის.

რა ვნახოთ

  • სვეტიცხოველი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი (არსუკიძე, 1010–1029), აქ ინახება, გადმოცემით, უფლის კვართი; იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი
  • ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ბოლოს აგებული ტაძარი მთაზე, საიდანაც მტკვრისა და არაგვის შესართავი და მთელი ქალაქი ჩანს
  • სამთავროს მონასტერი — წმინდა ნინოს მაყვლოვანი, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავები, ბერი გაბრიელის საფლავი
  • ბებრის ციხე — შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები არაგვის ხეობის თავზე
  • შიომღვიმე — VI საუკუნის სამონასტრო კომპლექსი კლდოვან ხეობაში, მცხეთიდან დაახლოებით 10 კმ-ში
  • ძველი ქალაქის ქუჩები — სუვენირების დახლები, ჩურჩხელა და რესტორნები სვეტიცხოვლის გალავანთან

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან 20 კმ-ია, 25–30 წუთი. მარშრუტკები დიდუბის ავტოსადგურიდან ხშირად გადის, მგზავრობა დაახლოებით 30 წუთია; ჯვრის მონასტერზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ადის — ტაქსით ქალაქიდან 15 წუთია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან სამხედრო გზის ჩრდილოეთის მიმართულებით, საცობის გარეშე 25–30 წუთი.
სად დავრჩეთ: ძველ ქალაქში — საოჯახო სასტუმროები და გესტჰაუსები სვეტიცხოვლის ხედით.
რა წავიღოთ: ტაძრებისთვის ქალებს — თავსაფარი და ქვედაბოლო, მამაკაცებს — გრძელი შარვალი; ძველ ქალაქში ქვაფენილია, კომფორტული ფეხსაცმელი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს.

მცხეთა: გზამკვლევი
მცხეთა

ხშირი კითხვები

რამდენი დრო სჭირდება მცხეთას?
სვეტიცხოველი, სამთავრო და ჯვარი 3–4 საათში ჯდება. შიომღვიმის დამატებით — მთელი დღე.
როგორ ავიდე ჯვრის მონასტერზე?
მანქანით ან ტაქსით ქალაქიდან დაახლოებით 15 წუთია, გზა მოასფალტებულია. ფეხით ასასვლელი მოხერხებული ბილიკი არ არის.
ღირს თუ არა მცხეთაში ღამის გათევა?
თბილისიდან ერთ დღეში ჩამოსვლა ადვილია, მაგრამ საღამოს, როცა ავტობუსები მიდის, ძველი ქალაქი მშვიდდება და ნათებული სვეტიცხოველი ძალიან ლამაზია.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი, ძველი ქალაქი პატარაა და ფეხით იოლად შემოივლით. ბავშვებს მოსწონთ ჯვრიდან ხედი და მდინარის ნაპირზე გასეირნება.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.