ტური მარტვილისა და ოკაცეს კანიონებზე !
ფოტო: Neide18701 · CC BY-SA 4.0; Natia an · CC BY-SA 4.0; Neide18701 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გთავაზობთ დაუვიწყარ ტურს მარტვილსა და ოკაცის კანიონებზე. გაატარეთ ლამაზი დღე ჩვენთან ერთად. თქვენ გელით მეტი პოზიტივი და ხალისიანი განწყობა. თქვენი მუდმივი თანამგზავრი
ტრანსპორტირება ხორციელდება მინივენით. ასევე ჩვენ მოგაკითხავთ სახლთან და ტურის დასრულების შემდეგ დაგტოვებთ სახლში !
მოვინახულებთ:
<> მარტვილის კანიონს
<>გორდის ბაღს
<>ოკაცეს კანიონს
* ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
* ფოტო და ვიდეო მომსახურება
* გამყოლი
შეკრების ადგილი სააკაძის მოედანი
ტერიტორია 6:00სთ.
ნავით გასეირნების საფასური მარტვილის კანიონში ( პირველ ჩანჩქერამდე, მეორე ჩანჩქერამდე)
მონაწილეების საყურადღებოდ:
არ ვაბინძურებთ გარემოს!
ვემორჩილებით გამყოლს!
არ ვიგვიანებთ დანიშნულების ადგილას!
კანიონების მონახულების შემდეგ ვმართავთ საერთო პიკნიკს ყველას მოგვაქვს ერთი დღის სამყოფი საკვები.
ვიცმევთ სპორტულად და მოგვაქვს გამოსაცვლელი ტანისამოსი და თბილი შემოსაცმელები საღამოსთვის შესაძლოა შეგვცივდეს. (რეკომენდირებულია ასევე მეორე წყვილი ფეხსაცმლის წამოღება)
წამომსვლელთა საყურადღებოდ:
ადგილები იჯავშნება წინასწრ. თანხა უნდა გადმორიცხოთ 2 დღით ადრე შპს ,,'' -ს საბანკო ანგარიშზე.
ადგილების დასაჯავშნად დაგვიავშირდით ნომერზე სალი
სამეგრელო — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამეგრელოში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, გიდი, მეგრული სადილი და ღამისთევა ზუგდიდში ან მარტვილთან. სვანეთთან ერთადაც შეგვიძლია დაგეგმოთ, ზუგდიდიდან მესტიის გზით — თარიღებს თქვენ ირჩევთ.
როდის წავიდეთ
კანიონებისა და მონასტრებისთვის საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 22–27°.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30°-ზე მეტი — ამ დროს ანაკლიასა და განმუხურში ზღვაზე მიდიან.
ზამთარი რბილია, მაგრამ წვიმიანი; კანიონებში ნავით გასეირნება ცივ და წყალდიდობის დღეებში შეიძლება შეჩერდეს.
რა ვნახოთ
- მარტვილის კანიონი — ზურმუხტისფერი მდინარე ვიწრო კლდეებს შორის, ნავით გასეირნება და ჩანჩქერები
- მარტვილის მონასტერი — ჭყონდიდის ტაძარი გორაზე, X საუკუნიდან
- დადიანების სასახლე — XIX საუკუნის სასახლე-მუზეუმი ზუგდიდში, ნაპოლეონის სიკვდილის ნიღბით და ბოტანიკური ბაღით
- ნოქალაქევი — ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ნანგრევები, კედლებით და აბანოებით
- ბალდის კანიონი — ცისფერი წყალი და ტყის ბილიკი ოდიშის მთებში, მარტვილის ახლოს
- ანაკლია და განმუხური — ზღვის სანაპირო ენგურის შესართავთან, ხის ბულვარით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ზუგდიდამდე დაახლოებით 320 კმ-ია (4–5 საათი), მარტვილამდე — 280 კმ-მდე (დაახლოებით 3,5 საათი). ზუგდიდამდე მატარებელი თბილისის ცენტრალური სადგურიდან 5,5–6 საათი მიდის, მარშრუტკები დიდუბიდან გადის; ქუთაისის აეროპორტიდან მარტვილის კანიონამდე საათზე ცოტა მეტია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ სენაკის გავლით ზუგდიდამდე; მარტვილი და ბალდა ქუთაისიდან უფრო ახლოსაა.
სად დავრჩეთ: ზუგდიდში — სასტუმროები და გესტჰაუსები; მარტვილთან — საოჯახო სახლები; ანაკლიაში — სასტუმროები ზღვასთან.
რა წავიღოთ: ზაფხულში — მსუბუქი ტანსაცმელი და კოღოს საწინააღმდეგო საშუალება; კანიონისთვის — წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
კავშირი: ქალაქებში და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ინტერნეტი კარგად მუშაობს.