ფოტო: Scotch Mist · CC BY-SA 4.0
ესტონეთი
ტალინი: ტურები, ფასები და რჩევები
შუა საუკუნეების გალავნით შემოსაზღვრული ძველი ქალაქი, ხის სახლები და ბალტიის ზღვა ორ ნაბიჯზე. თბილისიდან რიგის ან სტამბოლის გავლით გზა 5–7 საათია.
- ვიზაარ სჭირდება
- ფრენა5,5 სთ
- ვალუტაEUR
- სეზონიივნ, ივლ, აგვ
- დროის სხვაობა-2 სთ
ტალინი
მოქმედი შეთავაზებები
მოქმედი შეთავაზება ახლა არ არის
მოგვწერე — შეგირჩევთ ტურს შენს თარიღებზე და ბიუჯეტზე
როდის წავიდეთ
იანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკ
საუკეთესო კარგი
საუკეთესოა ივნისი–აგვისტო: 18–22°, დღე თითქმის არ მთავრდება, ძველ ქალაქში ტერასები ღიაა.
მაისი და სექტემბერი გრილია (10–16°), მაგრამ მშვიდი და ლამაზი.
დეკემბერში რატუშის მოედანზე საშობაო ბაზრობაა; ზამთარი ცივი და ბნელია, -5°-დან 0°-მდე, დღე 6 საათს გრძელდება.
მაისი და სექტემბერი გრილია (10–16°), მაგრამ მშვიდი და ლამაზი.
დეკემბერში რატუშის მოედანზე საშობაო ბაზრობაა; ზამთარი ცივი და ბნელია, -5°-დან 0°-მდე, დღე 6 საათს გრძელდება.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვიზა: არ სჭირდება — ბიომეტრიული პასპორტით შენგენის ზონაში 180 დღიდან 90 დღემდე. თან იქონიეთ სასტუმროს ჯავშანი, დაზღვევა და უკან დასაბრუნებელი ბილეთი.
ვალუტა: ევრო; ბარათით თითქმის ყველგან იხდიან.
ენა: ესტონური; ინგლისური ახალგაზრდებში ფართოდაა გავრცელებული, ბევრმა რუსულიც იცის.
გადაადგილება: ძველი ქალაქი მთლიანად ფეხითაა; დანარჩენ უბნებში ტრამვაი და ავტობუსი, ტაქსისთვის Bolt.
დრო: თბილისზე 2 საათით უკან, ზაფხულში — 1 საათით.

როგორ მივიდეთ
პირდაპირი რეისი არ არის: ჩვეულებრივ airBaltic-ით რიგაში ან Turkish Airlines-ით სტამბოლში გადაჯდომით მიფრინავენ, გზა 5–7 საათია. აეროპორტი ცენტრიდან 4 კმ-შია, ტრამვაით 15–20 წუთი; ჰელსინკიდან ბორნით დაახლოებით 2 საათია.
რა ვნახოთ
- 1ძველი ქალაქი (UNESCO)რატუშის მოედანი, XV საუკუნის რატუშა და გალავნის კოშკები
- 2ტოომპეაზედა ქალაქი ალექსანდრე ნეველის ტაძრით და სადამკვირვებლო მოედნებით წითელ სახურავებზე
- 3კადრიორგიპეტრე I-ის ბაროკოს სასახლე პარკში და KUMU-ს ხელოვნების მუზეუმი
- 4ჰიდროპლანების ნავსადგური (Lennusadam)საზღვაო მუზეუმი წყალქვეშა ნავით ძველ ჰანგარში
- 5ტელისკივიყოფილი ქარხნის ტერიტორია კაფეებით, გალერეებით და შაბათის ბაზრობით
- 6კალამაიაძველი ხის სახლების უბანი და ბალტიის სადგურის ბაზარი
- 7პირიტაპლაჟი, ძველი მონასტრის ნანგრევები და ტელეკოშკი
ტალინი
ხშირი კითხვები
რამდენი დღე სჭირდება ტალინს?
2–3 დღე სრულიად საკმარისია ძველი ქალაქის, კადრიორგისა და ტელისკივისთვის. მეოთხე დღეს ჰელსინკიში ბორნით წასვლა შეიძლება.
რამდენად ძვირია ტალინი?
ჩრდილოეთ ევროპისთვის ზომიერია: ძველ ქალაქში ფასები მაღალია, მის გარეთ — საგრძნობლად დაბალი. სადილი კაფეში დაახლოებით 15–20 ევრო ღირს.
ღირს თუ არა ზამთარში წასვლა?
დეკემბერში — კი, საშობაო ბაზრობის გამო. იანვარ-თებერვალში ცივა და დღე მოკლეა, ამიტომ ქალაქს ნაკლები დრო დაუთმეთ.