ესპანეთი: ტურები, ფასები და რჩევები
გაუდის ბარსელონა, მადრიდის მუზეუმები, ანდალუსიის ფლამენკო და ხმელთაშუა ზღვის პლაჟები — ვიზის გარეშე და პირდაპირი რეისებით ქუთაისიდან.
- ვიზაარ სჭირდება
- ფრენა5 სთ · პირდაპირი
- ვალუტაEUR
- სეზონიმაი, ივნ, სექ, ოქტ
- დროის სხვაობა-3 სთ
მოქმედი შეთავაზებები
8 შეთავაზება · 795 ₾ -დან
ბოლო შეთავაზებები
ეს ტურები დასრულდა — მსგავსს ახალ თარიღზე მოგიწყობთ.
მიმოხილვა
ესპანეთი აერთიანებს city break-ს და საზღვაო დასვენებას. ბარსელონა — გაუდის არქიტექტურა, ქალაქის პლაჟი და ფეხბურთი; მადრიდი — პრადოს მუზეუმი, მოედნები და ღამის ცხოვრება; ანდალუსია (სევილია, გრანადა) — მავრიტანული სასახლეები და ფლამენკო; ვალენსია — მომავლის ქალაქი და პაელია.
ზღვისთვის პოპულარულია კოსტა ბრავა (ბარსელონასთან ახლოს, კლდოვანი ყურეები), კოსტა დორადა (ქვიშიანი პლაჟები და PortAventura) და კუნძულები — მაიორკა, იბიცა, ტენერიფე.
Turebi.Ge დაგეხმარებათ მარშრუტის, სასტუმროს და ავიაბილეთის შერჩევაში.
როდის წავიდეთ
ივლისი–აგვისტო: ზღვისთვის საუკეთესო, მაგრამ ცხელი (სამხრეთში 38°+) და ძვირი.
ზამთარი: ქალაქებისთვის რბილი (12–16°); კანარის კუნძულებზე თბილა მთელი წელი.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვალუტა: ევრო.
ენა: ესპანური (კატალონიაში — კატალანურიც).
დრო: თბილისზე 2–3 საათით უკან.
სხვა: ესპანეთში გვიან სადილობენ — რესტორნები ვახშამზე 20:30-დან ივსება.
როგორ მივიდეთ
რა ვნახოთ
- 1საგრადა ფამილიაგაუდის უდიდესი ტაძარი ბარსელონაში
- 2პარკ გუელი და კასა ბატლოგაუდის ბარსელონა
- 3პრადოს მუზეუმიველასკესი, გოია და ელ გრეკო მადრიდში
- 4ალჰამბრამავრიტანული სასახლე გრანადაში
- 5სევილიაალკასარი, კათედრალი და ფლამენკო
- 6კოსტა ბრავაყურეები და შუა საუკუნეების სოფლები
- 7მაიორკაპლაჟები და მთები