მზიური (პარკი)
ვაკე

მზიური (პარკი): ტურები, ფასები და რჩევები

ვერეს ხეობაში ჩამალული პარკი ხელოვნური ტბით, სკეიტპარკით, ველობილიკებით და ბავშვთა მოედნებით. ერთი შესასვლელი ჭავჭავაძის გამზირიდანაა, მეორე — ამირეჯიბის გზატკეცილიდან, ზოოპარკის პირდაპირ.

  • ვალუტაGEL
  • სეზონიაპრ, მაი, სექ, ოქტ
  • დროის სხვაობა0 სთ
მზიური (პარკი)

მოქმედი შეთავაზებები

მოქმედი შეთავაზება ახლა არ არის მოგვწერე — შეგირჩევთ ტურს შენს თარიღებზე და ბიუჯეტზე

როდის წავიდეთ

იანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკ
საუკეთესო კარგი
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი, 18–25°, როცა ბალახზე წამოწოლაც შეიძლება და ტბის ირგვლივ სეირნობაც.
ზაფხულში ხეობაში ქალაქზე ოდნავ გრილა, მაგრამ შუადღისას მაინც ცხელა — საღამოს პარკი ყველაზე ცოცხალია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ჭავჭავაძის გამზირზე ბევრი ავტობუსი გადის; ზემოდან ხეობაში კიბით ჩადიხართ.
ბავშვებთან: რამდენიმე სათამაშო მოედანი, მათ შორის შშმ ბავშვებისთვის მორგებული.
რა წავიღოთ: ველოსიპედი, სკეიტი ან როლიკები — პარკი ამისთვის არის მოწყობილი.
სად დავრჩეთ: ვაკესა და ვერაში — სასტუმროები და აპარტამენტები.

როგორ მივიდეთ

რუსთაველის მეტროდან ტაქსით 10 წუთია, ავტობუსით ჭავჭავაძის გამზირამდე — 15–20 წუთი. ამირეჯიბის გზატკეცილიდან შესასვლელი მანქანით მოსულებისთვის უფრო მოსახერხებელია.

რა ვნახოთ

  1. 1ხელოვნური ტბასასეირნო ბილიკით ირგვლივ
  2. 2სკეიტპარკი და პარკურის მოედანითბილისის ერთ-ერთი საუკეთესო
  3. 3ბავშვთა მოედნებიინკლუზიური, ყველა ბავშვისთვის
  4. 4ველობილიკებიხეობის გასწვრივ
  5. 5ძველი საბაგიროს სადგურისაბჭოთა ნაგებობა, რომელსაც თანამედროვე ხელოვნების სივრცედ აკეთებენ
მზიური (პარკი)

ხშირი კითხვები

რატომ ჰქვია „მზიური"?
1980-იან წლებში აქ ბავშვთა თემატური პარკი, „მზიური — ბავშვების ქალაქი" გაიხსნა. სახელი იქიდან შემორჩა.
2015 წლის წყალდიდობამ დააზიანა?
კი, ვერეს ხეობაში 2015 წლის ივნისის წყალდიდობამ პარკი მძიმედ დააზიანა. შემდეგ ის თავიდან მოაწყვეს — ტბით, სკეიტპარკითა და ახალი მოედნებით.
შესვლა ფასიანია?
არა, პარკი საჯაროა და შესვლა უფასოა.

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.