ფუნიკულიორი
მთაწმინდა

ფუნიკულიორი: ტურები, ფასები და რჩევები

1905 წლიდან მოქმედი ხაზი სოლოლაკიდან მთაწმინდის თავამდე: 500 მეტრამდე ციცაბო ლიანდაგი, შუაში გაჩერება მამადავითთან და ზემოთ — პარკი და რესტორანი. ასვლას რამდენიმე წუთი სჭირდება.

  • ვალუტაGEL
  • სეზონიაპრ, მაი, ივნ, სექ, ოქტ
  • დროის სხვაობა0 სთ
ფუნიკულიორი

მოქმედი შეთავაზებები

მოქმედი შეთავაზება ახლა არ არის მოგვწერე — შეგირჩევთ ტურს შენს თარიღებზე და ბიუჯეტზე

როდის წავიდეთ

იანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკ
საუკეთესო კარგი
გაზაფხული და შემოდგომა ყველაზე კომფორტულია: 16–24°, ქალაქზე ხედი სუფთაა.
ზაფხულში ხალხი ძირითადად საღამოს ადის და შაბათ-კვირას ქვედა სადგურთან რიგი დგება.
ზამთარში ფუნიკულიორი მუშაობს, მაგრამ სამუშაო საათები მოკლდება.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ქვედა სადგური დანიელ ჭონქაძის ქუჩაზეა, სოლოლაკში; შუალედური — მამადავითის ეკლესიასთან; ზედა — ზღვის დონიდან 727 მეტრზე.
გადახდა: მეტროს ბარათი და საბანკო ბარათი ვაგონთან არ მოქმედებს — სალაროში ყიდულობთ მთაწმინდის პარკის ბარათს და ავსებთ; ერთი ბარათით რამდენიმე ადამიანი გადის.
რა წავიღოთ: თხელი ქურთუკი — ზემოთ ქვემოთზე გრილა და ქარიანია.

როგორ მივიდეთ

თავისუფლების მოედნიდან ჭონქაძის ქუჩამდე ფეხით 10–15 წუთია, ლესელიძისა და სოლოლაკის ძველი ქუჩების გავლით. ტაქსიც პირდაპირ სადგურთან მიგიყვანთ.

რა ვნახოთ

  1. 1ქვედა სადგურისოლოლაკის ზემო ნაწილში, ძველი ქუჩების ბოლოს
  2. 2მამადავითის გაჩერებაეკლესია და მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
  3. 3ხედი ვაგონიდანციცაბო აღმართზე ქალაქი ნელ-ნელა ქვემოთ რჩება
  4. 4ზედა სადგურიფუნიკულიორის რესტორნისა და კაფეს შენობა პანორამული ტერასით
  5. 5მთაწმინდის პარკიატრაქციონები და ეშმაკის ბორბალი ზედა სადგურის ახლოს
ფუნიკულიორი

ხშირი კითხვები

მამადავითთან შეიძლება ჩამოსვლა?
კი, შუალედურ სადგურზე ჩერდება. ზოგი პანთეონს ათვალიერებს და შემდეგ ზემოთ ადის ან ფეხით ბილიკით ჩადის სოლოლაკისკენ.
რამდენი წუთია ასვლა?
დაახლოებით 3–5 წუთი, შუალედური გაჩერების ჩათვლით.
რა ღირს?
ფასი პერიოდულად იცვლება — ჩვეულებრივ ქალაქის ტრანსპორტზე ძვირია, პლუს ბარათის ღირებულება. მიმდინარე ტარიფი სალაროში ეწერება.

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.