საფრანგეთი: ტურები, ფასები და რჩევები
პარიზი, ლაზურული სანაპირო, დისნეილენდი, ლუარის სასახლეები და ალპები — ევროპის ყველაზე მონახულებადი ქვეყანა, ვიზის გარეშე.
- ვიზაარ სჭირდება
- ფრენა5 სთ · პირდაპირი
- ვალუტაEUR
- სეზონიაპრ, მაი, ივნ, სექ, ოქტ
- დროის სხვაობა-3 სთ
მოქმედი შეთავაზებები
5 შეთავაზება · 930 ₾ -დან
ბოლო შეთავაზებები
ეს ტურები დასრულდა — მსგავსს ახალ თარიღზე მოგიწყობთ.
მიმოხილვა
საფრანგეთი თითქმის ყველა ტიპის მოგზაურობას გვთავაზობს. პარიზი — ეიფელის კოშკი, ლუვრი, მონმარტრი და სენის სანაპიროები; დისნეილენდ პარიზი — ოჯახისთვის; ლაზურული სანაპირო — ნიცა, კანი, ანტიბი და მონაკო; ლუარის ველი — სასახლეები და ღვინო; პროვანსი — ლავანდის ველები ივლისში; ზამთარში — ალპების სათხილამურო კურორტები.
პარიზიდან ჩქაროსნული მატარებლით ადვილია მოგზაურობის გაგრძელება: ნიცამდე დაახლოებით 6 საათი, ლიონამდე — 2.
Turebi.Ge დაგეხმარებათ მარშრუტის, სასტუმროების და ბილეთების დაგეგმვაში.
როდის წავიდეთ
ლაზურული სანაპირო: ივნისი და სექტემბერი (ზღვისთვის), ივლისი–აგვისტო — ყველაზე ძვირი.
ალპები: დეკემბერი–აპრილი.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვალუტა: ევრო.
ენა: ფრანგული; ტურისტულ ადგილებში — ინგლისური.
დრო: თბილისზე 2–3 საათით უკან.
სხვა: მუზეუმებში (ლუვრი, ეიფელი, ვერსალი) — ბილეთი წინასწარ.
როგორ მივიდეთ
რა ვნახოთ
- 1ეიფელის კოშკი და მარსის მინდორი
- 2ლუვრიმონა ლიზა და მსოფლიოს უდიდესი მუზეუმი
- 3ვერსალის სასახლეპარიზთან, ნახევარი დღის ექსკურსია
- 4დისნეილენდ პარიზიორი პარკი ოჯახისთვის
- 5ნიცა და მონაკოლაზურული სანაპირო
- 6ლუარის სასახლეებიშამბორი და შენონსო
- 7მონ-სენ-მიშელისააბატო ზღვის ზოლზე