დუბაი
არაბთა გაერთიანებული საემიროები

დუბაი: ტურები, ფასები და რჩევები

ცათამბჯენები, თბილი ზღვა ზამთარში, შოპინგი და უდაბნო — სამსაათიანი პირდაპირი ფრენით თბილისიდან.

  • ვიზაელექტრონული
  • ფრენა3 სთ · პირდაპირი
  • ვალუტაAED
  • სეზონინოე, დეკ, იან, თებ, მარ
  • დროის სხვაობა0 სთ
დუბაი

ბოლო შეთავაზებები

ეს ტურები დასრულდა — მსგავსს ახალ თარიღზე მოგიწყობთ.

მიმოხილვა

დუბაი ქალაქია, სადაც ზამთარში შეგიძლიათ ზღვაში იბანაოთ, დილით უდაბნოში იყოთ, საღამოს კი მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობიდან უყუროთ ქალაქს.

სასტუმროს შერჩევისას მთავარია უბანი: ჯუმეირა და პალმა — პლაჟის სასტუმროები; დუბაი მარინა და JBR — პლაჟი და ქალაქის ცხოვრება ერთად; დაუნთაუნი — ბურჯ ხალიფასთან და დუბაი მოლთან; დეირა — ძველი ქალაქი და ხელმისაწვდომი ფასები.

დუბაი კარგია ოჯახისთვის (აკვაპარკები, Global Village, IMG Worlds), წყვილებისთვის და შოპინგის მოყვარულებისთვის. ახალი წლის ღამეს ბურჯ ხალიფას ფეიერვერკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შოუა მსოფლიოში.

როდის წავიდეთ

იანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკ
საუკეთესო კარგი
საუკეთესოა ნოემბერი–მარტი (24–30°).
დეკემბერ–იანვარში საღამოს გრილა (18–20°) — მსუბუქი ქურთუკი გამოგადგებათ.
ზაფხულში 40°+ და მაღალი ტენიანობაა.

პრაქტიკული ინფორმაცია

ვიზა: ფორმდება წინასწარ, ელექტრონულად.
მეტრო: სწრაფი და იაფი, აკავშირებს აეროპორტს, დაუნთაუნს და მარინას; ტაქსი ხელმისაწვდომია.
ვალუტა: დირჰამი (AED); ბარათი ყველგან მიიღება.
დრო: თბილისის დროს ემთხვევა.

როგორ მივიდეთ

პირდაპირი რეისი თბილისიდან დუბაიში — დაახლოებით 3 საათი, მთელი წლის განმავლობაში. აეროპორტიდან სასტუმრომდე 15–40 წუთი.

რა ვნახოთ

  1. 1ბურჯ ხალიფახედი 124-ე და 148-ე სართულიდან, ჯობს მზის ჩასვლისას
  2. 2დუბაი მოლიშოპინგი, აკვარიუმი და შადრევნების შოუ საღამოობით
  3. 3პალმა ჯუმეირა და Atlantisაკვაპარკი Aquaventure და ოკეანარიუმი
  4. 4დუბაი მარინასეირნობა სანაპიროზე და ნავით გასეირნება
  5. 5უდაბნოს საფარიდიუნები, აქლემი და ვახშამი შოუთი
  6. 6Global Villageმსოფლიოს ქვეყნების პავილიონები (ზამთრის სეზონზე)
  7. 7ალ-ფაჰიდი და ოქროს ბაზარიძველი დუბაი და აბრა-ნავი
დუბაი

ხშირი კითხვები

რომელ უბანში დავბინავდე დუბაიში?
პლაჟისთვის — ჯუმეირა, პალმა ან JBR; ქალაქისა და შოპინგისთვის — დაუნთაუნი; ბიუჯეტურად — დეირა.
შეიძლება ზამთარში ზღვაში ბანაობა?
კი, ზღვა ზამთარშიც 22–24°-ია, დღისით კი 24–27°.
როგორ აღვნიშნოთ ახალი წელი დუბაიში?
მთავარი შოუ ბურჯ ხალიფას ფეიერვერკია; სასტუმრო და ხედი წინასწარ უნდა დაიჯავშნოს, რადგან ფასები სწრაფად იზრდება.
რამდენი დღე სჭირდება დუბაის?
ქალაქისა და პლაჟისთვის 5–7 დღე საკმარისია; აბუ-დაბის ერთდღიანი ექსკურსიაც ეტევა.

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.