ფოტო: Spetsnaz 1991 · CC BY 2.0
კატარი
დოჰა: ტურები, ფასები და რჩევები
კატარის დედაქალაქი: ტრადიციული ბაზარი, მსოფლიო დონის მუზეუმები, სანაპირო ბულვარი და უდაბნო ქალაქიდან ერთ საათში.
- ვიზაარ სჭირდება
- ფრენა3 სთ · პირდაპირი
- ვალუტაQAR
- სეზონინოე, დეკ, იან, თებ, მარ
- დროის სხვაობა-1 სთ
დოჰა
მოქმედი შეთავაზებები
მოქმედი შეთავაზება ახლა არ არის
მოგვწერე — შეგირჩევთ ტურს შენს თარიღებზე და ბიუჯეტზე
დოჰა
ბოლო შეთავაზებები
ეს ტურები დასრულდა — მსგავსს ახალ თარიღზე მოგიწყობთ.
მიმოხილვა
დოჰა კომპაქტური ქალაქია, სადაც ყველაფერი ახლოსაა: ძველი ბაზარი სუკ ვაკიფი, ისლამური ხელოვნების მუზეუმი და კორნიშის ბულვარი ერთ დღეში შეიძლება მოინახულოთ.
დასაბინავებლად პოპულარულია ვესტ ბეი (ცათამბჯენები და პლაჟის სასტუმროები), მარგალიტის კუნძული (მარინა და რესტორნები) და მუშეირები (ძველი ქალაქის მახლობლად).
როდის წავიდეთ
იანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკ
საუკეთესო კარგი
ნოემბერი–მარტი (22–28°) — სეირნობისა და ზღვისთვის იდეალური.
პრაქტიკული ინფორმაცია
მეტრო: სამი ხაზი, აკავშირებს აეროპორტს, ცენტრს და ვესტ ბეის.
ვალუტა: რიალი (QAR).
დრო: თბილისზე 1 საათით უკან.
ვალუტა: რიალი (QAR).
დრო: თბილისზე 1 საათით უკან.
როგორ მივიდეთ
პირდაპირი რეისი თბილისიდან — დაახლოებით 3 საათი. აეროპორტიდან ცენტრამდე 15–20 წუთი.
რა ვნახოთ
- 1სუკ ვაკიფიბაზარი, ფალკონების სუკი და საღამოს ატმოსფერო
- 2ისლამური ხელოვნების მუზეუმი და MIA პარკი
- 3კატარის ეროვნული მუზეუმი
- 4მარგალიტის კუნძულისეირნობა მარინაზე
- 5კატარაკულტურის სოფელი პლაჟით და ამფითეატრით
- 6უდაბნოს საფარი შიდა ზღვასთან
დოჰა
ხშირი კითხვები
სად დავბინავდე დოჰაში?
პლაჟისთვის — ვესტ ბეი; რესტორნებისა და სეირნობისთვის — მარგალიტის კუნძული; ძველი ქალაქისთვის — მუშეირები და სუკ ვაკიფის მიდამოები.
როგორ გადავადგილდე ქალაქში?
მეტრო სწრაფი და იაფია; ტაქსი და Uber ხელმისაწვდომია.
შეიძლება ზამთარში ბანაობა?
კი, ზამთარში ზღვა დაახლოებით 20–23°-ია, ბევრ სასტუმროს აქვს გათბობიანი აუზი.