ფილიპინები
სებუ: ტურები, ფასები და რჩევები
ვეშაპ-ზვიგენები ოსლობში, სარდინების გუნდები მოალბოალში და კანიონი კავასანის ჩანჩქერებთან. სებუს აეროპორტში საერთაშორისო რეისები ჯდება — მანილაში გადაჯდომა აუცილებელი არ არის.
- ვიზაარ სჭირდება
- ფრენა14 სთ
- ვალუტაPHP
- სეზონიიან, თებ, მარ, აპრ, მაი
- დროის სხვაობა+4 სთ
სებუ
მოქმედი შეთავაზებები
მოქმედი შეთავაზება ახლა არ არის
მოგვწერე — შეგირჩევთ ტურს შენს თარიღებზე და ბიუჯეტზე
როდის წავიდეთ
იანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკ
საუკეთესო კარგი
საუკეთესოა იანვარი–მაისი: მშრალი, 28–32°, ზღვა მშვიდია და ჩაყვინთვისთვის კარგი ხილვადობაა. იანვრის მესამე კვირას სინულოგის ფესტივალია — სასტუმროები წინასწარ ივსება.
ივნისიდან ნოემბრამდე წვიმიანია; ტაიფუნები ბორნებს და ზღვის ექსკურსიებს აჩერებს.
ივნისიდან ნოემბრამდე წვიმიანია; ტაიფუნები ბორნებს და ზღვის ექსკურსიებს აჩერებს.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვიზა: არ სჭირდება 30 დღემდე; ჩასვლამდე 72 საათით ადრე eTravel-ში რეგისტრაციაა საჭირო.
ვალუტა: ფილიპინური პესო; სამხრეთ სებუს სოფლებში და ნავებზე მხოლოდ ნაღდს იღებენ.
ენა: სებუანო, ფილიპინური და ინგლისური.
გადაადგილება: ქალაქში — Grab და ტაქსი; სამხრეთით მოალბოალსა და ოსლობში — ავტობუსი სამხრეთის ავტოსადგურიდან ან დაქირავებული მანქანა მძღოლით.
დრო: თბილისზე 4 საათით წინ.
ვალუტა: ფილიპინური პესო; სამხრეთ სებუს სოფლებში და ნავებზე მხოლოდ ნაღდს იღებენ.
ენა: სებუანო, ფილიპინური და ინგლისური.
გადაადგილება: ქალაქში — Grab და ტაქსი; სამხრეთით მოალბოალსა და ოსლობში — ავტობუსი სამხრეთის ავტოსადგურიდან ან დაქირავებული მანქანა მძღოლით.
დრო: თბილისზე 4 საათით წინ.
როგორ მივიდეთ
მაქტან-სებუს აეროპორტამდე ყველაზე ხშირად დუბაის, დოჰის, სინგაპურის ან მანილის გავლით მიფრინავენ, გზაში დაახლოებით 14 საათი და მეტი. აეროპორტი მაქტანის კუნძულზეა: იქაურ კურორტებამდე 15–30 წუთია, სებუ-სიტიმდე — 30–60 წუთი.
რა ვნახოთ
- 1მაგელანის ჯვარი და სანტო ნინიოს ბაზილიკა1521 წლის ჯვარი და ფილიპინების უძველესი ეკლესია
- 2სან-პედროს ციხეესპანური ციხე-სიმაგრე ნავსადგურთან
- 3მოალბოალისარდინების უზარმაზარი გუნდი და კუები ნაპირიდან რამდენიმე მეტრში
- 4კავასანის ჩანჩქერიცისფერი აუზები და კანიონინგი ბადიანში
- 5ოსლობივეშაპ-ზვიგენებთან ცურვა; კვების გამო პრაქტიკა ეთიკურად სადავოა
- 6მალაპასკუაპატარა კუნძული ჩრდილოეთით, სადაც მელიის ზვიგენებს ხედავენ
- 7ბოჰოლიბორნით დაახლოებით 2 საათი: შოკოლადის ბორცვები და ტარსიერები
სებუ
ხშირი კითხვები
სჭირდება თუ არა ვიზა საქართველოს მოქალაქეს?
არა, 30 დღემდე. ჩასვლამდე 72 საათით ადრე შეავსეთ eTravel და თან იქონიეთ უკან დასაბრუნებელი ბილეთი.
რომელია უკეთესი — სებუ თუ ბორაკაი?
ბორაკაი თეთრი პლაჟისთვის და მშვიდი დასვენებისთვისაა. სებუ — ჩაყვინთვის, ჩანჩქერებისა და ექსკურსიებისთვის, თან აეროპორტში ბევრი საერთაშორისო რეისი ჯდება.
ბავშვებთან ერთად ჩამოსვლა ღირს?
კი, მაქტანის კურორტებს აუზები და მშვიდი ზღვა აქვთ, აეროპორტიდანაც ახლოსაა. კანიონინგი და ხანგრძლივი ნავით გასვლები პატარა ბავშვებისთვის რთულია.
რამდენი დღე სჭირდება?
5–7 დღე: ორი — მაქტანზე, ორი — მოალბოალსა და კავასანში, ერთი — ბოჰოლზე.