აია ნაპა: ტურები, ფასები და რჩევები
კვიპროსის ყველაზე პოპულარული კურორტი: თეთრი ქვიშა, გამჭვირვალე ფირუზისფერი ზღვა და საღამოს მხიარული ცხოვრება — ლარნაკას აეროპორტიდან 40 წუთში.
- ვიზაარ სჭირდება
- ფრენა2,5 სთ · პირდაპირი
- ვალუტაEUR
- სეზონიმაი, ივნ, სექ, ოქტ
- დროის სხვაობა-2 სთ
მოქმედი შეთავაზებები
ბოლო შეთავაზებები
ეს ტურები დასრულდა — მსგავსს ახალ თარიღზე მოგიწყობთ.
მიმოხილვა
აია ნაპა კვიპროსის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და ცნობილია კუნძულის საუკეთესო პლაჟებით: ნისი ბიჩი, მაკრონისოსი, ლანდა. ზღვაში შესვლა რბილი და ქვიშიანია, წყალი — ძალიან სუფთა.
დღისით აქ პლაჟი, წყლის სპორტი და ნავით გასეირნებაა, საღამოს — რესტორნები, ბარები და ღამის კლუბები ცენტრში. ვისაც უფრო მშვიდი დასვენება სურს, ჯობს აირჩიოს სასტუმრო ცენტრიდან მოშორებით ან მეზობელ პროტარასში (15 წთ), რომელიც საოჯახო კურორტად ითვლება.
აია ნაპადან მარტივია ექსკურსია კეიპ გრეკოში, ტროოდოსის მთებში, ლარნაკასა და ნიქოზიაში.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი: ზღვა 24–27°, ჰაერი 28–31°.
ივლისი–აგვისტო: ყველაზე ცხელი და ხალხმრავალი; ახალგაზრდული წვეულებების პიკი.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვალუტა: ევრო.
გადაადგილება: ავტობუსი, ტაქსი ან ქირავნობის მანქანა (მოძრაობა მარცხენამხრივია).
დრო: თბილისზე 1 საათით უკან (ზაფხულში).
როგორ მივიდეთ
რა ვნახოთ
- 1ნისი ბიჩითეთრი ქვიშა და პატარა კუნძული, სადაც წყალში ფეხით გადადიან
- 2მაკრონისოსიბუნებრივი ყურეები და ძველი სამარხები
- 3კეიპ გრეკო„სიყვარულის ხიდი", ზღვის გამოქვაბულები და კლდიდან ხტომა
- 4WaterWorldთემატური აკვაპარკი
- 5აია ნაპის მონასტერიXVI საუკუნის ვენეციური მონასტერი ცენტრში
- 6ნავით გასეირნება„ზღვის გამოქვაბულებსა" და ლაგუნებში