აფხაზეთი
საქართველო

აფხაზეთი: ტურები, ფასები და რჩევები

აფხაზეთი საქართველოს ისტორიული კუთხეა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც 2008 წლიდან რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. ტურებს აქ არ ვთავაზობთ — უახლოესი ხელმისაწვდომი რეგიონი სამეგრელოა.

  • ვალუტაGEL
  • სეზონიმაი, ივნ, სექ, ოქტ
  • დროის სხვაობა0 სთ
აფხაზეთი

მოქმედი შეთავაზებები

მოქმედი შეთავაზება ახლა არ არის მოგვწერე — შეგირჩევთ ტურს შენს თარიღებზე და ბიუჯეტზე

მიმოხილვა

აფხაზეთი საქართველოს დასავლეთ მხარეს, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ. გასაოცარია ბუნების მრავალფეროვნებით, რადგან აქ ყველაფერია თავმოყრილი: ზღვა, თოვლიანი მთები, ტბები თუ ჩანჩქერები.

 

რა ვნახოთ 

  • ნაკრძალები: ფსხუ-გუმისთის რიწის და ბიჭვინთა-მიუსერას

  • კურორტი ბიჭვინთა

  • საქართველოში ყველაზე ღრმა ტბა- რიწის ტბა

  • სოხუმის ბოტანიკური ბაღი- გაშენებული 1840 წელს, ერთ-ერთი უძველესი ბაღი კავკასიაში

  • კრუბერის გამოქვაბული- 2190 მეტრი სიღრმის გამოქვაბული, ერთ-ერთი უღრმესია მსოფლიოში

  • კულტურული ძეგლები: ანაკოფიის ციხე, შარვაშიძეების სასახლე, წებელდის ციხე, ბიჭვინთის ტაძარი

 

კლიმატი 

აფხაზეთი მთაგორიანი მხარეა, რაც ტერიტორიის დაახლოებით 74%-ს მოიცავს. აფხაზეთის სანაპირო ზოლი სწორხაზოვანია. აღსანიშნავია სოხუმისა და გაგრის უბეები, ბიჭვინთისა და სოხუმის კონცხები. აფხაზეთში ჰავის ტიპი ზონების მიხედვით იყოფა: ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავა თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით (ზ. დ. 300-400 მ-მდე); ნოტიო ჰავა ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით (300-400 მ--დან 1000-1100 მ-მდე); ნოტიო ჰავა ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით (1000-1100 მ-იდან 2000-2100 მ-მდე); მაღალმთის ნოტიო და გრილი ჰავა (2000-2100 მ-იდან 2800-2900 მ-მდე) და მაღალმთის ნივალური ჰავა (2800-2900 მ ზევით). ყველაზე თბილი თვეებია ივლისი-აგვისტო. ნალექების მაქსიმუმი ზამთარში მოდის, ზაფხულში, მინიმუმი, რაც ხმელთაშუა ზღვის ჰავას ჰგავს. 


 

სამზარეულო 

აფხაზური სამზარეულო მდიდარია ნიგვზით, წიწაკით, საწებლებით შეზავებული კერძებით. ცნობილია აფხაზური აჯიკა და ლეღვის ტყლაპი. ტრადიციული კერძებია: არიცვმგელი (ნიგვზიანი მჭადი), აყრდცა (ლობიოს შეჭამანდი), აფხაზური აჩმა. აფხაზური ვაზი ნოტიო ჰავასა და ნესტს კარგად იტანს. გამორჩეულია ჰიბრიდული ადესა და ცოლიკოური ვაზის ჯიშები.

 

როდის წავიდეთ

იანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკ
საუკეთესო კარგი
აფხაზეთის კლიმატი სუბტროპიკულია: ზაფხული თბილი და ნოტიოა, 27–30°, ზღვა 25°-მდე თბება, ზამთარი სანაპიროზე რბილია.
მთიან ნაწილში, რიწის ტბისა და კავკასიონის ქედების მიდამოებში, ზამთარში თოვს და ბევრად ცივა.
ამჟამად რეგიონში მოგზაურობა შეზღუდულია, ამიტომ სეზონის არჩევას ახლა პრაქტიკული აზრი არ აქვს.

პრაქტიკული ინფორმაცია

სტატუსი: აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი ასე აღიარებს; ტერიტორია რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.
კანონი: საქართველოს კანონით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხრიდან; რუსეთიდან (ფსოუს გავლით) შესვლა უკანონოა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.
უსაფრთხოება: ენგურის ხიდზე გადაადგილება შეზღუდულია და პერიოდულად იკეტება; საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები ხშირია.
ტურები: turebi.ge აფხაზეთში ტურებს არ აწყობს.

როგორ მივიდეთ

კანონიერი გადასასვლელი ერთადერთია — ენგურის ხიდი სამეგრელოდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თუმცა მასზე მოძრაობა ოკუპაციის რეჟიმის გამო მკაცრად შეზღუდულია და ტურისტული მოგზაურობისთვის არ გამოიყენება. რუსეთის მხრიდან შესვლა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა.

რა ვნახოთ

  1. 1სოხუმიუძველესი ქალაქი, ანტიკური დიოსკურია და სებასტოპოლისი, აფხაზეთის ისტორიული ცენტრი და საქართველოს სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი
  2. 2ბიჭვინთაX საუკუნის ქართული ტაძარი და რელიქტური ფიჭვნარი, შუა საუკუნეებში ბიჭვინთის საკათალიკოსოს ცენტრი
  3. 3ახალი ათონიანაკოფიის ციხე, VIII საუკუნეში აფხაზთა სამეფოს ცენტრი, XIX საუკუნის მონასტერი და კარსტული მღვიმე
  4. 4გაგრაზღვისპირა ქალაქი კავკასიონის კალთაზე, XX საუკუნის დასაწყისში ოლდენბურგელი პრინცის მიერ დაარსებული კურორტით
  5. 5რიწის ტბამთის ტბა დაახლოებით 950 მეტრზე, წიწვოვანი ტყით გარშემორტყმული
  6. 6მოქვი და ბედიაX საუკუნის ქართული ტაძრები, ლეონ III-ისა და ბაგრატ III-ის ხანიდან
აფხაზეთი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა ახლა აფხაზეთში მოგზაურობა?
ტურისტული მოგზაურობა პრაქტიკულად შეუძლებელია: ტერიტორია რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, ენგურის ხიდზე გადაადგილება შეზღუდულია. turebi.ge აქ ტურებს არ აწყობს.
რა მოხდება, თუ რუსეთიდან, ფსოუს გავლით შევალ?
საქართველოს კანონით ეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო შესვლაა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება საქართველოში შესვლაც გაგირთულდეთ.
რატომ არის აფხაზეთი ოკუპირებული?
1992–1993 წლების ომის შემდეგ ტერიტორია ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს გავიდა და ასობით ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილებული გახდა. 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა აქ სამხედრო ბაზები განალაგა, რასაც საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობის უმეტესობა ოკუპაციად აფასებს.
რა ვნახოთ აფხაზეთის ახლოს?
სამეგრელოში — მარტვილის კანიონი, დადიანების სასახლე და ანაკლიის სანაპირო ენგურის შესართავთან. ზუგდიდიდან სვანეთისკენაც მარტივად გააგრძელებთ გზას.
სად შეიძლება აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის გაცნობა?
საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და სხვა მუზეუმებში თბილისში ინახება აფხაზეთის არქეოლოგიური და საეკლესიო მემკვიდრეობის ნაწილი.

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.