national delicacy

სტამბული ტიტების ფესტივალი (4 დღიანი ტური)

  • ID: 65910
  • ნახვები: 5089
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/04/23
    დაბრუნება
    • 06/04/23
დამატებითი ინფორმაცია

4 დღიანი ტური სტამბულში ტიტების ფესტივალზე.

მოგზაურობის პერიოდი: 3 - 6 აპრილი

ტურის აღწერა:

1 დღე - ძველი ქალაქი - ადრეული ჩაფრენა სტამბოლში. ტრანსფერი სასტუმროში.
საუზმისა შემდეგ ( ფასში არ შედის) : სითი ტური ძველ ქალაქში
 სულთან აჰმეტის მოედნის დათვალიერება, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ადგილია.
 აია სოფიას ტაძარი,

გულჰანეს ბაღი - ეს ყველაზე ცნობილი ტურისტული პარკია სტამბოლის ისტორიულ ნაწილში, განსაკუთრებით ლამაზია ტიტების ყვავილობის დროს.

 ექსკურსია თოფკაპის სასახლეში – ოსმანთა სულთნების რეზიდენცია, სადაც ისინი 400 წლის განმავლობაში ბატონობდნენ. ვნახავთ საოცარი სილამაზის პარკს, დასასვენებელი ოთახს, საგანძურს, ბიბლიოთეკასა და ტერასებს, რელიგიური რელიქვიების ოთახს.

 წმ. ირინეს ეკლესია (ბიზანტიის იმპერიის მთავარი ტაძარი აია სოფიას აშენებამდე, სწორედ იქ ჩატარდა მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება 381 წელს.)
 რომის იპოდრომი.
ღამისთევა სასტუმროში.
 

2 დღე – სტამბოლის გაზაფხულის სურნელი - ორი კონტინენტის გასაყარზე

საუზმე სასტუმროში,
 ემირგანის პარკი, სადაც წარმოდგენილია უამრავი ტიტების სახეობა.
 მსოფლიო საპატრიარქოს საკათედრო ტაძრისა და რეზიდენციის მონახულება.
 ფენერი და ბალათას ისტორიული უბანი,

დოლმაბახჩეს სასახლეს მონახულება. ( სურვილის შემთხვევაში)
კრუიზი ბოსფორზე.
 

3 დღე - სტამბოლის აღმოსავლური სული

საუზმე სასტუმროში,
 მსოფლიოში ცნობილი "გრანდ ბაზარის" მონახულება,
 ეგვიპტური ბაზარი

 სულეიმანიას მეჩეთი

 გასეირნება ტაქსიმის მოედანზე,
 ულამაზესი ისტიკლარის ქუჩა,
 გალათას კოშკის მონახულება.
 Cafe Mystafa- სადაც შესაძლებლობა გვექნება შევიძინოთ ტკბილეული

დერვიშების ცეკვის საღამოზე დასწრება ( ფასში არ შედის)
დაბრუნება სასტუმროში.


4 დღე - პრინცების კუნძულები

საუზმე სასტუმროში. სასტუმროს დაცლა, ბარგს ვტოვებთ სასტუმროში.

 გამგზავრება პრინცების კუნძულებზე. გემით გასეირნება კუნძულებზე, თავისუფალი დრო ბიუქადას კუნძულზე, სადაც მხოლოდ ელექტრო მობილები და ველოსიპედები მოძრაობენ და საიდანაც ხელისგულივით იშლება ბოსფორის სრუტის ულამაზესი ხედები.

გამგზავრება წმინდა გიორგის მთაზე სადაც მოვინახულებთ ,,წმ. გიორგის ტაძარს",
( მივემგზავრებით ელექტრომობილით) აქვე დაბრძანებულია ღვთისმშობლის და წმ გიორგის სასწაულმოქმედი ხატები, რომელიც სიმსივნით დაავადებულთა და უშვილოთა შემწეა.

 

P.S. ლეგენდის მიხედვით, უნდა ჩაიფიქროთ სურვილი და წმ. გიორგის ტაძრამდე უხმოდ უნდა ახვიდეთ. (ზოგს ძაფი ააქვს) შემდეგ ეკლესიაში შეხვალთ, სანთელს აანთებთ, ილოცებთ და სურვილს ჩაიფიქრებთ.
ფაქტია რომ ამ ადგილას უამრავი ადამიანი მოდის ამ ტაძრის მოსალოცად, როგორც ქრისტიანი, ასევე მუსულმანი, რომლებიც სასწაულებრივად იკურნებიან.

სადილი თევზის რესტორანში.( დამატებითი მომსახურება, ფასში არ შედის)

დაბრუნება სტამბოლში.

დაბრუნება სტამბოლში. ტრანსფერი აეროპორტში.


საღამოს 20 :30 - ტრანსფერი აეროპორტში.

 

 

ღირებულებაში შედის:

• სამოგზაურო დაზღვევა
• სასტუმრო 3* ან 4* საუზმით ქალაქის ცენტრში საუზმით
• ქართულ ენოვანი პროფესიონალი გიდის მომსახურება ტურის განმავლობაში.
• ტრანსფერი ( აეროპორტო-სასტუმრო-აეროპორტი).
• გადაადგილება პროგრამის მიხედვით  საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
• ტურში მითითებული ექსკურსიები
• თბომავლის ბილეთები ( პრინცების კუნძულზე და ბოსფორზე)

• ელექტრო მობილის ბილეთები პრინცების კუნძულებზე

 

ღირებულებაში არ შედის:

  •  ავია ბილეთი (თბილისი-სტამბული-თბილისი) დამოკიდებულია შეძენის დროზე.
  •  სადილები და ვახშმები
  •  მუზეუმებისა და პარკებში შესასვლელი ბილეთების საფასური
  •  დამატებითი აქტივობები ( აბანო, დერვიშების შოუ, აკვარიუმი )

 

☛ ტურის ღირებულება მოცემულია  -  1 ადამიანზე სასტუმროში ორადგილიან და სამადგილიან ნომერში ცხოვრებით.

 

თურქეთში მოგზაურობისთვის აუცილებელია!
☛საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტი ან პირადოპის მოწმობა ( ID ბარათი ) ვადა უნდა ჰქონდეს გამგზავრებიდან 6 თვე მაინც.

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე750.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/04/23
    დაბრუნება
    • 06/04/23
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა