national delicacy

ჯგუფური ტური სტამბოლში

  • ID: 65452
  • ნახვები: 14634
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/01/23
    დაბრუნება
    • 16/01/23
დამატებითი ინფორმაცია

ჯგუფური ტური სტამბოლში

სამოგზაურო პერიოდი :  13-16 იანვარი 


1 დღე ( 13.01.2023) - სითი ტური და ღამის ბოსფორი.
ჩასვლა გამთენიას სტამბულში. ტრანსფერი სასტუმროში.
ვტოვებთ ბარგს და გავისეირნებთ გიდთან ერთად სტამბულის ქუჩებში.
სანახავი ობიექტები: სითი-ტური სტამბოლში - წმ. სოფიას ტაძარი; სულთან ახმედის მოედნის დათვალიერება, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი სასიამოვნო და საიტერესო ადგილია. ცისფერი მეჩეთი. რომის იპოდრომი.
დაბრუნება სასტუმროში და დაბინავება. თავისუფალი დრო დასვენებისთვის.
საღამოს ღამის ბოსფორის ტური - თავისი ვახშმითა და შოუ პროგრამით
2 დღე ( 14.01.2023) პრინცების კუნძულები.
საუზმე სასტუმროში.
გამგზავრება პრინცების კუნძულებზე.
გემით გასეირნება კუნძულებზე, თავისუფალი დრო ბიუქადას კუნძულზე, სადაც მხოლოდ ელექტრო მობილები და ველოსიპედები მოძრაობენ და საიდანაც ხელისგულივით იშლება ბოსფორის სრუტის ულამაზესი ხედები.
გამგზავრება წმინდა გიორგის მთაზე სადაც მოვინახულებთ ,,წმ. გიორგის ტაძარს", და ჩავიფიქრებთ სურვილებს.
P.S. ლეგენდის მიხედვით, უნდა ჩაიფიქროთ სურვილი და წმ. გიორგის ტაძრამდე უხმოდ უნდა ახვიდეთ. (ზოგს ძაფი ააქვს) შემდეგ ეკლესიაში შეხვალთ, სანთელს აანთებთ, ილოცებთ და სურვილს ჩაიფიქრებთ.
ფაქტია რომ ამ ადგილას უამრავი ადამიანი მოდის ამ ტაძრის მოსალოცად, როგორც ქრისტიანი, ასევე მუსულმანი, რომლებსაც ამ ტაძრის სასწაული ძალის ჯერათ.
აქვე დაბრძანებულია ღვთისმშობლის და წმ გიორგის სასწაულმოქმედი ხატები, რომელიც სიმსივნით დაავადებულთა და უშვილოთა შემწეა.
სადილი თევზის რესტორანში და თავისუფალი დრო კუნძულზე,
დაბრუნება სტამბოლში. ღამისთევა სასტუმროში.
3 დღე - თავისუფალი დღე
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო შოპინგისთვის.
• სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მოვინახულოთ სტამბულის აკვარიუმი ( დამატებითი მომსახურება, ფასში არ შედის)
• მოვინახულოთ ცისტერნა (ლაზერული შოუ)
( დამატებითი მომსახურება, ფასში არ შედის)
საღამოს 20 : 00 - ტრანსფერი აეროპორტში. გამომგზავრება თბილისში.
ტურის ღირებულება: 575 ლარი
+ ავიაბილეთის საფასური (ფასები ცვალებადია ამიტომ დარეკეთ ოპერატორთან)
სასტუმრო: https://www.hotelempirepalace.com/rooms.php
ღირებულებაში შედის:
 სამოგზაურო დაზღვევა.
 გიდის მომსახურება.
 ტრანსფერი: აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი
 შიდა ტრანსფერები სადაც საჭიროა.
 ქალაქის ტური და პრინცების კუნძულების ტური
 ღამის ბოსფორის ტური - შოუ პროგრამით და ვახშმით.
 ელექტრომობილების საფასური პრინცების კუნძულებზე და გემის ბილეთი.
 4* სასტუმრო სტამბოლის ცენტრში საუზმით.
ღირებულებაში არ შედის:
• დამატებითი ექსკურსიები მითითებული ტურში.
• სადილები და ვახშმები

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე575.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/01/23
    დაბრუნება
    • 16/01/23
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა