national delicacy

იტალია / შვეიცარია / ლიხტენშტეინის სამთავრო

  • ID: 65511
  • ნახვები: 4397
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/09/22
    დაბრუნება
    • 17/09/22
დამატებითი ინფორმაცია

სამოგზაურო პერიოდი: 11 - 17 სექტემბერი

 

მილანი (ლაგო-მაჟორეს ტბა) – (ვერონა) – ლიხტენშტაინის სამთავრო – ციურიხი (ლუცერნი) – (შტაინ-ამ რაინი და რეინის ჩანჩქერი) – ბერნი – ტურინი – მილანი

 

მილანი / კვირა

მილანში ჩაფრენა. აეროპორტში პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ადრეული რეისებით ჩამოფრენილი ტურისტებისათვის დაორგანიზდება ფაკულტატური ექსკურსია: მაჯორის ტბაზე გასეირნება და კუნძულ „Isola Bella” - ის მონახულება, რომელიც გამოირჩევა გასაოცარი ბოტანიკური ბაღითა და ბორომეოს ჰერცოგთა სასახლით.

ტრანსფერი და სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში.

 

მილანი - (ვერონა)/ ორშაბათი

საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო შოპინგისათვის. მსურველთათვის ფაკულტატური ექსკურსია ვერონაში - მსოფლიოს ერთ-ერთ საკვირველ ქალაქში, რომეოსა და ჯულიეტას სამშობლოში. ამ თავგადასავლის განმავლობაში დამატებით გექნებათ შესაძლებლობა, რომ მოინახულოთ ბუნებრივი წყაროების მქონე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ტბის კურორტზე - ქალაქ სირმიონეში არსებული გარდის ტბა.

სასტუმროში დაბრუნება. ღამისთევა სასტუმროში.

 

ლიხტენშტეინი - ციურიხი / სამშაბათი

საუზმე სასტუმროში. ციურიხში გამგზავრება. გზად ლიხტენშტეინის ერთ-ერთ სამთავროში გაჩერება. ამ სახელმწიფოს ფართობი სულ რაღაც 160 კვ.კმ -ია, მისი ფართობის ¾ ნაწილი მთებს უჭირავს. დედაქალაქის ისტორიული ცენტრის დათვალიერება და ექსკურსია ქალაქის ისტორიულ შუაგულში გიდის თანხლებით. თავისუფალი დრო.

ციურიხის მიდამოებში არსებულ სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში.

 

(რეინისჩანჩქერი - შტაიმამრაინ-ლუცერნი) / ოთხშაბათი

საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო ან მსურველთათვის დღის პირველ ნახევარში დაიგეგმება ფაკულტატური ექსკურსია რეინის ჩანჩქერზე და მის პირას გაშენებულ ზღაპრულ ქალაქ შტაინ ამ რაინში. დღის მეორე ნახევარში დაორგანიზდება ფაკულტატური ექსკურსია ლუცერნის ისტორიულ ნაწილში, რომელიც ცნობილია ხის ხიდებითა და ძველი შპილებით, რომლებიც გაჰყურებენ მდინარე რეიმსის წყლებს. თავისუფალი დრო.

სასტუმროში დაბრუნება. ღამისთევა სასტუმროში.

 

ბერნი / ხუთშაბათი

საუზმე სასტუმროში. შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში გამგზავრება. თანმხლებ გიდთან ერთად ქალაქის ცენტრში გასეირნება მოგცემთ შესაძლებლობას, რომ იხილოთ ძირითადი ღირსშესანიშნაობები, საათის კოშკი და ქვეყნის ყველაზე მაღალი ტაძარი, ასევე პირისპირ შეხვდებით დათვებს. მსურველებს ექნებათ საშუალება, მოინახულოთ ყველაზე ფოტოგენური ალპური სოფელი - გრუიერი და ასევე დაგემოვნოთ იქაური განთქმული ყველი. იტალიაში გადასვლა. გზად შვეიცარიის ერთ-ერთი ჩინებულ კურორტზე გაჩერება. ქალაქ მონტრე განლაგებული ჟენევის ტბის სანაპიროზე, რომელიც ქვეყნის ყველაზე გრძელი ტბის სანაპირო ხაზია. ამ ადგილს უდიდესი ისტორია აქვს, იქ დგას ფრედი მერკურის, ნობაკოვის და კიდევ მრავალი უნიჭიერესი და გამოჩენილი ადამიანის ძეგლები. შვეიცარიის ყველაზე მონახულებადი ღირსშესანიშნაობა - შილონის ციხე სწორედ ქალაქ მონტრეში მდებარეობს.

ტურინის შემოგარენში, პიემონტის რეგიონში არსებულ სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში.

 

ტურინი - მილანი / პარასკევი

საუზმე სასტუმროში. ტურინის ცენტრში გადასვლა. ტურინი - მე-20 ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი. ქალაქის ისტორიულ ცენტრში გასეირნება, კასტელოს მოედანი - ტურინის გულია, ასევე გამოსარჩევია პალაცო რეალე, სავოის დინასტიის სამეფო სასახლე და პალაც მადამა, მოლე-ანტონელიანა საკრა სინდონეს საკათედრო ტაძარი თავისი კაპელით, სადაც ინახება ტურინის გარდამოხსნა. თავისუფალი დრო. ფაკულტატურად დაორგანიზდება ექსკურსია სამეფო სასახლეში, რომელიც ერთერთ მდიდრულ სამეფო რეზიდენციადაა აღიარებული. იქ გექნებათ საშუალება, დაათვალიეროთ სამეფო აპარტამენტები, სავიოას გვარის მეფეების კარის არქიტექტორების ნამუშევრები, რომელთა სახელები შესულია მსოფლიო ხუროთმოძღვრების ისტორიაში. სამეფო იარაღიას პალატა განთქმულია 62-ფერიანი მარამრილოთი, იქ ინახება ცივი და ცეცხლსასროლი იაღარის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული კოლექცია. თქვენ იხილავთ საჭურველისა და ცხენის აღკაზმულობის ერთადერთ ექსპოზიციას მეფე კარლო ალბერტოს პირადი კოლექციიდან. ასევე შეძლებთ დუმის ტაძრის კაპელაში მოხვედრას, ნახავთ არქიტექტორ გუარინო გუარინის მიერ დაპროექტებულ ბაროკოს სტილის ყველაზე ცნობილ გუმბათს, სადაც ინახებოდა გარდამოხსნა 1997 წლამდე.

მილანში ავტობუსით ან სარკნიგზო სატრანსპორტო საშუალებით გადასვლა. სასტუმროში განთავსება. ღამისთევა სასტუმროში.

 

მილანი / შაბათი

საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი აეროპორტში.

 

ღირებულებაშიშედის:

V) 3-4* ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება

V) კვება: საუზმე

V) ჯგუფური ტრანსფერი აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტის მიმართულებით (მალპენსის აეროპორტში შესრულებული ყველა რეისის შემთხვევაში);

V) სატრანსპორტი მომსახურება ასისტენტის თანხლებით

V) ექსკურსიები ლიცენზირებული გიდის თანხლებით მილანსა და ციურიხში;

V) ტურინის, ბერნის, ლიხტენშტეინის მონახულება ასისტენტის თამხლებლობით;

 

ღირებულებაში არ შედის:

1)      ავიაბილეთების საფასური

2)      ტურისტული გადასახადი სასტუმროებში

3)      ყურსასმენებით სარგებლობა მთელი ტურის განმავლობაში - 15 ევრო

 

დამატებითიექსკურსიები (რომესაცირჩევთდაიხდითთქვენინებასურვილისდამიხედვით):

• მუზეუმში შესასვლელი ბილეთი • ლა სკალის თეატრალური მუზეუმი - 25 ევრო (ღირებულებაში შედის შესასვლელი ბილეთის საფასური)

• ექსკურსია მილანში არსებულ დუომოს საკათედრო ტაძარში

• ექსკურსია ლუცერნში - 60 ევრო

• ჩანჩქერებისა და შტაინ ამ რაინის დასათვალიერებლად გამგზავრება - 60 ევრო

• ექსკურსია ვერონაში - 55 ევრო

• გარდის ტბის მონახულება - 10 ევრო;

• მაჯორის ტბაზე გასეირნება - 50 ევრო (ღირებულებაში შედის კატერით მგზავრობის საფასური)  (მაჯორეს ტბის დასათვალიერებლად გამგზავრება შესაძლებელია მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე)

 

 

გაითვალისწინეთ!
- 4 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვები ტურში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

-          ექსკურსიის ჩატარების განრიგი ტექნიკური მიზეზების გამო შეიძლება შეიცვალოს.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე1 300.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/09/22
    დაბრუნება
    • 17/09/22
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა