national delicacy

რომი - ვატიკანი (23,24,25,26 თებერვალი)

  • ID: 58272
  • ნახვები: 3324
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/11/21
    დაბრუნება
    • 26/02/20
დამატებითი ინფორმაცია

ტურისტული კომპანია "გაიცანი საქართველო", 23,24,25,26 თებერვალს (კვირა, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი) გთავაზობთ დაუვიწყარ ჯგუფურ ტურს რომში.

23 თებერვალი (კვირა) - პირველი დღე:

15:10 საათზე - გამგზავრება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
16:15 საათზე - ჩაფრენა რომის ფიუმიჩინოს საერთაშორისო აეროპორტში (ადგილობრივი დროით)
17:30 საათისთვის - დაბინავება სასტუმროში, (ქალაქის ცენტრში) დასვენება, თავისუფალი დრო.

24 თებერვალი (ორშაბათი) - მეორე დღე:

07:00 - 08:30 საათი - საუზმე სასტუმროში
09:00 საათზე ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:
✔ რომის კოლიზეუმი - რომის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამფითეატრი იყო, რომელიც 50 000 მაყურებელს იტევდა. (ახ.წ.პირველი საუკუნის ნაგებობა)
✔ პალატინის გორა - ცენტრალურია რომის შვიდ გორას შორის და ეს გახლავთ ქალაქის ყველაზე ძველი ნაწილი, სადაც არქეოლოგებმა ძვ.წ მეექვსე საუკუნის ტაძარი აღმოაჩინეს.
✔ რომის ფორუმი - რომის უძველესი ექსპონანტი. მოიცავდა ტაძრების უბანს, ბაზილიკებსა და საჯარო სივრცეებს.
✔ პიაცა ვენეცია - ქალაქის მთავარი ტურისტული ცენტრი
✔ კაპიტოლიუმის მუზეუმი - მსოფლიოში უძველესი საზოგადოებრივი სამუზეუმო კომპლექსი, რომელსაც საფუძველი პაპმა სიქსტუს IV-ემ 1471 წელს ჩაუყარა და „რომაელ ხალხს“ ანტიკური ბრინჯაოს კოლექცია გადასცა საჩუქრად, რომელიც მანამდე ლატერნაში ინახებოდა.

19:00 საათისთვის ვასრულებთ ტურს, თავისუფალი დრო. (პ.ს. დღის განმავლობაში ტურის შუალედში გვექნება 1 საათიანი შესვენება)

25 თებერვალი (სამშაბათი) - მესამე დღე:

07:00 - 08:30 საათი - საუზმე სასტუმროში
09:00 საათზე ვიწყებთ ტურს, გავემგზავრებით ვატიკანში და მოვინახულებთ:
✔ წმინდა პეტრეს ტაძარი - ოთხ მთავარ ბაზილიკათა შორის რანგით მეორე ტაძარი. მსოფლიოში უდიდეს ქრისტიანულ ტაძარს 23.000 მ² ფართობი უჭირავს და 60.000 ადამიანს იტევს. ტაძარი ქრისტიანობის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად ითვლება და აქ არის დაკრძალული პეტრე მოციქული.
✔ ვატიკანის მუზეუმები - ერთ-ერთი საუკეთესო და უდიდესი ისტორიის მქონე მუზეუმია. ყოველთვის ემატებოდა და ყოველთვის ივსებოდა კოლექცია, დაწყებული რენესანსის ეპოქიდან. დღეს ერთ-ერთი ყველაზე ფართო კომპლექსის მქონე მუზეუმია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ პინაკოთეკას, პიუს-კლემენტის, რაფაელის და სიქსტის კაპელას განყოფილებებს.
✔ სანტ-ანჯელოს ციხესიმაგრე - ერთ დროს ყველაზე დიდი ნაგებობა რომში. თავდაპირველად ეს ცილინდრული ფორმის სიმაგრე იყო მავზოლეუმი რომის იმპერატორის ადრიანის ოჯახისთვის. შემდგომში რომის პაპის რეზიდენცია, ამჟამად მუზეუმი.
✔ პიაცა ნავონა - რომში უამრავი მოედანია, თუმცა ისეთი გამორჩეული, როგორც პიაცა ნავონაა, ალბათ არცერთი არაა.
ოვალური ფორმის პიაცა ნავონა რომაული და ბაროკოს სტილის არქიტექტურის საუკეთესო მაგალითია. სწორედ პიაცა ნავონაზეა განთავსებული გამორჩეული მოქანდაკის, ბერნინის შადრევანი
✔ პანთეონი - ერთ-ერთია ანტიკური ხანის იმ არქიტექტურულ ძეგლთაგან, რომელიც შედარებით სრულყოფილად შემოგვინახა ისტორიამ. მოგვიანებით პანთეონში იტალიის სახელოვან ადამიანებს კრძალავდნენ. ეს ტრადიციად იქცა და დღეს სახელოვან ადამიანთა სასაფლაოებს „პანთეონს“ უწოდებენ.

20:30 საათისთვის ვასრულებთ ტურს, თავისუფალი დრო. (პ.ს. დღის განმავლობაში ტურის შუალედში გვექნება 1 საათიანი შესვენება)

26 თებერვალი (ოთხშაბათი) - მეოთხე დღე:

07:00 - 08:00 საათი - საუზმე სასტუმროში
08:30 საათზე ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

✔ პიაცა დელ პოპოლო
✔ გალერეა ბორგეზე - მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გალერეაა, არც ერთ სხვა გალერეაში არ ინახება ერთად კარავაჯოს 6 ნამუშევარი და ჯან ლორენცო ბერნინის 6 სკულპტურა, რომლებიც ბაროკოს პერიოდის აბსოლუტურ შედევრებად ითვლებიან.
✔ესპანური კიბეები - ეს მსოფლიოს ულამაზესი და ყველაზე მეტად ცნობილი კიბეებია. იგი აგებულია 1723-1726 წლებში.
✔ ტრევის შადრევანი - რომის უდიდესი შადრევანი, 25,9 მეტრი სიმაღლითა და 19,8 მეტრი სიგრძით.
ბაროკოს სტილის ეს შადრევანი 1732-1762 წლებში ააგო არქიტექტორმა ნიკოლო სალვიმ.

ტურს ვასრულებთ 14:00 საათისთვის.
16:50 საათისთვის გამოფრენა რომის ფიუმიჩინოს საერთაშორისო აეროპორტიდან (ადგილობრივი დროით)
23:30 საათზე ჩამოფრენა ქუთაისის აეროპორტში (ქართული დროით)

ტურის ღირებულება გახლავთ 1280 ლარი. ფასში შედის:

✔ ორმხრივი ავიაბილეთი - ქუთაისი - რომი - ქუთაისი
✔ ბარგი 10 კგ - პრიორიტეტი სტატუსი
✔ სასტუმრო ქალაქის ცენტრში (სამი ღამე) - სასტუმროს ლინკს მალე დავდებთ
✔ საუზმეები
✔ ტრანსფერი თბილისი - ქუთაისი - თბილისი
✔ სამოგზაურო დაზღვევა
✔ გიდი

დაგვიკავშირდით:

(+995) 577 199 270;

(+995) 577 199 192

გვეწვიეთ მისამართზე: პეკინის #25

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე1 280.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/11/21
    დაბრუნება
    • 26/02/20
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა