national delicacy

იტალიის ჯგუფური ტური

  • ID: 45593
  • ნახვები: 13543
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/05/22
    დაბრუნება
    • 23/05/22
დამატებითი ინფორმაცია

რომი - (პიზა) - მონტეკატინი-ტერმე - (სიენა - სან ჯიმინიანო) - ფლორენცია - ბოლონია - ვენეცია - რიმინი - სან მარინო - რომი

აირჩიეთ გამგზავრების თარიღი: 16.05.22, 30.05.22, 20.06.22, 04.07.22, 25.07.22, 15.08.22, 29.08.22

რომი / ორშაბათი

რომში ჩაფრენა. აეროპორტში პარტნიორი კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა. ტრანსფერი და რომის სასტუმროში განთავსება. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტურმოში.

ფლორენცია (სიენა - სან ჯიმინიანო) / ოთხშაბათი საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო მონტეკატინი-ტერმეში. სურვილისამებრ, ექსკურსია მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქალაქებში - სიენასა და სან-ჯიმილიანოში. მონტეკატანი-ტერმის მიდამოებში არსებულ სასტუმროში დაბრუნება. ღამისთევა სასტუმროში.

ფლორენცია - ბოლონია / ხუთშაბათი

საუზმე სასტუმროში. ფლორენციაში გადასვლა.

მიმოხილვითი საფეხმავლო ექსკურსია ფლორენციის ისტორიულ ცენტრში: სინიორიის და პალაცო ვეკოს მოედნები, სატაძრო მოედანი, მარია დელ ფიორეს ტაძარი, სანტა-კროჩეს ტაძარი - ცნობილი ფლორენციელების - მიქელანჯელოს, მაკიაველის, გალილეის აკლდამა. თავისუფალი დრო. უფიცის გალერეაში ექსკურსიის შემოთავაზება (დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში).

დღის მეორე ნახევარში ბოლონიაში გადასვლა. თავისუფალი დრო. ემილია რომანიის რეგიონში მდებარე სასტუმროში განთავსება და ღამისთევა სასტუმროში.

ვენეცია / პარასკევი

სასტუმროში საუზმე. გამგზავრება ვენეციაში - მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში. თქვენ წინ გელით მიმოხილვითი ექსკურსია ქალაქში გიდის თანხლებით, სადაც ნახავთ სან მარკოს მოედანს, სან მარკოს ბაზილიკას, კომპანილეს - ვენეციის ყველაზე მაღალ შენობას. არ დაგავიწყდეთ გონდოლებით (ვენეციის ტრანსპორტის ეგზოტიკური სახეობა) გასეირნება, რა დროსაც ჩაეფლობით ვენეციის რესპუბლიკის წარსულში. რიმინის მიდამოებში გადასვლა და ღამისთევა სასტუმროში.

რიმინი / შაბათი

სასტუმროში საუზმე. სან-მარინოს რესპუბლიკის მონახულება. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.

რომი / კვირა

სასტუმროში საუზმე. რომში გადასვლა. ქალაქის საფეხმავლო ექსკურსია, მოინახულებთ: ნავონას მოედანს, პანთეონს, ვენეციის მოედანს, კოლიზეუმს, რომაულ ფორუმებს. რომის სასტუმროში განთავსება და ღამისთევა.

ორშაბათი

სასტუმროში საუზმე და ტრანსფერი აეროპორტში.

ტურის ღირებულებაა 1360 ლარი ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში ღირებულებაში შედის: 

  • ჯგუფური ტრანსფერები: აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი (ფიუმიჩინოს და ჩამპინოს ყველა რეისის შემთხვევაში);
  • 3 ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება (სასტუმრო არ მდებარეობს რომის ცენტრალურ ნაწილში);
  • კვება: დილის საუზმე
  • გადაადგილება კომფორტული ავტობუსით მთელი ტურის განმავლობაში;
  • გიდი
  • ექსკურსია ვენეციაში, ფლორენციაში, რომში, ვატიკანში და სან მარინოში
  • ექსკურსია ფლორენციაში;

ღირებუელბაში არ შედის ავიაბილეთები, რომლის ფასი დმაოკიდებულია სასურველ პერიოდზე.

სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ექსკურსიებით: ღამის რომი, ნეაპოლი და პომპენი, სიენა და სან ჯიმინიანო, პიზა, უფიცის გალერია

აუცილებლად გადასახდელი!

  • ყურსასმენებით სარგებლობა მტელი ტურის განმავლობაში - 15 ევრო;
  • ვენეციაში: დიდი არხით გავლა - უკანა გზაზე ჯუდეკის არხზე გასეირნება - 30 ევრო ან ჯუდეკის არხით გავლა - უკანა გზაზე ჯუდეკის არხზე გასეირნება - 20 ევრო

სასტუმროს გადასახადები (city tax), რომელსაც იხდით ადგილზე:

• რომის 3* სასტუმროში: 3-6 ევრო/კაცზე 24 სთ-ში

• მონტეკატინ-ტერმე 3* სასტუმროში: 1,5 ევრო/კაცზე 24 სთ-ში

• ბოლონიის 3* სასტუმროში: 1,5-3 ევრო/კაცზე 24 სთ-ში

• ვენეციის შემოგარენში არსებულ 3* სასტუმროში: 1,8 ევრო/კაცზე 24 სთ-ში

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

(+995) 577 199 270;

(+995) 577 199 167;

(+995) 577 199 192;

(+995) 577 199 159;

გვეწვიეთ მისამართზე: პეკინის #25

#Travel#TUREBIge

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე1 360.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/05/22
    დაბრუნება
    • 23/05/22
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა