national delicacy

გთვაზობთ 4 დღიან საექსკურსიო ტურს ლარნაკაში-კვიპროსის კუნძულზე.

  • ID: 37964
  • ნახვები: 5541
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/03/18
    დაბრუნება
    • 20/03/18
დამატებითი ინფორმაცია

გთვაზობთ 4 დღიან საექსკურსიო ტურს ლარნაკაში-კვიპროსის კუნძულზე.
თარიღი: 17 - 18 - 19 - 20 მარტი, 2018
ტურის მიმართულება: 
17 მარტი (შაბათი)
12:45 საათი - გაფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან (ქართული დროით)
13:00 საათი - ჩაფრენა ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში (ბერძნული დროით)
14::00-15:00 საათამდე - დაბინავება სასტუმროში 
16:00 საათიდან ვიწყებთ დღის ექსკურსიას და მოვინახულებთ:
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 
✔ ფორტის სასახლე
ფორტი ძველი სასახლის ადგილას ააშენეს ფრანკებმა ლუზინიანების პერიოდში. დღეს აქ მდებარეობს ისტორიული მუზეუმი, სადაც თავმოყრილია არქეოლოგიური აღმოჩენები, ქვები, იარაღი, თიხის ნაკეთობები.
✔ წმინდა ლაზარეს ეკლესია
მდებარეობს აგიუ ლაზარუს მოედანზე, სანაპიროდან დასავლეთით ორი უბნის მოშორებით. იესოს მიერ მკვდრეთით აღდგენილი ლაზარე, ქალაქის ზეციურ მფარველად ითვლება. ქალაქის ცენტრში, სადაც მისი მეორე სამარხია აღმართეს ეკლესია, რომელიც დღესაც არსებობს. ტაძრის ინტერიერის მთავარ მორთულობას XVIII საუკუნით დათარიღებული მრავალიარუსიანი, მოჩუქურთმებული ხის კანკელი წარმოადგენს. ამ ადგილს დიდ პატივს მიაგებენ მსოფლიოს ქრისტიანული მოსახლეობა: აქ მდებარეობს სამარხი და ლაზარეს წმინდა ნაწილები, ასევე კიტიის ეპისკოპოსის.
✔ თავისუფალი დრო/გასეირნება პალმების ქუჩაზე
ლარნაკას სიმბოლოს წარმოადგენს საფეხმავლო, პალმების ქუჩა (ფინიკუდესი), რომელიც გადაჭიმულია სანაპიროს გასწვრივ ვასილეოსა პავლუს მოედნის სამხრეთით შუასაუკუნეების ციხესიმაგრემდე. გასული საუკუნის ოციან წლებში მერიის ინიციატივით აქ დარგეს პალმების ხეივანი, რისი დამსახურებითაც ქალაქის სანაპირომ მიიღო სახელწოდება.
დაბრუნება სასტუმროში/ღამისთევა

18 მარტი (კვირა):
08:30-09:30 საუზმე
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 
დღის ექსკურსია:
✔ პანაგია ანგელოკტისტის ეკლესია
კიდევ ერთ საქვეყნოდ ცნობილ არქიტექტურისა და ისტორიის ძეგლს - ბიზანტიური ეკლესია წარმოადგენს, რომლის სახელწოდებაც «ანგელოზების აშენებულს» ნიშნავს: ამ სასწაულის შესახებ მოგვითხრობს ძველი ლეგენდა. აქ მდებარეობს ყველაზე ძვირფასი ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა, რომელიც თარიღდება Vl საუკუნით.
✔ალ კებირის მეჩეთი
1835 წელს აშენებული შუასაუკუნეების ეკლესიის ადგილზე, მდებარეობს ფორტთან ახლოს. მეჩეთის მონახულება შესაძლებელია წირვის დასრულების შემდეგ. ტურისტებს შეუძლიათ ავიდნენ მინარეთზეც, რომლიდანაც იშლება არაჩვეულებრივი ხედი, საიდანაც შეგიძლიათ ლამაზი პანორამული სურათების გადაღება.
✔ არქეოლოგიური მუზეუმი
მუზეუმის ექსპოზიციებში თავმოყრილია ნივთების მდიდარი კოლექციები, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების შედეგად ხიროკიტიასა და კიტიონშია აღმოჩენილი და განეკუთვნება ნეოლითიდან დღევანდელ ეპოქამდე პერიოდს.
✔დემეტრიოს პერიდესას კოლექცია
დემეტრიოს პერიდესას მხატვრული და უძველესი საგანძურის არაჩვეულებრივი კოლექცია მდებარეობს ХIХ საუკუნის ერთ-ერთ ვილაში. მუზეუმში წარმოდგენილია: კერამიკული და თიხის ნაკეთობები, მინის კოლექცია და შავი კერამიკა, ნაქარგები და სკულპტურები.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 
19 მარტი (ორშაბათი):
✔ 09:00 საათი, საუზმე სასტუმროში. 
✔ გამგზავრება ღალიის ქართულ მონასტერში
(გზა 2 საათი და 30 წუთი)
✔მონასტრის მოლოცვა, არქეოლოგიური აღმოჩენების გაცნობა.(თქვენ ნახავთ უნიკალურ მასალას და ქართველი წინაპრების კვალს კვიპროსზე)
✔გზად შეგვიძლია შევიაროთ და მოვინახულოთ ,,პეტრა ტუ რომიუ" (Πέτρα του Ρωμιού) - აფროდიტეს დაბადების ადგილი და საოცარი ზღვის სანაპირო კვიპროსზე.
საღამოს დაბრუნება ლარნაკაში.
თავისუფალი დრო/ ღამისთევა სასტუმროში
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 
20 მარტი (სამშაბათი):
8:00 საუზმე
9:00 - 11:00 საათამდე თავისუფალი დრო
11:00 საათისთვის გამგზავრება ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში.
13:35 საათი - გამოფრენა ქუთაისისკენ (ბერძნული დროით)
17:40 საათი - დაბრუნება ქუთაისის აეროპორტში.
22:00 საათზე დაბრუნება თბილისში

ტურის ღირებულება გახლავთ 450 ლარი! 
(აღნიშნული ფასი ძალაშია 25 იანვრამდე!!! )
ფასში შედის:

✔ ავიაბილეთები ორივე მიმართულებით (ქუთაისი - ლარნაკა - ქუთაისი)
✔ ბარგი 10 კგ
✔ 3* სასტუმრო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 
✔ საუზმეები
✔ ქართულენოვანი გიდი/გამყოლი 
✔ სამოგზაურო დაზღვევა

*ფასში არ შედის:
✔დარჩენილი კვება (სადილი/ვახშამი) 
✔ტრანსფერები
✔შიდა გადაადგილება ( ჯამში 40-50 ევრო)
დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:

(+995 557) 25 15 13

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე450.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/03/18
    დაბრუნება
    • 20/03/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა