240 ევრო ჯგუფური მოგზაურობა
3-10 ივნისი აღმოაჩინე ეგზოტიკური კვიპროსი
Keep silence and enjoy in CYPRUS...Like and share
ფოტოემოციას მოგზაური Mary Austin გვიზიარებს
ჯგუფური მოგზაურობის ღირებულება 240 ევრო
დაბალი ფასების და საოცარი მოგზაურობების შემქმნელებისაგან!!
იწყება სრულიად ახალი, განსხვავებული და ორგანიზებული მოგზაურობა და ეს მხოლოდ ჩვენთან !!
ჩვენ ხომ ყოველთვის პირველები ვამბობთ !!
ჩვენთან ფასები განახლებადი არ არის, და არ ვწერთ X თანხას და საბოლოოდ არ გიჯდებათ 4X თანხა! (როგორც პრაქტიკულად ყველგან)
ეს ხომ ჯადოსნური, საოცნებო ალპებია
მოგზაურობას გამოცდილი მოგზაური: Sally Janelly გაუწევს გიდობას
თქვენი საყვარელი თანამეგზური Visa Travel იწყებს ევროპულ ტურებს, ისეთივე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსეს, როგორც აქამდე გთავაზობდით ში და მის ფარგლებს გარეთ
ერთ-ერთი ჩვენი მოგზაურობა გადავწყვიტეთ ისტორიული სანახაობებისა და თვალწარმტაცი ხმელთაშუა ზღვის ტანდემი ყოფილიყო, ჩვენ ბევრი ვიმოგზაურეთ, ყველაფერი ჩვენს თავზე გამოვცადეთ და თქვენი ჯადოსნური დასვენებისთვის ამ ნიშნით ეგზოტიკური კვიპროსი შევარჩიეთ
აღნიშნეთ ზაფხულის დადგომა განსაკუთრებულად : სრული 8 დღე ლარნაკასა და აია-ნაპას მცხუნვარე,ქვიშიან სანაპიროებზე 240 ევროდ!!
მზე,გამჭირვალე ზღვა,თეთრი და ოქროსფერი ქვიშა, სუფთა გარემო, უცხო,ლამაზი ქალაქი ,უამრავი ღამის კლუბი, ათეულობით ტურისტული ატრაქციონი,გამყოლი გიდი,რომელიც მუდმივად თქვენს გვერდით იქნება და ქალაქის ღირსშესანიშნაობებზე მოგითხრობთ - ჩვენ ვიცით ,როგორ უნდა გავხადოთ თქვენი შვებულება დაუვიწყარი.
დღე პირველი: 3 ივნისი
ვიკრიბებით ქუთაისის (კოპიტნარის) აეროპორტში, შუადღის 4 საათზე (დაუგვიანებლად), გაფრენამდე 2 საათით ადრე, იმისთვის რომ დროულად გავიაროთ რეგისტრაცია.
J19:30 წუთზე (კვიპროსის დროით) ჩავფრინდებით ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში და განვთავსდებით სასტუმროში,სადაც ვისვენებთ,ვთამაშობთ გაცნობის თამაშებს და ვუმეგობრდებით ერთმანეთს
დღე მეორე: 4 ივნისი
საუზმის შემდეგ, დილის 10 საათზე ვიკრიბებით სასტუმროს შესასვლელთან და მივეშურებით ფინიკოუდის ყველაზე ცნობილ პლაჟზე გასარუჯად.
14:00-ზე გამოვდივართ სანაპიროდან და მივდივართ ქალაქის ღირსშესანიშნაობების გასაცნობად. ვნახავთ წმინდა ლაზარუსის ეკლესიას,სულთანის მეჩეთს,ლარნაკას შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს ,მარილის ტბას.
საღამოს ვტკებით თავისუფალი დროით .
დღე მესამე: 5 ივნისი
დილის 10 საათზე ვიკრიბებით სასტურმოს შესასვლელთან და კომფორტული ავტობუსით (გადაადგილება შედის ტურის ფასში) მივეშურებით ჯადოსნური აია ნაპას სანაპიროებისკენ.
11 საათზე მოვეწყობით სასტუმროში და გავდივართ ულამაზეს სანაპირო ზოლზე,რომელიც სასტუმროდან 5 წუთის სავალზეა.
შუადღეს,მცხუნვარე და სასიამოვნო მზის სხივებზე გავირუჯებით, წავალთ აია ნაპას პარკში,ვნახავთ აია ნაპას მონასტერსა და სკულპტურების სკვერს.
დღე მეოთხე: 6 ივნისი
მთელ დღეს მივუძღვნით გარუჯვას, პლიაჟის თამაშებს. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ბორანით გასეირნება და აია ნაპას გამოქვაბულების ტურში წასვლა.
დღე მეხუთე: 7 ივნისი
მთელ დღეს მივუძღვნით გარუჯვას, პლიაჟის თამაშებს . სუვილის შემთხვევაში,ადგილობრივ ზღვის დელიკატესებს დავაგემოვნებთ.
დღე მეექვსე: 8 ივნისი
დღის განმავლობაში სანაპიროზე ყოფნა,საღამოს გავისერინებთ ბულვარში და ვესტუმრებით სუვენირების ქუჩას.
დღე მეშვიდე:9 ივნისი
დღის განმავლობაში გარუჯვა,ბულვარზე სეირნობა.
საღამოს,სურვულის შემთხვევაში კლუბში წასვლა (აია ნაპა განთქმულია თავისი ღამის ცხოვრებით).
დღე მერვე: 10 ივნისი
17:00ზე ვიკრიბებით სასტუმროსთან და ვბრუნდებით ლარნაკაში .
22:25ზე მოვფრინავთ და ქართველოს დროით 23:30ზე ქუთაისის აეროპორტში ვიმყოფებით .
ფასი მოცემულია 1 უფროსზე ორადგილიან ნომერში
ფასში შედის:
✔ პირდაპირი ორმხრივი ავიაბილეთი (ქუთაისი - ლარნაკა - ქუთაისი)
✔ სასტუმრო
✔ სამოგზაურო დაზღვევა
✔ სავიზო მხარდაჭერა
✔ 7 კგ. ხელბარგი
✔ტრანსპორტირება ლარნაკადან აია ნაპაში და უკან.
---------------------------------------------------
შეგახსენებთ მოქმედებს უპროცენტო განვადება!
-----------------------------------
რეზერვაციისთვის დაგვიკავშირდით:
სალომე
ქეთი

















