კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ულამაზესი სოფელი ქვემო ალვანი, სადაც არის საოჯახო სასტუმრო "ალვანი" ის მდებარეობს თუშეთის დამაკავშირებელ გზაზე. საოჯახო სასტუმრო ალვანი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯით, 5 ოთახი 10 პერსონაზე. სტუმრებს ვთავაზობთ თბილ და სასიამოვნო გარემოს, სადაც თქვენ დააგემოვნებთ უგემრიელეს ქართულ (თუშურ) ტრადიციულ კერძებს.
ნახვები : 1483
საოჯახო სასტუმრო "მყუდრო" მდებარეობს კახეთში ახმეტის რაიონი სოფელი ბაბანეური, ქალაქ თელავიდან 20 კილომეტრის დაშორებით. სასტუმროში განთავსებულია 2 ადგილიანი 3 ნომერი. სასტუმრო გათვლილია 7 დამსვენებელზე. დამსვენებელს შეუძლია ისარგებლოს საერთო სამზარეულოთი, სასადილო ოთახით და 2 მისაღები ოთახით. სასტუმროს აქვს დიდი ვერანდა, 1 საპირფარეშო და 1 სააბაზანო, რომელიც განთავსებულია საცხოვრებელი სახლის 1 სართულზე. ასევე საოჯახო სასტუმრო გთავაზობთ ქვევრის გახსნას და ღვინის დაგემოვნებას რაც ცალკეულ ხარჯებში შედის. ამასგარდა სასტუმრო გთავაზობთ ჯიპ ტურებს, თუშეთში და მთლიანად კახეთში, რაც ცალკეულ ხარჯებში შედის.
ნახვები : 1081
ჩვენი სასტუმრო სახლი მდებარეობს დართლოში, სოფელთან ახლოს, მშვიდი და წყნარ ადგილას.
სახლს აქვს დიდი ეზო, BBQ ობიექტები, ცეცხლის დასანთები ადგილი, გარე ავეჯი - სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ. ასევე გვაქვს უფასო WiFi.
საუზმე ხელმისაწვდომია ყოველდღიურად, მაგრამ შეთანხმების მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ სადილი და ვახშამი დამატებითი საფასურის გადახდით. გთავაზობთ კონტინენტურ, ადგილობრივ და ვეგეტარიანული სამზარეულოს. თუ გსურთ, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ადგილობრივი კერძების მომზადებაში.
ასევე, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ცხენით მომსახურება . თქვენ შეგიძლიათ თუშეთის მთებში ცხენით გასეირნება და ულამაზესი ხედებით დატკბობა. გარდა ამისა გთავაზობთ ტურებს ხევსურეთის მიმართულებითაც.
ნახვები : 2637
საოჯახო სასტუმრო "ბუხურთა" თუშეთში, ომალოს ცენტრში მდებარეობს, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. სასტუმროს აქვს 4 ნომერი: ერთი ოთხადგილიანი, ორი სამადგილიანი და ერთი ორადგილიანი, საერთო სველი წერტილით, არის ცხელი წყლით და შუქით უზრუნველყოფილი, აქვს მაცივარი და სარეცხის მანქანა. გთავაზობთ, საცხენოსნო და სამანქანე შიდა ტურებს, უგემრიელეს ტრადიციულ კერძებს და მეგობრულ გარემოს.
სასტუმროს ფასები: სამჯერადი კვებით 60 ლარი, ორჯერადი კვებით 50 ლარი, ერთჯერადი კვებით 40 ლარი.
დამატებით ინფორმაციისთვის მოგვწერეთ მეილზე: tsiklauritiko@yahoo.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 579 508 ეკა
ნახვები : 5505
სასტუმრო "წასნე" საქართველოს ულამაზეს კუთხეში, თუშეთი, სოფელ ომალოში მდებარეობს. გთავაზობთ დაუვიწყარ მოგზაურობასა და დასვენებას მთაში, ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ ტრადიციულ თუშურ კერძებს, ადგილობრივ გიდს და რა თქმა უნდა მეგობრულ გარემოს. სასტუმრო არის კეთილმოწყობილი, აივნიდან იშლება თვალისმომჭრელი ხედები, აქვს 14 ნომერი, 6 ნომერს, ყველას აქვს საკუთარი სველი წერტილი, არის ცხელი წყლით და შუქით უზრუნველყოფილი. ასევე გთავაზობთ საცხენოსნო და სამანქანე შიდა ტურებს. თუშეთის სამივე ხეობის დათვალიერება: დართლო, ფარსმა, ბოჭორნა, დოჭუ, ილიურთა, შენაქო, დიკლო და ომალოს ციხე-კოშკები.
დამატებით ინფორმაციისთვისა და კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მეილზე: giorgi.gorgishvili@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 557 12 77 22 მურადი
ნახვები : 6496
საოჯახო სასტუმრო "ქერიგო" მდებარეობს თუშეთში სოფელ გირევში, მშვიდი და წყნარ ადგილას.
სახლს აქვს დიდი ეზო, BBQ ობიექტები, ცეცხლის დასანთები ადგილი, გარე ავეჯი - სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ. ასევე გვაქვს უფასო WiFi.
საუზმე ხელმისაწვდომია ყოველდღიურად, მაგრამ შეთანხმების მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ სადილი და ვახშამი დამატებითი საფასურის გადახდით.
სასტუმროს აქვს 5 კეთილმოწყობილი საძინებელი, სველი წერტილი ცხელი წყლით, ვერანდა ,ბუფეტი. შესაძლებლობა გაქვთ დააგემოვნოთ ადგილობრივი ტრადიციული კერძები, მონაწილეობა მიიღოთ თონეში პურის ჩაკვრაში. მოიწყოთ წყნარი საღამო კოცონთან ცოცხალი მუსიკის ფონზე.. სასტუმროს ვერანდიდან და საძინებლებიდან იშლება უმშვენიერესი პეიზაჟი..
ნახვები : 2136
სასტუმრო კვავლო მდებარეობს თუშეთში სოფელ კვავლოში. სოფელი მდებარეობს მაღალ გორზე, რომლიდანაც ჩანს რამდენიმე სოფელი. სასტუმროს აივანი გადაჰყურებს მდინარეს და სოფლის მეორე მხარეს.სასტუმრომდე მანქანის გზა არ მიდის, მანქანის გაჩერება შესაძლოა სოფლის მეორე მხარეს, ფეხით სავალი გზა 700 მეტრია. სოფელში მდებარეობს ორი მდინარე და უამრავი ისტორიული ძეგლი, რომლის ნახვაც შესაძლებელია. სასტუმროსთან არის კაფე სადაც შესაძლებელია როგორც სასმელების ასევე საკვების შეკვეთაც.
სასტუმრო არის სეზონური. მუშაობს მაისიდან-ოქტომბრამდე
ნახვები : 11851