national delicacy

ქართული კვალი სომხეთში

  • ID: 79
  • ნახვები: 8904
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

მარშრუტი - თბილისი - ახტალა - ალავერდი -სანაინი -  ახპატი -   ქობაირი  - თბილისი
სახეობა : კულტურული, შემეცნებითი.
სატრანსპორტო საშუალება: კომფორტული მიკრო-ავტობუსი.
ხანგძლიობა: 10 -11 სთ
მანძილი: ერთი მიმართულებით - 160 კმ.
კვება : ერთჯერადი (პიკნიკი ბუნებაში)
ღირებულება: 56 ლარი    (ფასში შედის : ტრანსპორტის გადასახადი, გიდის მომსახურეობა, ერთჯერადი კვება)

 

  1.  ახტალა - ახტალის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს სომხეთის ტერიტორიაზე, აქ ადრე ქართველები ცხოვრობდნენ და ტერიტორიც საქართველოს ეკუთვნოდა, აქ საეპისკოპოსო ვახტანგ გორგასალს დაურსები თუმცა იმ დროინდელი ტაძრისა არაფერი არა შემორჩენილა, მოგვიანებით, IX-X საუკუნეებში ეს კუთხე ქართლის მმართველებიდან სომეხ ბაგრატუნიანთა ხელში გადავიდა. თუმცა, მისი დიდი ნაწილი XI საუკუნიდან კვლავ დაბრუნდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში. იქიდან მოყოლებული ქვემო ქართლის ეს რეგიონი, სახელდობრ ლორე, 1920–იან წლებამდე სამხრეთ კავკასიაში მართლმადიდებლური აღმსარებლობის დამკვიდრების და სამონასტრო აღმშენებლობის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა.

 

  1.  ქ. ალავერდი - ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება ძვ. წ. III-II სს-დან მანიც-გომის, მანესის სახელწოდებით. XIII ს-ის დასაწყისიდან ცნობილია როგორც სპილენძის წარმოების ადგილი. თანამედროვე სახელი მიიღო XVII ს-ში. 1770 წ. ლორის ოლქში დასახლდა ბერძენი მაღაროს მუშები, რომლებმაც ააშენეს სპილენძსადნობი ქარხანა ალავერდში და შამლუღში, რომელიც 1795 წ. დაანგრია აღა-მაჰმად-ხანმა. 1801 წ. ალავერდი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1938 წ. მიიღო ქალაქის სტატუსი. 1963 წლიდან კი არის რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი. ალავერდში შემორჩენილია თამარ მეფის ხიდი.

 

  1. ქობაირის მონასტერი ადრეულ შუა საუკუნეებში ჩანს დაარსებული. გარკვეული ხნის მანძილზე იგი ლორის კვირიკიანთა სამეფო კარის წარმომადგენლების ხელში უნდა ყოფილიყო. XIII საუკუნის შუახანებისთვის დედათა მცირე სავანე შანშე მხარგრძელის მეუღლის ხელით სომეხთაგან კვლავ ქართველთა მფლობელობაში გადავიდა – სწორედ იმხანად იწყება ქობაირში აქტიური და ფართო სამშენებლო მოღვაწეობა, შენდება და ფრესკებით იმკობა დიდი ტაძარი, შანშეს სახლის წარმომადგენელთა დასაკრძალავი ეკვდერი, აგრეთვე სამრეკლო, სატრაპეზო, სხვა ნაგებობები. ქობაირში მრავლადაა ვრცელი ქართული საქტიტორო წარწერები, ისევე როგორც ქართულწარწერიანი საფლავები, რომლებიც მხარგრძელთა ოჯახის წევრებს, აგრეთვე აქ მოღვაწე პირებს ეკუთვნის (აქვეა ძალზე საინტერესო ეპიტაფია ლექსად).

 

  1. ჰაგფატი - იგივე ჰაგფატავანკი, X ს-ის სომხური მონასტერი ლორის პროვინციაში. მონასტერი დაარსებულია წმ. ნიშანის მიერ აბას I-ის მეფობის დროს. წმ.ნიშანის პატარა ეკლესია ჰაგფატის ადრეული შენობაა. კომპლექსის უდიდესი ტაძარია წმ. ნიშანის კათედრალი, რომელიც აშენდა 967-991 წწ. მისი ცენტრალური გუმბათის ემყარება ოთხ საყრდენ სვეტს და გვერდითია კედლებს. მონასტერი გამორჩეული და ბრწყინვალე ნიმუშია შუა საუკუნეების სომხური არქიტექტურისა. შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში.

 

  1. სანაჰინი (Sanahin) - სომხური არქიტექურული კომპლექსის გამორჩეული ნიმუშია მონასტერი დაარსდა მე - 10 საუკუნეში ლორის გუბერნიაში, ზუსტი დარსების თარიღი უცნობია, სახელი სანაჰინი სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც "ეს უფრო ძველია ვიდრე ის", სავარაუდოს „ის“ - ში იგულისხმება მის მეზობლად მდებარე ტაძარი „ ჰაგპატი “ ტაძარი შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში.

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე ფასი შეთანხმებით
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა