national delicacy

ლორე - ტაშირი (სომხეთი)

  • ID: 66716
  • ნახვები: 332
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/03/24
    დაბრუნება
    • 17/03/24
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
17 მარტს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან შემეცნებით ტურს სომხეთში, სადაც ვესტუმრებით საზღვრებს მიღმა საქართველოს, კერძოდ ლორე-ტაშირს. საუკუნოვან ქართულ ტაძრებთან ერთად, ასევე ვნახავთ განსხვავებული არქიტექტურის ძალიან საინტერესო სომხურ ძეგლებსაც.

1. ახტალის მონასტერი - ქართული მართლმადიდებლური ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, მე-10 საუკუნე.
2. ახპატის მონასტერი - მე-10-13 საუკუნეები, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
3. თამარის ხიდი - ქალაქი ალავერდი.
4. სანაჰინის მონასტერი - მე-10-13 საუკუნეები, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
5. ოძუნის ტაძარი მე-6 ს.
6. ქობაირის მონასტერი - ქართული მართლმადიდებლური მონასტერი, მე-12 საუკუნე, ცნობილია თავისი უნიკალური ფრესკებით. ტაძარში თამარ მეფის ამირსპასალარის, ზაქარია მხარგრძელის და მისი ოჯახის საძვალე მდებარეობს.

 

 ტურის ღირებულება: 50 ლარი

 ტურზე წამომსვლელმა აუცილებლად უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი საზღვრის გადასაკვეთად.

 ფეხით სასიარულო: მხოლოდ ქობაირის მონასტერზე ჯამში 1 კმ მარტივი.

 ვიკრიბებით:
რუსთაველის მეტროს წინ, ველოსიპედის ძეგლთან 6:40 სთ. გავდივართ 7:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

 

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი
 მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშრუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

 

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 5554076500 ანი

VIBER / WhatsApp: 555407650
instagram: saqartvelosbilikebze

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, სალაშქრო ჯოხი, კეპი (ქუდი).
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება მგზავრობისას, ლაშქრობისას, ტურის მიმდინარეობისას. ძალიან მცირე რაოდენობით შესაძლებელია მხოლოდ ტურის ბოლოს პიკნიკის დროს (როცა ტურზე მითითებული ყველა ძეგლი ნანახი გვაქვს და ტრანსპორტთან ვართ). თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მეორედ აღარ დაიშვებიან ჩვენს ტურზე.
 როდესაც, ტური სალაშქრო არის და არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, გთხოვთ ნუ ჩაგვწერებით. ასევე ლაშქრობისას ატარეთ ისეთი ჩანთა, რასაც თავად მოერევით. სხვების იმედად ნუ წამოიღებთ მძიმე ჩანთებს.
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ  

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე50.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/03/24
    დაბრუნება
    • 17/03/24
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა