national delicacy

3 დღიანი ტური 27 სექტემბერს

  • ID: 64133
  • ნახვები: 437
complogo
ტურები თუშეთში. 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება თუშ გიდთან ერთად
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/09/21
    დაბრუნება
    • 27/09/21
დამატებითი ინფორმაცია

ყოველ პარასკევს გვექნება 3 დღიანი ტური.
 10 წელია ვმუშაობთ თუშეთის ტურზე. თუ გინდა თუშეთი შემოიარო უსაფრთხოდ, გაეცნო მის კულტურას და ტრადიციებს - იმოგზაურე თუშებთან ერთად.
ℹ️ რას ნახავთ 3 დღიან ტურში❓
1 დღე:
✅ მდინარე სტორის ულამაზესი ხეობა
✅ ჩანჩქერი თუშეთის გზაზე
✅ ევროპის უმაღლესი უღელტეხილი ზ.დ. 2900 მ.
✅ ვიზიტორთა ცენტრში მუზეუმი, ფოტოგალერეა, გადასახედი ალაზნის ხეობაზე.
✅ სოფელი შენაქო, ტრადიციული ლუდსახარში, წმ. სამების ტაძარი
✅ XVIII საუკუნის ნასოფლარი აგეურთა
2 დღე:
✅ ნაყაიჩოს ქედი და ღელეს უღელტეხილი
✅ დართლო იუნესკოს საცდელ სიაში მყოფი სოფელი, შუა საუკუნეების უნიკალური არქიტექტურით
✅ კვავლო. არწივთა საუფლო თვალწარმტაცი ხედებით.
✅ უჩინარი, უძველესი სოფელი ფარსმა. თუშეთის მაჩუ - პიკჩუ ????
✅ ბოჭორნა - ევროპის უმაღლესი დასახლებული სოფელი ზ.დ 2345მ
✅ სოფელი დოჭუ - თუშეთის პატარძალი.
✅ ომალო, კესელოს ციხე-კოშკების კომპლექსი
3 დღე:
✅ სოფელი დიკლო
✅ ძველი დიკლო - დაღესტნის საზღვარი
კვება:
1 დღე: სადილი, ვახშამი.
2 დღე: საუზმე, სადილი (ლანჩი ბუნებაში), ვახშამი.
3 დღე: საუზმე, სადილი.
✌საკვები მრავალფეროვანია: ხინკალი ხორცის, ნადუღის. ხაჭაპური, ხავიწი, სალათები, ბადრიჯანი ნიგვზით, ხორცის კერძი, შემწვარი ქათამი, ბოსტნეულის ტოლმა, ადგილობრივი კარტოფილის ღვეზელი, შემწვარი კარტოფილი, ყველი, კარაქი(ადგილობრივი), მოხარშული კვერცხი, მჭადები, მაჭკატები, ჯემი, ხილი ა.შ. შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ხინკლის მომზადებაში.
☕️ ყავა და ადგილობრივი ჩაი. სასტუმროში შეგილიათ ლუდის და გამაგრილებელი სასმლის შეძენა.
* საოჯახო სასტუმრო-ჩემი წინაპრების ტრადიციული, თუშური სახლი.

* ოთახები - ინდივიდუალური სველი წერტილებით, თეთრეულით,პირსახოცებით.

* ფეხით სასიარულო მანძილი:
* 1 დღე - 2კმ;  2 დღე - 2,5 კმ;  3 დღე 1 კმ
❗️რა უნდა წამოვიღოთ ტურში:
– მზის ქუდი, სათვალე, მზისგან დამცავი საშუალებები.
– პირველი დღისთვის საუზმე, გზაზე რომ მიირთვათ.
– არ წამოიღოთ ღორის ხორცის პროდუქტი!
– მოხერხებული ფეხსაცმელი.
– დრამინა.
* მოსაცმელი - ტემპერატურა თბილისთან შედარებით 12 გრადუსით დაბალია.
* ბილიკებზე სიარულისას გიდს ნუ გავუსწრებთ და ჯგუფს ნუ ჩამოვრჩებით. ტური გაწერილია დროში და მაქსიმალურად გათვალისწინებულია ყველა ძირითადი ადგილის მონახულება.
* პატივი ეცით ადგილობრივ წესებს და ტრადიციებს, რომელსაც გიდი გაგაცნობთ.
* სასტუმროს აქვს საკუთარი მუზეუმი, აგრეთვე კუთხე სადაც თუშური ნაქსოვების და თექის ნამუშევრების შეძენა შეგიძლიათ.
* ჩვენთან შეიძენთ ნატურალურ თუშურ ყველს, კარაქს, ერბოს, კარტოფილს.
* ტურის დაწყება - დასრულების დრო და ადგილი თბილისი, მეტრო ისნის ტერიტორია. გასვლა 7:00 სთ. დაბრუნება 21:00 სთ.
⚖️ თან იქონიეთ პირადობის მოწმობა.
* ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 300  ლარი.
☝️ ღირებულებაში შედის: კვება, საოჯახო სასტუმრო, ტრანსპორტი - Mitsubishi Delica. ადგილობრივი, გამოცდილი მძღოლები.
‼️ თანხის ჩარიცხვა - ტურის დაწყების თარიღამდე 5 დღით ადრე.
✍️ საბანკო რეკვიზიტები: თბს ბანკი........                                                              * ჩვენი ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/tushetii/                        ☎️ 5️⃣5️⃣1️⃣ 8️⃣3️⃣6️⃣ 7️⃣7️⃣7️⃣ / 5️⃣5️⃣7️⃣ 5️⃣1️⃣7️⃣ 9️⃣5️⃣0️⃣ / 5️⃣5️⃣5️⃣ 3️⃣8️⃣ 4️⃣0️⃣ 
* ტური ჩატარდება ყოველ ორშაბათს და პარასკევს. 9 ოქტომბრამდე.   ჩვენი გვერდი: https://www.facebook.com/tushetii
✈️ ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე ფასი შეთანხმებით
ტურები თუშეთში. 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება თუშ გიდთან ერთად
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/09/21
    დაბრუნება
    • 27/09/21
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა