national delicacy

თრუსოს ხეობა

  • ID: 63419
  • ნახვები: 799
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 04/07/21
    დაბრუნება
    • 04/07/21
დამატებითი ინფორმაცია

,, საქართველოს ბილიკებზე"
4 ივლისს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ტურს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სადაც მოვინახულებთ ულამაზეს თრუსოს ხეობას, მდინარე თერგის ხეობა კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და ხოხის ქედს შორის.

 თრუსოს ხეობა - სამოთხეა დედამიწაზე. ხეობა იშვიათი, ეგზოტიკური სილამაზით გამოირჩევა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე გხვდება ცად აზიდული კოშკები, ხავსმოკიდებული ნასახლარები და საყდრები. მზის შუქზე ოქროსფერ-მწვანე მდელოები ელვარებს, ბობოქრობს თერგი, აზვირთებულან მთები… ექვსთვიანი ტყვეობის შემდეგ, უსასრულო სითეთრით დაფარული ხეობა ზაფხულში ბართან კონტაქტს აახლებს და მნახველებს ელოდება. წინ ყველაზე დიდი სილამაზე და სიამოვნება გელოდებათ…მიდიხარ და იკარგები თვალუწვდენელ მთებში. არ გტოვებს განცდა, რომ უდიდესი სიმდიდრის, ძალაუფლების პატრონი ხარ… ხეობის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე მინერალური წყლებია. ალბათ ბევრი არ გსმენიათ თრუსოს ვეძას შესახებ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მჟავე წყალი, რომელიც აქ ამოდის, ბევრ დაავადებას კურნავს. სასწაულია იმის ნახვა, როგორ ჭრის კლდეს და შენს თვალწინ იბადება პატარა წყარო. თრუსოს ხეობაშია „უძირო ტბა“. მწყემსები ამბობენ, ამ ტბას ძირი არ აქვს, რადგან მის ნაპირზე ძველად დათვი მოუკლავთ, რომელიც ტბაში გადაეშვა და ისე ჩაიკარგა, კვალიც ვეღარ იპოვესო. სწორედ ამ ამბის მერე დაარქვეს ტბას „უძირო“. თრუსოს ხეობის მცველები დედები არიან. გალობენ, ლოცულობენ და დაუღალავად შრომობენ. თრუსოს დედათა მონასტრის ამბები ბევრმა არც იცის… დედებმა დღემდე ურთულესი გზა გაიარეს. ალბათ წარმოგიდგენიათ ზამთარი თრუსოს ხეობაში და იქ ეულად, უფლის იმედად დარჩენილი დედები… 

: ქასარას კანიონი
: თრუსოს ტრავერტინები და მჟავე წყლები
: ნასოფლარ კეტრისს (კეტრისის ტრავერტინები)
: ციხე - სოფელი აბანო (დედათა და მამათა მონასტრები)
: ციხე - სოფელი ზაქაგორი
: თრუსოს უძირო ტბა

 

 ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
12 კმ. სალაშქრო ბილიკი არის მარტივი. სულ სწორ რელიეფზე.
(მთლიანად თრუსოს ხეობა ფეხით რომ მოვიაროთ, გაცილებით მეტია, მაგრამ ჩვენი მარშუტკა ნახევარ გზას გადაგვიყვანს. ხოლო, საიდანაც ღირშესანიშნაობები იწყება, აქედან გზას ვაგრძელებთ ფეხით, რომ უკეთ შევიგრძნოთ თრუსოს ხეობის სილამაზე.

 

 ტურის ღირებულება: 25 ლარი

აუცილებლად იქონიეთ პირადობის მოწმობა!

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი facebook გვერდის ,,საქართველოს ბილიკებზე" პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 555 40 76 50 ანი
 598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

 

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:40 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

 

 

 თბილისში დაბრუნება 21:30 საათიდან 22:00 საათამდე

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი
 მგზავრობა მიკროავტობუსით (მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
გთხოვთ საკვები, წყალი,სიგარეტი და ა.შ. რაც ერთი დღისთვის დაგჭირდებათ შეიძინოთ წინასწარ. მაღაზიაში არ ვჩერდებით. გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოსთან.

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი, პირბადე
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , კეპი
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 04/07/21
    დაბრუნება
    • 04/07/21
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა