national delicacy

ფშავი: ირემთკალო - ცაბაურთა

  • ID: 63161
  • ნახვები: 719
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/06/21
    დაბრუნება
    • 20/06/21
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" კვირას, 20 ივნისს, გთავაზობთ 1 დღიან სალაშქრო ტურს უკანფშავში: ულამაზესი ბუნებით, განსაკუთრებით სეზონის ამ დროს, უძველესი და ლეგენდარული სალოცავებით, ალპური მდელოებით, ხედებით როგორც ფშავზე, ისე ხევსურეთზე და ჭიუხების მასივზე. ტურის პროგრამა ასეთია:

1. ადგილი ორწყალი: აქ ფშავის არაგვს უერთდება ხევსურეთის არაგვი.
2. სოფ. უძილაურთა - აქ ბუნება განსაკუთრებით ლამაზია წელიწადის ამ დროს.
3. ადგილი ირემთკალო და უძილაურთას სათემოს კოპალას სამლოცველო.
4. მთა ირემთკალო ზ.დ. 2222 მ. - ულამაზესი პანორამული ხედები ფშავ-ხევსურეთსა და ჭიუხების მასივზე.
5. ნასოფლარ ცაბაურთას ხატი.
6. ცაბაურთას მთავარანგელოზის სალოცავი (თუ დრო და ენერგია გვეყო).
7. სოფ. შუაფხო: იახსარის ხატი მე-14-18 სს. და ეკლესია დედაღვთისა.

 20 ივნისი, კვირა.
 ტურის ღირებულება: 30 ლარი.

 ფეხით სასიარულო: ჯამში (ანუ მთელი დღის განმავლობაში) - 14 კმ. საშუალო სირთულის რელიეფი რელიეფი, ძირითადად ალპური ბილიკი.

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:45 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
 მგზავრობა მიკროავტობუსით.
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
 კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე  595 79 60 10 გიორგი.

 მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
 ტურის მიმდინარეობისას, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაიცვათ ჰიგიენური ნორმები: იქონიეთ ხელის სადეზინფექციო და მიკროავტობუსში სადაც შესაძლებელი იქნება, პერიოდულად გააღეთ ფანჯრები.
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
 არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
 არ ვეწევით მიკროავტობუსში.
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. თუ არ იცით, როგორ ჩარიცხოთ, მზად ვართ, ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. 

 ირემთკალო - ხთისშვილ კოპალა კარატიონის და დევებს ეპიკური ბრძოლის ადგილი უკანაფშავში. უძილაურთას თავზე, ალპურ ზონაში დავაკებაა, გასაოცარი ადგილია და თავად სახელიც რად ღირს მარტო. აქ გმირ კოპალას სახელზე საზარე და სასანთლე კოშკები დგას. უძილაურთას სათემო სალოცავს საქართველოს უხუცესი ხევისბერი, 88 წლის იოსებ კოჭლიშვილი ემსახურება. ირემთკალოს და მიმდებარე სოფელ აკუშოს შორის, ციხეგორთან მდებარეობს კოპალას სამლოცველო. ხევისბერი თავის ასაკას არ ეპუება და უძველესი წესის მიყოლით ასრულებს მოვალეობას - რთულ აღმართს მიუყვება ციხეგორიდან ირემთკალოსკენ ყოველ ჯერზე როცა რიტუალი უნდა შეასრულოს. ანდერზებით, ხალხური გადმოცემებით, აქ დევების ხელმწიფე იჯდა და თავის მოდგმას პატრონობდა, მთელი ფხოვის ხევის აკლებული ქონდათ. კოპალა დევებთან მივიდა და ირემთკალოდან წასვლა უბრძანა. დევებს ჯერ გაუკვირდათ, მერე კი გართობა განიზრახეს და ლახტიან გმირს ჯილდაობაზე დასთანხმდნენ - ლოდს ვინც უფრო შორს გაისროდა, ირემთკალოს სანახებიც მას დარჩებოდა. პირველი ლოდი დევმა გაისროლა და ის აკუშოს ციხეგორს გადააცდინა ბაშთოგორამდე. ახლა ხთისშვილის ჯერი მოვიდა - ვინაიდან მას მორიგე ღმერთისგან ადამიანთა მოდგმის დვებისგან დახსნა ქონდა დავალებული, დიდი კვირია ხთის კარზე კარვიანი (კვირიოს, ბერძნულიდან უფალს ნიშნავს) დარაჯობდა შემწერდ. სწორედ მან წაუკრა მათრახის წვერი კოპალას ნასროლ ქვას და ისიც აჩქარდა, დევის ნასროლზე შორს დაეცა. ქაჯებმაც კი ვერ შეძლეს ამ ლოდის ჩამოთრევა ქვევით, დევების მხარეს იყვნენ ავსულნი და ხთისშვილს ხელს უშლიდნენ. გამარჯვების შემდეგ კოპალა ირემთკალოს დაეპატრონა და დევებს ფეხი ამოუძირკვა აქედან. ბრძოლა გაგრძელდა იახსართან და სხვა ხთისშვილებთან ერთად, მათ მალე დევებს მუსრი გაავლეს და ფხოვის მიწა გაწმინდეს. მთიელთა შორის წინაპართა რწმენა დღესაც ცოცხლობს, სახალხო დღესასწაულები ჩვენს დროშიც იმართება (28 აგვისტოს).

 ცაბაურთის ხატი – ცაბაურთის (ფშავის ერთ-ერთი თემია) მთავარანგელოზი ციდან სვეტად ჩამოსულა და პირველად მთაწმინდაზე დაბრძანებულა, იქ დაუსვენია. მერე ღუნხევს ჩამოსულა, სოფლის თავში, და აქაც დაუსვენია. ბოლოს კი ბეღლისკარს დამდგარა, სადაც მაშინ სოფელი ყოფილა, ხალხს უცხოვრია. აყრილა ეს ხალხი და ხატისთვის დაუთმია ადგილი. ოღონდ ერთი ქვრივ-ოხერი დედაკაცი ყოფილა, უთქვამს: მე ვერსად ვერ წავალ, ვერ ავიყრები, სახლის აშენება არ შემიძლიაო. ერთ ღამეს ამ დედაკაცს კერაში იფნი ამოსვლია, ამოსულა და ბანი აუხვრეტია, მაღლა წასულა. ქალს უთქვამს: ახლა კი ავიყრებიო, და აყრილა. ასე დაარსებულა ცაბაურთას მთავარანგელოზი. ერთი ცაბაური ქალი იყო შუაფხოში გამოთხოვილი. ეს ქალი ჰყავდა ვიღაც ფოცხვერათ კაცს. ამ ფოცხვერათ მუცლის ჭირი დაემართათ და იხოცებოდნენ. ცაბაური ქალიც ძალიან ავად გახდა და მამას შეუთვალა: ხატი გამოაბრძანე, შუაფხოსკენ გადმოახედებინე და იქნება მეშველოსო. მისი მამა მთავარანგელოზის ხევისბერი იყო ცაბაურთაში. ორჯერ დანაბარებზე მამამ არ შეუსრულა, რადგან უდღეობოდ ხატის გამობრძანება არ შეიძლებოდა. მესამედაც რომ შეუთვალა, ვკვდები, მიშველეო, ხევისბერმა ჯერ ერთხელ გამოაბრძანა და გადმოახედებინა ცაბაურთიდან შუაფხოსაკენ (ცაბაურთა მაღლა მთაზეა, შუაფხო კი – ჭალაში), მეორედაც და მესამედაც რომ გამოაბრძანა და გადმოახედებინა, გაუსხლტა ხელიდან ხატი და გადმოფრინდა. წამოვიდა და ფოცხვერათ სახლის თავზე რომ მოვიდა, თოფივით დაიქუხა, საკვამურიდან სახლში პირდაპირ ცეცხლში ჩავარდა. მოასწრეს და გამოიტანეს ცეცხლიდან, რაც დაწვას გადარჩა. გაწყრა ხატი და ის ხევისბერი თავისი ოჯახით სულ ამოწყვიტა: უდროოდ რად გამოაბრძანეო. ამ ფოცხვერათ ოჯახიც, ვისი გულისთვისაც ხატი იყო გამობრძანებული, სულ ამოწყდა. მერე ხატმა აღარ მისცა ნება, რომ ცაბაურთაში წაებრძანებინათ და დარჩა შუაფხოში, იახსარში. მას შემდეგ აიკრძალა ცაბაური ქალის გამოთხოვება შუაფხოში და შუაფხოველი ქალის გათხოვება ცაბაურთაში. თუ ეს მოხდებოდა, ბოლო კარგი არ იყო: ან შვილები დაეხოცებოდათ ან სულ არ ეყოლებოდათ, ან ცოლ-ქმარში რომელიმე ადრე მოკვდებოდა.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე30.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/06/21
    დაბრუნება
    • 20/06/21