national delicacy

ზემო იმერეთი - კაცხი, გორიჯვარი, სამცვერა, მოდინახე, მღვიმევი

  • ID: 63085
  • ნახვები: 768
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 12/06/21
    დაბრუნება
    • 12/06/21
დამატებითი ინფორმაცია

„ფიროსმანი ტურები“ შაბათს, 12 ივნისს, გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს ტურს ზემო იმერეთში:

1. გორიჯვარი, წმ. გიორგის ეკლესია აგებული იყო მე-10 ს-ში. ის თითქმის საძირკვლის დონემდე იყო დანგრეული და აღდგენილ იქნა 1990-იან წლებში. მდებარეობს მთის ფერდობზე და გამოირჩევა ულამაზესი ხედებით. აქედან ჩანს თითქმის მთელი საჩხერე და ჭიათურის ნაწილი (იხ. ღონისძიების მთავარი ფოტო).
2. მოდიმნახეს ციხე - აშენებულია მე-18 საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ. მდებარეობს მთაზე და ასევე ულამაზესი ხედით გამოირჩევა. მისი სილამაზით მოხიბლულმა აკაკიმ ასეთი ლექსი მიუძღვნა: "ღრუბლებში ამაღლებულა, როგორც ოცნება კაცისა, შორიდან ასე გგონია, არც მიწისაა არც ცისა. მოდინახე და იცანი, არც შენ ინანებ არც ისა."
3. მღვიმევი - კლდეში ნაკვეთი მე-13 საუკუნის დედათა მონასტერი მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ტაძრამდე ასასვლელი მიხვეულ-მოხვეული კიბის საფეხურები, ბნელი გვირაბი, კლდიდან გამომავალი წყარო და მთავარი მღვიმე-გამოქვაებული, სადაც მდებარეობს ტაძარი.
4. კაცხის მაცხოვრის შობის ტაძარი. აგებულია 1032 წელს ქართველი მეფის ბაგრატ IV კურაპალატის და მისი მეუღლის ელენეს მიერ.
5. კაცხის სვეტი - ბუნების ნამდვილი საოცრება. მნახვევლთათვის დღემდე აუხსნელი რჩება როგორ გამოეყო 40 მეტრის სიმაღლის კლდის სვეტი ვრცელ მასივს. ადრე აქ წარმართული რიტუალები სრულდებოდა, ხოლო შემდეგ ქრისტიანულით შეიცვალა. სვეტის თავზე დღეს მე-10 საუკუნის სვიმონ მესვეტის ტაძარი დგას და აქ მამები ცხოვრობენ. სვეტის ძირში გამოკვეთილია ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელიც არაუგვიანეს მე-6 საუკუნით თარიღდება. კაცხის სვეტი ზეცისკენ მიმავალი საფეხურია, ეს არის ადგილი, სადაც გამეფებულ მარადიულ სიწყნარეში ღმერთის არსებობას იგრძნობთ.
6. სამცვერას ჩანჩქერი - ერთ-ერთი წყალუხვი, ვრცელი და მქუხარე ჩანჩქერი, მდ. ძუსას ხეობა, წყალზე გაბმული ულამაზესი ხიდი და ფირუზისფერი წყალი.

 12 ივნისი, შაბათი.
 ტურის ღირებულება: 32 ლარი.

 ფეხით სასიარულო: უმნიშვნელო. ჯამში (ანუ მთელი დღის განმავლობაში) 3-4 კმ. მარტივი.

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:30 სთ. გავდივართ 06:45 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
 მგზავრობა მიკროავტობუსით.
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
 კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე  595 79 60 10 გიორგი.

 მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
 ტურის მიმდინარეობისას, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაიცვათ ჰიგიენური ნორმები: იქონიეთ ხელის სადეზინფექციო და მიკროავტობუსში სადაც შესაძლებელი იქნება, პერიოდულად გააღეთ ფანჯრები.
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
 არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
 არ ვეწევით მიკროავტობუსში.
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. თუ არ იცით, როგორ ჩარიცხოთ, მზად ვართ, ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. 

 მოდინახეს ციხე - XVIII ს. გადმოცემის თანახმად, სასიმამროს (დავით აბაშიძეს) პაპუნა წერეთელისათვის უარი უთქვამს ქალიშვილის გატანებაზე, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ პაპუნა წერეთელს ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია „მოდი ნახეო“. სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა ფალავანდიშვილების და საჩხერელი წერეთლების ფეოდალურ საგვარეულოებს. 1735 წელს მოდინახეს ციხეში თავს აფარებდა იმერეთის მსხვილი ფეოდალი პაპუნა წერეთელი, რომელიც მეფეს აუჯანყდა. იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ რამდენიმეჯერ სცადა ციხის აღება, მაგრამ უშედეგოდ. 1766 წელს, იმერეთში ოსმალთა ლაშქრობის დროს, მოდინახეს ციხეში გაიხიზნა მეფე სოლომონ I. 1767 წელს წერეთლების ფეოდალურმა საგვარეულომ მოდინახეს ციხე მეფეს დაუთმო. იმერეთის აჯანყების (1810) დროს მოდინახეს ციხე აჯანყებულებს ეკავათ. იმავე წლის მარტში რუსული არმიის ნაწილებმა აიღეს და იქ თავისი გარნიზონი ჩააყენეს. შემდგომში მოდინახეს ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა.

 მღვიმევის დედათა მონასტერი - XIII ს .მონასტერი მდ. ყვირილას მარჯვენა ნაპირთან აღმართული კლდის მღვიმეში მდებარეობს.სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეობს მღვიმევის მღვიმე. მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელიეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული მხატვრობა. მონასტრის სხვა არქიტექტურული ნაგებობია: სამრეკლო და მონაზონთა სენაკები. მღვიმევის მონასტერში ინახებოდა უნიკალური ჭედური ხატები და ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუში, ვაზის კარი.

 კაცხის ტაძარი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფეოდალურ სახლთა საგვარეულო ეკლესია და საძვალე იყო. ის აშენებულია ბაღვაშების მიერ (ნაგებობის მთავარ შესასვლელში გვხვდება ბაღვაშთა გერბის შემადგენელი ფიგურები: ლომი და „მოხუცი ანგელოზი“). კაცხშია დაკრძალული საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ფეოდალი ლიპარიტ IV ბაღვაში. ის ბაგრატ IV-ის დროს მოღვაწეობდა (გარდაიცვალა 1064 წელს). დავით აღმაშენებლის მიერ, ბაღვაშთა საგვარეულოს დამარცხების და საქართველოდან განდევნის შემდეგ კაცხის ტაძარი უპატრონოდ დარჩა. XVI საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი, მისმა ახალმა მფლობელმა აბულასარ ამირეჯიბმა აღადგინა. XVII—XVIII საუკუნეებში კაცხი აბაშიძეების საგვარეულოს კუთვნილება იყო. კაცხის მონასტერი დიდი კულტურული ცენტრი ყოფილა. აქ გასულ საუკუნეებში მიმდინარეობდა ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობა, ასობით წიგნი გადაწერილა. ტაძარს ჰქონია მდიდარი ბიბლიოთეკა, შემდგომ იგი დაუტაციათ. კაცხის ტაძარში ინახებოდა: ლიპარიტ ბაღუაშის მიერ შეწირული მათეს სახარების „თარგმანი“; 1059 წელს ივანე ლიპარიტის ძე ბაღუაშის მიერ შეწირული წმინდა გიორგის მოოქროვილი ხატი, დიდი ჯვარი, რომლის წარწერაც რაჭის ერისთავთ-ერისთავს რატის იხსენიებს და მაცხოვრის ხატი, კახაბერ ერისთავთ ერისთავისა; კაცხში ინახებოდა უნიკალური ძეგლი – ტყავზე დაწერილი სახარება. თვალწარმტაცად მოკაზმული, რომელიც ექვთიმე ათონელს უთარგმნია 1059 წელს; კაცხის მონასტერშივე გიორგი–მალაქია აბაშიძის ბრძანებით გადაწერილა „კაცხის გულანი“, რომელიც ყველა საღვთისმეტყველო წიგნთა კრებულია. ჩამოთვლილთაგან მცირედი ნაწილი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

 კაცხის სვეტი - სიმაღლე 40 მ. ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას. კომპლექსში შემავალი ნაგებიბებია: სვეტი, სვეტის თავზე არსებული ეკლესიის ნაშთი, კრიპტა (აკლდამა), სენაკები (3 ც), მარანი, გალავანი, სვეტის ძირში არსებული სვიმონ მესვეტეს სახელობის ეკლესია გალავნის ნაშთითურთ, ძველი სამრეკლო. სვეტის ძირში გამოკვეთილია ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელიც არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. „გეოგრაფიული ტერმინი კაცხი სვანური სიტყვაა და მწვერვალს აღნიშნავს“ – განმარტავს აკადემიკოსი ა. შანიძე.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე32.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 12/06/21
    დაბრუნება
    • 12/06/21