national delicacy

ლაშქრობა სარკინეს ქედზე

  • ID: 62688
  • ნახვები: 584
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/05/21
    დაბრუნება
    • 23/05/21
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 23 მაისს, კვირას, გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ტურს გაზაფხულის ფერებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთაში, ისტორიულ სარკინეში. ძველი ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, სარკინე დიდი მცხეთის უბნად ან დამოუკიდებელ ქალაქად არის მიჩნეული. ლაშქრობას ვიწყებთ ქსნის ციხეზე ასვლით. ციხის დათვალიერების შემდეგ თანდათანობით ვკრეფთ ვერტიკალს და ავდივართ ქედის წვერზე, საიდანაც უკვე ქსნის ციხე ხელის გულზე მოჩანს და ირგვლივ მშვენიერი პანორამული ხედები იშლება. ბილიკს მივყავართ მთაზე მდებარე წმ. გიორგის ტაძართან, საიდანაც ჩვენი ლაშქრობა გრძელდება სხალტბის მიმართულებით. აქ ზემოდან გადმოვხედავთ შიომღვიმის მონასტერს, მოვინახულებთ კვირაცხოვლის დიდებულ ტაძარს და ლაშქრობას ვაგრძელებთ კალოუბნის მიმართულებით. ტყის გავლით ჩამოვდივართ მცხეთა-შიომღვიმის გზაზე, სადაც დაგვხვდება ჩვენი ტრანსპორტი. ტურს ვასრულებთ კალოუბნის წმ. გიორგის ფრესკებიანი მე-12 საუკუნის ტაძრის მოლოცვით, რომელიც ასევე მთაზეა და აქედანაც ულამაზესი ხედები გვაქვს მცხეთაზე, არმაზის ხეობაზე და ა.შ. მაშ ასე, ტურის ფარგლებში ვიხილავთ:

1. ქსნის ციხე - დგას სარკინეთის მთაზე, სოფელ ციხისძირის მიდამოებში, მდინარეების მტკვრისა და ქსნის შესაყართან, ქსნის მარცხენა ნაპირზე. აგებული 1511-14 წლებში.
2. ციხისძირის წმ. გიორგი - მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, იმ მთის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე, რომელზეც ქსნის ციხეა აღმართული. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.
3. სარკინეს ქედი და პანორამული ხედები.
4. სოფ. სხალტბა, ზ.დ. 900 მ. შიომღვიმის მონასტერზე გადასახედი.
5. სხალტბის კვირაცხოვლის ტაძარი - სამხრეთ კარის თავზე მოთავსებული წარწერის თანახმად, ეკლესია 1669 აუშენებია ივანე ზედგინიძის ძეს სახლთუხუცეს შიოშსა და მის მეუღლეს თამარს. სამხრეთ კარიბჭის ერთ-ერთი სვეტის წარწერაში მოხსენიებულია ოსტატი სარქარი მელქან ფურცხვანიძე.
6. კალოუბნის წმინდა გიორგი - მდებარეობს მაღალი მთის თხემზე, აგებულია და სრულად მოხატული მე-12 საუკუნეში.

 23 მაისი, კვირა.
 ტურის ღირებულება: 23 ლარი.

 ფეხით სასიარულო:
ჯამში (მთელი დღის განმავლობაში) 15 კმ. მარტივი.

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:45 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
 მგზავრობა მიკროავტობუსით.
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
 კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე  595 79 60 10 გიორგი

 მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
 ტურის მიმდინარეობისას, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაიცვათ ჰიგიენური ნორმები: იქონიეთ ხელის სადეზინფექციო და მიკროავტობუსში სადაც შესაძლებელი იქნება, პერიოდულად გააღეთ ფანჯრები.
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
 არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
 არ ვეწევით მიკროავტობუსში.
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. თუ არ იცით, როგორ ჩარიცხოთ, მზად ვართ, ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. 

 ქსნის ციხე - დგას სარკინეთის მთაზე, სოფელ ციხისძირის მიდამოებში, მდინარეების მტკვრისა და ქსნის შესაყართან, ქსნის მარცხენა ნაპირზე. აგებული 1511-14 წლებში. კონტროლს უწევდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზასაყარს. XVI საუკუნის დასაწყისში ააგო ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის ძემ, ბაგრატმა, თავის ძმასა, ქართლის მეფე დავით X-სა (1505-1525) და კახეთის მეფე ავ-გიორგის (1511-1513) შორის მიმდინარე ბრძოლების დროს. 1512 წელს ქართლის მეფის, დავით X -ის (1505-1525 წწ.) უმცროსმა ძმამ, ბაგრატმა საუფლისწულოდ მუხრანი და შიდა ქართლის სადროშოს სპასპეტობა ითხოვა, სამაგიეროდ კახეთის მეფე ავგიორგისთან შებრძოლება იკისრა. დავითი დათანხმდა ძმას. ქსნის ციხე ბაგრატ მუხრანბატონმა საუფლისწულო მამულების მიღებისთანავე ააგო. როცა ავგიორგიმ ციხის აგების ამბავი გაიგო, წამოვიდა ჯარით და ციხეს ალყა შემოარტყა. ალყა სამ თვეს გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ. ავგიორგიმ ბაგრატს დაცინვით ღვინო გაუგზავნა და შეუთვალა - შენ მეფის ძე ხარ და რამდენი ხანია ღვინის გემო არ გინახავსო. ბაგრატს კი ჭაში ცოცხალი ორაგული ჰყავდა, გაუგზავნა ორაგული და თან შეუთვალა - სამი თვეა ქსანზე დგახარ და ორაგული არ გიგემია, აჰა, ეს ცოცხალი იგემეო. ავგიორგი დარწმუნდა, რომ ციხე უზრუნველყოფილი იყო სანოვაგითა და სასმელი წყლით, ალყა მოხსნა და უკუიქცა. 1513 წელს ავგიორგი მეორედ შემოესია ქართლს. ბაგრატმა ის შეიპყრო და ქსნის ციხეში გამოამწყვდია. „შემდგომად მცირედისა ჟამისა მოაშთვეს ავგიორგი ციხესა მას შინა და მოკუდა.“ 1746 წელს ძლიერ დაზიანებული ციხე კონსტანტინე მუხრანბატონმა თითქმის ხელახლა ააგო, რაზეც მოგვითხრობს ციხის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი კარგად შემონახული სამშენებლო წარწერა.

 კალოუბნის წმინდა გიორგი - მდებარეობს მაღალი მთის თხემზე, აგებულია და სრულად მოხატული მე-12 საუკუნეში. დარბაზის კამარაში გამოსახულია მედალიონში ჩასმული ჯვარი. დარბაზის და საკურთხევლის მოხატულობა იყოფა ორ რეგისტრად. იატაკსა და ქვედა რეგისტრს შორის გავლებულია მარმარილოს იმიტაციის ფართო ზოლი. აფსიდის კონქში გამოსახულია ვედრება. დარბაზის მხატვრობის ზედა რეგისტრში სადღესასწაულო ციკლის ხუთი სცენაა ასახული: დასავლეთის კედელზე - ხარება, ჩრდილოეთის კედელზე - შობა, მირქმა, სამხრეთის კედელზე - ნათლისღება და ფერისცვალება. ქვედა რეგისტრში წარმოდგენილია წმინდანთა სადიდებელი კომპოზიციები. დასავლეთის კედლის ქვედა რეგისტრის დიდი ნაწილი თეთრ ცხენზე მჯდომ ტრიუმფატორ წმინდა გიორგის ფიგურას უჭირავს. მის მარცხნივ დარჩენილი ვიწრო ზოლი დაყოფილია სამ რეგისტრად. თითოეულში წმინდა დედათა ნახევარფიგურებია. ასეთივე პრინციპითაა დაყოფილი ჩრდილოეთ კედლის ქვედა რეგისტრი - დიდი ნაწილი აქ წაბლა ცხენზე მჯდომ წმინდა თევდორეს ფიგურას უკავია, ხოლო მარჯვენა მხარეს ვიწრო ზოლად სამ რეგისტრში წმინდა მამათა ნახევარფიგურებია. სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში წარმოდგენილია წმინდა გიორგი პატრიცის სახით, ხოლო დასავლეთ მონაკვეთში - წმინდა დიმიტრი. მათ შორის სარკმლის ქვეშ მოთავსებულია წმინდა დედის ნახევარფიგურა.
მხატვრობა მონუმენტური და მშვიდია, მაგრამ შეიმჩნევა დეკორაციულ-დინამიური სტილისაკენ გადახრა (რეგისტრებს შორის შეუთანხმებლობა, გამოსახულებათა სხვადასხვა მასშტაბი, ფიგურათა სხვადასხვაგვარი შეთანხმება სივრცესთან, თავისუფალი ადგილების შევსება ნახევარფიგურებით). ხაზი მოძრავი და დენადია. კოლორიტი გამოირჩევა დახვეწილი ფერადოვანი გამით - ვარდისფერი, ცისფერი, თეთრი, ბაცი მწვანე ფერები შეხამებულია მოწითალო ყავისფერთან.

 სარკინე — დიდი მცხეთის უბანი, მცხეთის კალოუბნის დასავლეთით მდებარე ე. წ. ჯოჯოხეთის ხევიდან შიომღვიმის მისადგომებამდე — სავანეთის ქედსა და გრძელ მინდორზე. ძველი ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, სარკინე დიდი მცხეთის უბნად ან დამოუკიდებელ ქალაქად არის მიჩნეული. არქეოლოგიური გათხრები არ იძლევა საფუძველს მცხეთის დედაქალაქობის ხანაში, ან უფრო გვიან, სარკინე დამოუკიდებელ ქალაქად მივიჩნიოთ. როგორც არქეოლოგიური აღმოჩენები გვიჩვენებს, ელინისტურ და მომდევრო ხანაში სახელოსნო უბანი და საკულტო ადგილებიც გალავან-კოშკებითა და კარიბჭით ყოფილა გამაგრებული. სახელოსნო უბანზე აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ლითონის წიდა, რკინის ქვისაგან გამოწურული ლუგვი („სადედნე“ და „სახელადე“) რკინა; მრავალფეროვანია სარკინის სახელოსნოების ნაწარმი: რკინის ცულები, ქვის სათლელების ნამზადები, რკინის ნაირნაირი ხელსაწყო-იარაღი, ქურის გამოსაწმენდი რკინისტარიანი ნიჩაბი, ბრინჯაოს ისრისპირები, რომლებიც ხანძრის დროს ხელახლა გადამდნარა. როგორც ჩანს, სარკინე დედაქალაქს ამარაგებდა ლითონის იარაღით, აბჯღით და საოქრომჭედლო ნაწარმითაც.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე23.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/05/21
    დაბრუნება
    • 23/05/21