national delicacy

ვაშლოვანი: პანტიშარა, დათვისხევი, მოლუსკები, ალესილები და ა.შ.

  • ID: 62140
  • ნახვები: 1361
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/10/20
    დაბრუნება
    • 24/10/20
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 24 ოქტომბერს, შაბათს, ერთი დღით საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილისკენ გაეშურება და შირაქის ზეგანზე ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალს ეწვევა, კერძოდ კი მოვინახულებთ პანტიშარას ხეობას.

1. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი. აქ დავრეგისტრირდებით და გავეცნობით მოკლე ინფორმაციას ნაკრძალის შესახებ.
2. პანტიშარას ხეობა - ხეობისკენ მიმავალი გზა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ ორი ლანდშაფტის მიჯნას წარმოადგენს: გზის მარჯვენა მხარეს მოჩანს ქსეროფიტული ბალახეულობით დაფარული, ნაზი კონტურების მქონე ნაგომრების ქედი, ხოლო მარცხენა მხარეს – გზიდან 50-70 მეტრის ქვემოთ, ციცაბო ფერდობებით გამოყოფილი, არიდული ტყით დაფარული და ღრმა ხეობებით დაქსელილი ვაშლოვანის ნაკრძალი.
3. ალესილები - სამხრეთისაკენ ხეობა თანდათან ფართოვდება და „ალესილების“ ვრცელი პანორამა იშლება, ეს ადგილები მტაცებელი ფრინველების დათვალიერების საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა.
4. დათვის ხევი - განამარებული ზღვის მოლუსკები. ხეობის ფერდობებში გაშიშვლებულია განამარებული ზღვის მოლუსკები, რაც ამ ადგილზე ოდესღაც ზღვის არსებობას ადასტურებს.
5. მერცხლების ქალაქი - ქედის თხემზე მიმავალი გზა თანდათანობით ქვემოთ ეშვება და ჩადის პანტიშარას ვიწრო ხეობაში, რომლის ორივე მხარეს აღმართულია ციხესიმაგრეების მსგავსი შვეული კლდეები, რომლებზეც მერცხლებს უამრავი ბუდე აუშენებიათ და სწორედ ამიტომ, ამ ადგილს „მერცხლების ქალაქი“ეწოდება.
6. ვაშლოვანის გადასახედი - აქედან იშლება ვრცელი პანორამული ხედები ნაკრძალზე და მინგეჩაურის წყალსაცავი მოჩანს.
7. იუკების პლანტაცია - ვიზიტორების თვალწინ მოულოდნელად იშლება შირაქის ველის ერთფეროვანი რელიეფისგან მკვეთრად განსხვავებული, ველური სიცოცხლით სავსე ვაშლოვანის ქვაბული, რომელიც მორთულია რელიქტური ხე-მცენარეებით – დიდრონი საკმლის ხეებითა (საღსაღაჯები) და მარადმწვანე ღვიებით.
8. უხუცესი ხის ბილიკი, 950 წლის საკმლის ხე - ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სავიზიტო ბარათი.

 24 ოქტომბერი, შაბათი.
 ტურის ღირებულება: 35 ლარი.

 ფეხით სასიარულო:
ჯამში (მთელი დღის განმავლობაში) 3 კმ. მარტივი რელიეფი.
 ტურის გამართვის ან წინა დღეს უხვი ნალექის დაფიქსირების შემთხვევაში, ტური გაუქმდება ან გადაიდება.

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:45 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 ვაშლოვანის ნაკრძალში შესასვლელი გადასახადი: 5 ლარი.
 გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
 მგზავრობა მიკროავტობუსით.
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
 კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე  595 79 60 10 გიორგი

 მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
 არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
 არ ვეწევით მიკროავტობუსში.
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე35.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/10/20
    დაბრუნება
    • 24/10/20