national delicacy

საბადური, სიონი, კევლიანი, მამკოდა ცხვარიჭამია

  • ID: 62065
  • ნახვები: 1558
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/10/20
    დაბრუნება
    • 17/10/20
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" შაბათს, 17 ოქტომბერს, გთავაზობთ ერთ დღიან ტურს შემოდგომისფერ ულამაზეს საბადურის ტყეში, მდ. თეზამის ხეობაში. ალბათ ყვეელას გვიოცნებია, განსაკუთრებით კი ბავშვობაში, ზღაპრულ ფილმებში ნანახი ფერიების და ელფების იდუმალებით მოცულ, მოჯადოებულ ულამაზეს ტყეში, თუნდაც ერთხელ ფეხის შედგმა და გასეირნება. ადგილი, სადაც მისტიკა სილამაზეს ერწყმის და ზღაპარს რეალობად ხდის. ეს საბადურია! ტყე, რომელიც თავისი სილამაზით, სამუდამოდ დაგამახსოვრებთ თავს. საღამოს დავანთებთ კოცონს, ჯგუფის სურვილის შემთხვევაში შევწვავთ მწვადებს (წამოიღეთ საკრავებიც)  და დადებითი ემოციებით დატვირთული დავუბრუნდებით "მონატრებულ" დედაქალაქს. მაშ ასე, ტურის გეგმა ასეთია:

1. მამკოდის მონასტერი: ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ტაძრები, მე-9 საუკუნე. აქ გადაღებულია ფილმი "ორმაგი სახე". მამაშვილობის ტაძარსაც უწოდებენ. მონასტერი მდებარეობს მთაზე, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.
2. კევლიანის მონასტერი: ივერიის ღვთისმშობლის ხატის მამათა სავანე, ამაღლების ტაძარი ("ბნელა საყდარი", მე-7 საუკუნე). მდებარეობს ტყეში შემაღლებულ ბორცვზე, ულამაზეს ადგილას.
3. ცხვარიჭამიის მონასტერი: - წმ. ილია მართლისა და ამაღლების ეკლესიები ("დიდი საყდარი", მე-7-8 საუკუნე).
4. საბადურის ტყე (თბილისის ეროვნული პარკი).
5. სიონის წყალსაცავი, ლამაზი ადგილი ფოტოსესიისთვის.

 17 ოქტომბერი, შაბათი.
 ტურის ღირებულება: 20 ლარი.

 ფეხით სასიარულო:
კევლიანის მონასტერში - ჯამში 3 კმ მარტივი.

 ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:45 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
 მგზავრობა მიკროავტობუსით.
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
 კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

 ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე  595 79 60 10 გიორგი.

 მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
 არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
 არ ვეწევით მიკროავტობუსში.
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. 

 მამკოდის მონასტერი: ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიები, მე-9 საუკუნე. (აქ გადაღებულია ფილმი ორმაგი სახე. მამაშვილობის ტაძარსაც უწოდებენ). ეკლესიები აგებულია მე-9 საუკუნეში. მონასტრის წინამძღვრის, მამა გრიგოლის ცნობით, 1924 წელს ღვთისმშობლის ტაძარი კომუნისტებს აუფეთქებიათ და მას შეუწყვეტია ფუნქციონირება. დედაღვთისას ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა 2006 წელს და მას შემდეგ აღსდგა მსახურება. ტაძრის მოძღვრის, მამა სვიმონის ინფორმაციით, აქ ერთი ბრძოლის წინ დავით აღმაშენებელს ულოცია. გადმოცემის თანახმად, ძეგლის სახელწოდებაც დავითს უკავშირდება. ამბობენ, რომ ეს მიდამოები ხშირად ყოფილა მომხვდურის სამიზნე და ხალხი საზარლად აუოხრებიათ. როდესაც დავით აღმაშენებელმა ნახა აოხრებული სოფელი უთქვამს: ხალხის შეჭირვებამ გული დამიკოდაო. მამკოდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ნაშენია ნატეხი ქვით. აგური გამოყენებულია მხოლოდ თაღების, გუმბათის ძირისა და ყელის კონსტრუქციაში. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია (10,8X7,1მ), შესასვლელი აქვს სამხრეთიდან. წმ. გიორგის სახელობის ეკლესია დარბაზულია ( 13,9X6,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა.

 საბადურის ტყე, რომელიც მსოფლიოს ულამაზესი ტყეების სიაშია შესული, მდიდარია ულამაზესი და ზღაპრული პეიზაჟებით. ტყე, რომელსაც შეუძლია გაგაოცოთ, შეგაყვაროთ თავი თავისი მომხიბლელობით და ზღაპრული გარემოთი წლის ნებისმიერ სეზონზე, თბილისის ეროვნულ პარკს ეკუთვნის.

 სიონის წყალსაცავი. მდებარეობს მდინარე ივრის შუა წელში. გაშენებულია დაბა სიონსა და სოფელ ლელოვანს შორის. სიონის წყალსაცავის საშუალო სიღრმეა 25,4 მ, მაქსიმალური სიღრმე — 67 მ. საზრდოობს ძირითადად მდინარე ივრის წყლით. იყენებენ სარწყავად. წყლის ტემპერატურა მერყეობს 2,7°-იდან (თებერვალი) 21,7°-მდე (აგვისტო). საექსპლუატაციოდ გადაეცა 1963 წელს. განვითარებულია თევზის რეწვა.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/10/20
    დაბრუნება
    • 17/10/20