national delicacy

ბეთანია - ღვთისმშობლის შობა, მონასტრის დღესასწაული

  • ID: 61793
  • ნახვები: 1342
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/09/20
    დაბრუნება
    • 21/09/20
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 21 სექტემბერს, ორშაბათს, ღვთისმშობლის შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, გთავაზობთ ტურს ბეთანიაში, მდ. ვერეს ხეობაში, მონასტრის დღესასწაულზე. დავესწრებით წირვის ნაწილს, გვექნება საკმარისზე მეტი დრო მონასტრის მოსალოცად. ტურის ფარგლებში ვიხილავთ ასევე სხვა ისტორიულ, უცხო და ლამაზ ხედებიან ადგილებს, ბოლოს კი ტრადიციულად გვექნება პიკნიკი, დავანთებთ კოცონს, შევწვავთ მწვადებს და დადებითი ემოციებით დატვირთული დავბრუნდებით დედაქალაქში.

1. ბეთანიის მონასტერი - მე-12-13 საუკუნეების ღვთისმშობლის შობის ტაძარი, წმ. მეფე თამარის ფრესკა, მდ. ვერეს ხეობა.
2. უძოს მთა: მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოების მთაწმინდის ქედის თხემზე. მისი სიმაღლე სიმაღლე ზ.დ 1416 მეტრია.
3. წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი: დგას უძოს მთაზე, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. აქ სასიამოვნო, გრილი ტყითაც შეძლებთ დატკბობას და გაშლილი სივრცეებითაც. არსებობს ლეგენდა, რომ ეს ეკლესია უშვილო (უძეო) კაცს აუშენებია და შევედრებია უფალს შვილი მომეციო. მისი სათხოვარი შესრულებულა.
5. იუნკერების მემორიალი და წმ. გიორგის ტაძარი. საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის მეთერთმეტე არმიის წინააღმდეგ ომში 1921 წლის 17 თებერვალს კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში ქართველ იუნკერთა სამხედრო სასწავლებლის 500 კაციანი რაზმი ჩაერთო 20-25 წლის ახალგაზრდებით, რომლებმაც ქვეყნის დასაცავად თავი გაწირეს.
6. კოჯრის (ქოროღლი, აზეულა, აგარნი) ციხე - მე-11 საუკუნე. მდებარეობს ზ. დ. 1200 მ.-ზე და ციხეზე ასვლის შემდეგ გასაოცარ ხედებს ნახავთ ყველა მიმართულებით. სიამაყესთან ერთად ეს ადგილი დიდ სევდასაც იწვევს, რადგან აქ გარდაიცვალა თამარ მეფე და აქ შეეწირნენ ქართველი გმირი იუნკერები საბჭოთა იმპერიასთან უთანასწორო ბრძოლას.
7. ნასოფლარი გუდელისი: ტყეში ჩაფლული ულამაზესი მონასტერი, ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის ტაძრები. ამ ადგილას იყო თამარ მეფის რეზიდენცია.

✔ 21 სექტემბერი, ორშაბათი (ღვთისმშობლის შობის დღესასწაული, ოფიციალურად უქმა დღე არაა).
✔ ტურის ღირებულება: 18 ლარი.

???? ფეხით სასიარულო: ჯამში (ანუ მთელი დღის განმავლობაში) - 3 კმ. მარტივი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:15 სთ. გავდივართ 07:30 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
???? გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
???? მგზავრობა მიკროავტობუსით.
???? ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
???? კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. ????

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ???? ან დაგვიკავშირდით ნომერზე ???? 595 79 60 10 გიორგი

⚠️ მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
???? არ ვეწევით მიკროავტობუსში.
???? არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
???? აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

???? ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ ბეთანიის მონასტერი - კომპლექსში შედის: მე-12-13 საუკუნეების ღვთისმშობლის შობის ტაძარი, მე-12 საუკუნის წმ. გიორგის მცირე დარბაზული ეკლესია და გვიანი საუკუნეების კარიბჭე. მონასტერი წარმოადგენდა დიდგვაროვან ფეოდალ ორბელიანთა საძვალეს. სამხრეთ კედლის ფრესკისა და წარწერის მიხედვით, მონასტრის ქტიტორია მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი სუმბატ ორბელიანი. ჩრდილო კედელზე დაცულია მეფეთა მოხატულობა, რომელთა შორის უნიკალურია წმ. თამარ მეფის ფრესკა. მისი მეფობისას დაუწერიათ ბეთანიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მონასტრის უმოქმედოდ დარჩენის შემდეგ დავით ბარათაშვილმა ქაშვეთში გადაასვენა და დღემდე იქაა. მე-19 საუკუნეში მონასტერი ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა გრიგოლ ორბელიანმა. მე-20 საუკუნეში მონასტრის მოვლა-პატრონობაში დიდი ღვაწლი მიუძღვით არქიმანდრიტ იოანესა (მაისურაძე) და გიორგის (მხეიძე), რომლებიც 2003 წელს საქართველოს წმ. სინოდმა წმინდანებად შერაცხა. ბეთანია ხშირად გამხდარა პოეტების შთაგონების წყარო. მათ შორის გამოირჩევა გრიგოლ ორბელიანის ლექსი „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“. ასევე აქ სეირნობა და ნადირობა ძალიან უყვარდა გალაკტიონ ტაბიძეს, რაზედაც დაწერა ლექსი „წამყე ბეთანიისაკენ“.

✔ ქოროღლის (კოჯრის) ციხე - აზეულას ქედზე, ზღვის დონიდან 1200 მ, მე-11 საუკუნე. მას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის, რადგან კვეთდა სომხით-საბარათიანოდან თბილისში მომავალ ერთადერთ გზას. ამიტომაც დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი სახელმწიფო მესვეურები. 1118 წელს აიღო დავით აღმაშენებელმა. 1195 წელს შამქორის ომის წინ კოჯრის ციხეს სტუმრობდა შირვან შაჰი. 1213 წელს აქვე გარდაიცვალა წმიდა თამარ მეფე. 1625 წელს მარაბდის ბრძოლაში დამარცხებულმა ქართველებმა მეორე დღეს აქ დიდი ზიანი მიაყენეს ყიზილბაშებს. 1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს, ქართველებმა აქ მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს სპარსელ დამპყრობლებს. გადმოცემის მიხედვით ამ ციხეს თავს თინა წავკისელი აფარებდა. 1921 წელს, რუსეთის XI არმიასთან შეუპოვარი ბრძოლის მერე, აქ დაიღუპა ქართველ იუნკერთა უმეტესობა.

✔ გუდელისის ნასოფლარზე ყოფილა ნასაყდრალი. ერთ კოჯრელს დაუწყია მისი აღდგენა, მაგრამ ვეღარ დაუმთავრებია - გარდაცვლილა. მისი დაწყებული საქმე ერთმა კეთილმა ადამიანმა გააგრძელა, ტაძარი გადახურა და ნგრევას გადაარჩინა. სადაც ახლა ღვთისმშობლის მოქმედი ტაძარია, წინათ სასაფლაო და ძველი ტაძრის საძირკველი ყოფილა. მოგვიანებით სპეციალისტებმა ეს საძირკველი შეისწავლეს და ზუსტად ძველის ადგილას ახალი ეკლესია ააგეს. ოდნავ მოშორებით, შემაღლებულ ადგილას, კიდევ ერთი ნატაძრალი დგას, რომელიც დღემდე შეუსწავლელია.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე18.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 21/09/20
    დაბრუნება
    • 21/09/20