ოქროსფერი შემოდგომა ბატეთის ტბაზე
შაბათს, 10 ოქტომბერს GTG TOUR გთავაზობთ 1 დღიან ტურს!!!
ერთად გავატაროთ შემოდგომა ძამას ხეობაში
სიყვითლეშეპარული ბატეთის ტბა ხომ ულამაზესია
გინდა მოწყდე ხმაურიან თბილისს და განიტვირთო სრულ სიმშვიდეში?
გინდა სასიამოვნოდ გაატარო დასვენების დღე?
მაშიიინ....
შემოგვიერთდი, ერთად მოვილოცოთ მონასტრები, ბოლოს კი ერთად განვიტვირთოთ ბატეთის ტბაზე, სიმშვიდესა და სიყვითლეში
ფეხით გასავლელი მანძილი-
7 კილომეტრი, (სირთულე-საშუალო)
5 კმ ბატეთის ტბაზე.
2 კმ მზოვრეთის მონასტერზე , (ასევე შეგიძლიათ ჯიპის დაქირავებაც)
ასევე მოვილოცავთ:
ყინწვისის ღვთისმშობლის ანსამბლს
სარკინეთის შიო მღვიმელის
სახელობის კლდეში ნაკვეთ ულამაზეს ეკლესიას
ორთუბნის დედათა მონასტერს
მზოვრეთის მამათა მონასტერს
შემდეგ გავემართებით ბატეთის ტბაზე, მიკროავტობუსებს გავაჩერებთ ტბეთის გადასახვევთან და გავუყვებით გზას ტბისკენ.
გზაში ძალიან სასიამოვნო ადგილებს გავივლით და 1 საათში უკვე ტბაზე ვართ, სადაც გადავიღებთ ფოტოებს განტვირთვისთვის
სასურველია წავიღოთ პარალონები ძირს დასაგებად და ტბის ხედით დავტკბეთ
თან ვიქონიოთ საჭმელი, ან ქარელში ვიყიდით სამწვადეს სურვილისამებრ და პიკნიკს გავმართავთ
მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა მონასტრებში შესასვლელად უნდა ჩაიცვათ , ან თან წამოიღოთ კაბები.
გასათვალისწინებელი პირობები:
არ ვყრით ნაგავს
არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს სალაშქრო სვლის დროს
ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ორგანიზატორის მითითებებს
არ ვბილწსიტყვაობთ
აუცილებელია სპორტული ფეხსაცმელი
ტურის ღირებულება- 22 ლარი !
ღირებულებაში შედის:
ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
პროფესიონალი გამყოლი
ღირებულებაში არ შედის :
კვება (ინდივიდუალურია) , ყველას მოგვაქვს სახლიდან 1 დღის სამყოფი საკვები.
გასვლის დრო:
დილის 7:00 საათი.
გასვლის ადგილი:
თბილისი, მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელი.
.
----------------------
დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
599-41-08-35, 555-367-382, ბაკური
595-41-22-35, მარიამი
#გამოგვყევით ინსტაგრამზე