national delicacy

ალევის ოქროსკარიანი სამება - ქსნის ხეობა

  • ID: 61478
  • ნახვები: 1265
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/08/20
    დაბრუნება
    • 28/08/20
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 28 აგვისტოს, პარასკევს, მარიამობას (ოფიციალურად უქმე დღე), ალევის მონასტრის დღესასწაულზე გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ტურს ქსნის ხეობაში. ავალთ მდ.ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ალევის ქედის უნაგირა მთის თხემზე, ალპურ ზონაში, ზ.დ. 2000 მეტრზე, სადაც მდებარეობს ალევის მონასტერი და საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები იშლება მცხეთა-მთიანეთზე, ოკუპირებულ ახალგორზე, გრემისხევზე, ნარეკვავის წყალსაცავზე და ა.შ. ტურში ვიხილავთ:

1. ნარეკვავის (გრემისხევის) წყალსაცავი (ხედები უნაგირა მთაზე, ალევის ქედზე, ლორწომის კლდეებსა და ალევის მონასტერზე).
2. მდ.ქსნისა და არაგვის წყალგამყოფი ალევის ქედი, უნაგირა მთა, ზ.დ. 2000 მ.
3. ალევის მონასტერი, ოქროსკარიანი სამების ტაძარი, მე-8-9 სს. ვახუშტი მას უჩვეულოდ დიდ ადგილს უთმობს: „ამ ალევის მთის თხემსა არს ეკლესია უგუნბათო, მჭვრეტი ქართლ-კახეთისა. ამას შინა არს სიმრავლე ხატთა და ჯვართა ოქროსა და ვერცხლისათა, და სამსახურებელნი ეკლესიისანი მრავალნი. კარნი აქუს ოქროსი, რომელი უქმნეს სპარსთა, რა ჟამს წარიდეს ხატი მისი, მუნ სასწაულის მხილველთა უქმნეს კარნი ოქროსანი და დასდვეს ურემსა ხარბმულსა და მოიღო მუნ“.

⚠️ ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ალევში დღეს არის მოქმედი მამათა მონასტერი და ლაშქრობისას ზურგჩანთით წამოიღეთ შესაბამისი ჩაცმულობა (მამაკაცებისთვის - გრძელი შარვალი, ქალბატონებისთვის - კაბა) და მონასტერში შესვლამდე შესაბამისად შეიმოსეთ.

???? ტურის ბოლოს ანანურთან ტრადიციულად დავაგემოვნებთ უგემრიელეს მთიულურ ხინკალს. ვინც მარხვაზე იქნება, კარტოფილის ან სოკოსი შეუძლია მიირთვას.

✔ 28 აგვისტო, პარასკევი (მარიამობა, ოფიციალურად უქმე დღე, ალევის მონასტრის დღესასწაული).
✔ ტურის ღირებულება: .

???? ფეხით სასიარულო (ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში):
14 კმ. მარტივი რელიეფი. ტურის საერთო სირთულე: საშუალო.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:40 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
???? გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
???? მგზავრობა მიკროავტობუსით.
???? ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
???? კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. ????

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ???? ან დაგვიკავშირდით ნომერზე ???? გიორგი

⚠️ მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
???? არ ვეწევით მიკროავტობუსში.
???? არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
???? აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

???? ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ ალევის მონასტერი, ოქროსკარიანი სამების ტაძარი, მე-8-9 სს. ვახუშტი მას უჩვეულოდ დიდ ადგილს უთმობს: „ამ ალევის მთის თხემსა არს ეკლესია უგუნბათო, მჭვრეტი ქართლ-კახეთისა. ამას შინა არს სიმრავლე ხატთა და ჯვართა ოქროსა და ვერცხლისათა, და სამსახურებელნი ეკლესიისანი მრავალნი. კარნი აქუს ოქროსი, რომელი უქმნეს სპარსთა, რა ჟამს წარიდეს ხატი მისი, მუნ სასწაულის მხილველთა უქმნეს კარნი ოქროსანი და დასდვეს ურემსა ხარბმულსა და მოიღო მუნ“.
მთავარი ეკლესია თარიღდება VIII-IX საუკუნეებით, ხოლო მცირე – X საუკუნით, თუმცა დიმიტრი ბაქრაძის ცნობით, ალევის ეკლესიის აშენებას, ისევე როგორც ლომისისას, ხალხი დავით აღმაშენებელს მიაწერდა. ასევე დიმიტრი ბაქრაძის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მონასტერი "ოქროსკარიანი" სამების სახელითაა ცნობილი, თვით მთავარი ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა. ძნელი სათქმელია, რას ემყარება გადმოცემა ოქროს კარის შესახებ (რაც, ცხადია, დაუჯერებელია). შესაძლებელია, ეკლესიის სიმდიდრეს ან იქნებ კარი მოჭედილი იყო ლითონის ფურცლებით.
მთელს აღმოსავლეთ საქართველოში დიდად სახელგანთქმული და მდიდარი სალოცავი იყო. მის მოსალოცად მოდიოდნენ ქსნის ხეობიდან, ნარეკვავიდან, ბაზალეთ-არაგვისპირიდან, კახეთიდან. დღეობა იმართებოდა ძველი სტილით 15(28) აგვისტოს. ალევის სამებას მდიდარი სახნავ-საძოვრები ჰქონდა. ეკლესიაში დაცული ძვირფასი ნივთების დიდი ნაწილი XIX საუკუნეში, 1870 წლის შემდეგ დაიტაცეს – ზოგი მათგანი ნახა და აღწერა პლატონ იოსელიანმა, ექვთიმე თაყაიშვილს კი ეს ნივთები აღარ დახვედრია.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/08/20
    დაბრუნება
    • 28/08/20