national delicacy

ძამას ხეობა - ბატეთის ტბა

  • ID: 60407
  • ნახვები: 971
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/06/20
    დაბრუნება
    • 27/06/20
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" შაბათს, 27 ივნისს, მდ. ძამას ხეობაში მიემგზავრება. მდინარე სათავეს იღებს თრიალეთის ქედიდან, დაახლოებით 2150 მ. სიმაღლიდანდან. ხეობაში წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყე ერთმანეთს ერწყმის. საქართველოს მრავალრიცხოვან ხეობებს შორის ეს ხეობა ყველაზე მეტადაა გამორჩეული ისტორიული ძეგლებით, აღდგენილი თუ ახლადაშენებული ეკლესიების რაოდენობით. ტაძრების ნაწილი აღდგენილია ძველ ისტორიულ ადგილას. ტურში ვიხილავთ:

1. ბატეთის ტბა — მეწყრული წარმოშობის ტბა თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბატეთისწყლის ხეობაში (მდინარე ძამის აუზი). ზღვის დონიდან 1313 მ. გარშემორტყმულია წიწვნარ-წიფლნარი ტყით შემოსილი ფერდობებით. წყალი გამჭვირვალეა და მტკნარი. ტბიდან გამოდის ნაკადული.
2. სარკინეთის მონასტერი და წმ. შიო მღვიმელის კლდეში ნაკვეთი ტაძარი.
3. ორთუბანი: ღმრთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერი. აქ დედა მარიამი დაგვათვალიერებს ულამაზეს სამოთხის ბაღს.
4. ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი, მე-13 საუკუნე. მსოფლიო დონის უნიკალური ფერწერა, თამარის ფრესკა და ყინწვისის ანგელოზი.
5. კეთილგონიერი ავაზაკის კოშკი. კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარი ერთადერთია საქართველოში. მთებში ჩაფლული სამსართულიანი კოშკის თავზე მცირე ზომის გუმბათოვანი ტაძარია დაშენებული. ტაძარი თითქოს გოლგოთას განასახიერებს. უფალი ხომ გოლგოთაზე ეცვა ჯვარს და მასთან ერთად - კიდევ ორი ავაზაკი. აქედან იშლება ულამაზესი ხედები ქარელზე.

ტურის ბოლოს გვექნება პიკნიკი, დავანთებთ კოცონს, შევწვავთ მწვადებს (ვინც მარხვაზე იქნებით, მათთვის კალმახს) და დადებითი ემოციებით დატვირთული დავბრუნდებით დედაქალაქში.

✔ 27 ივნისი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 25 ლარი.

ფეხით სასიარულო:
ბატეთის ტბა - ჯამში 6კმ. მარტივი რელიეფი ულამაზესი ტყის გზაზე.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 06:45 სთ. გავდივართ 07:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით (მიმდინარე რეგულაციებით აკრძალულია კონდიციონერის გამოყენება, ვიმგზავრებთ ღია ფანჯრებით).
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).
ხელის სადეზინფექციო ხსნარი.

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
⚠️ მიმდინარე რეგულაციებით, მიკროავტობუსში თითოეულ მონაწილეს აუცილებლად უნდა ეკეთოს სამედიცინო პირბადე.
⚠️ დილით ტურის დაწყებამდე თითოეული მონაწილე გაივლის თერმოსკრინინგს (სიცხის გაზომვა). ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მონაწილე მოიხსნება ტურიდან და ჩარიცხული თანხა უკან ვერ დაუბრუნდება, ტური რომ არ ჩაიშალოს.
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
???? არ ვეწევით მიკროავტობუსში.
???? არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
???? აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი, მე-13 საუკუნე. კომპლექსში შედის: წმ. ნიკოლოზის, ღვთისმშობლისა და მცირე ეკლესიები, გალავანი, კოშკი-სამრეკლო. ეკლესიის მოხატულობა შესრულებულია მე-13 საუკუნის დასაწყისში თამარის პირველი ვეზირის ანტონ გლონისთავისძის დაკვეთით. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან გიორგი III, თამარ მეფე და გიორგი ლაშა.

✔ კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარი ერთადერთია საქართველოში. მთებში ჩაფლული სამსართულიანი კოშკის თავზე მცირე ზომის გუმბათოვანი ტაძარია დაშენებული. ტაძარი თითქოს გოლგოთას განასახიერებს. უფალი ხომ გოლგოთაზე ეცვა ჯვარს და მასთან ერთად - კიდევ ორი ავაზაკი. კეთილგონიერი ავაზაკის შესახებ ლუკას სახარების 23-ე თავშია მოთხრობილი, რომელიც იესო ნაზარეველის თანაჯვარცმულთა სიტყვებს გადმოგვცემს: "ერთი ჩამოკიდებული ბოროტმოქმედი გმობდა მას: „განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც“. მიუგო მეორემ, გაუწყრა და თქვა: „ნუთუ ღვთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ? ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ, მაგას კი არაფერი უჯერო არ ჩაუდენია“. და თქვა: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სასუფეველში მიხვალ“. და უთხრა მას: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/06/20
    დაბრუნება
    • 27/06/20