ლოკაციების ფილტრი
არჩეული ლოკაციები
save შენახვა
აირჩიე ლოკაცია
  • ავსტრალია
    • ადელაიდა
    • მელბურნი
    • ნიუკასლი
    • პერთი
    • სიდნეი
  • ავსტრია
    • ბადენი
    • გრაცი
    • ვენა
    • ზალცბურგი
    • ლინცი
  • აზერბაიჯანი
    • ასტარა
    • ბაქო
    • ბეილაგანი
    • განჯა
    • ქაბალა
  • არაბთა გაერთიანებული საემიროები
    • აბუ-დაბი
    • დუბაი
  • არგენტინა
    • ბუენოს-აირესი
    • კორდოვა
    • ლა-პლატა
    • მენდოსა
    • როსარიო
  • აფხაზეთი
    • გაგრა
    • გალი
    • გუდაუთა
    • გულრიფში
    • ოჩამჩირე
    • სოხუმი
    • ტყვარჩელი
  • აშშ
    • ლოს-ანჯელესი
    • ნიუ-იორკი
    • სან-ანტონიო
    • ფენიქსი
    • ჩიკაგო
  • აჭარა
    • ბათუმი
    • კვარიათი
    • ქედა
    • ქობულეთი
    • შუახევი
    • ხელვაჩაური
    • ხულო
  • ბაჰამის კუნძულები
    • ნასაუ
  • ბელარუსი
    • მინსკი
  • ბელგია
    • ანტვერპენი
    • ბრიუგე
    • ბრიუსელი
    • გენტი
    • შარლერუა
  • ბრაზილია
    • პორტუ-ველიუ
    • რიო-დე-ჟანეირო
    • სან-პაულუ‎
    • ფაველა
  • ბულგარეთი
    • ბურგასი
    • ვარნა
    • პლოვდივი
    • სლივენი
    • სოფია
  • გერმანია
    • ბერლინი
    • დორტმუნდი
    • კელნი
    • მიუნხენი
    • შტუტგარტი
    • ჰამბურგი
  • გურია
    • ლანჩხუთი
    • ოზურგეთი
    • ჩოხატაური
  • დანია
    • კოლინგი
    • კოპენჰაგენი
    • ოდენსე
    • რანერსი
  • ეგვიპტე
    • აბუ-ქირქასი
    • ალექსანდრია
    • ამარნა
    • ანტიოპოლისი
    • კაირო
    • შარმ ელ შეიხი
    • ჰურგადა
  • ესპანეთი
    • ბარსელონა
    • ბილბაო
    • გრანადა
    • ვალენსია
    • კადისი
    • მადრიდი
  • ესტონეთი
    • ვალგა
    • კეილა
    • ნარვა
    • პიარნუ
    • ტალინი
  • თბილისი
  • თურქეთი
    • ალანია
    • ანკარა
    • ანტალია
    • ბელეკი
    • ბოდრუმი
    • კაბადოკია
    • კუშადასი
    • მარმარისი
    • სიდე
    • სტამბოლი
    • ტაო-კლარჯეთი
    • ტრაპზონი
    • ქემერი
  • იამაიკა
    • კინგსტონი
  • იაპონია
    • კიოტო
    • კობე
    • ნაგანო
    • ნარა
    • ტოკიო
  • იმერეთი
    • ბაღდათი
    • ვანი
    • ზესტაფონი
    • თერჯოლა
    • სამტრედია
    • საჩხერე
    • ტყიბული
    • ქუთაისი
    • წყალტუბო
    • ჭიათურა
    • ხარაგაული
    • ხონი
  • ინგლისი
    • ბირმინგემი
    • ბოლტონი
    • ბორნმუთი
    • ვულვერჰემპტონი
    • იორკი
    • ლონდონი
  • ინდოეთი
    • აგრა
    • ამრიცარი
    • დელი
    • კალკუტა
    • მუმბაი
  • ინდონეზია
    • დეპნასარი
    • მედანი
    • პალემბანგი
    • უბუდი
    • ჯაკარტა
  • იორდანია
    • ამანი
    • ვადი ას-დეირ
    • ზარკა
    • ირბიდი
    • რუსეიფა
  • ირანი
    • ახვაზი
    • ზაჰედანი
    • თავრიზი
    • თეირანი
    • ქარაჯი
  • ირლანდია
    • გალავე
    • დუბლინი
    • კილარნი
    • კილკენი
    • ლიმერიკი
  • ისლანდია
    • რეიკიავიკი
  • ისრაელი
    • აკრე
    • თელავივი
    • იერუსალიმი
    • ნაზარეთი
    • ჰაიფა
  • იტალია
    • ალბერობელო
    • ბარი
    • ბურანო
    • ვენეცია
    • ვერონა
    • კაპრი
    • მილანი
    • ნეაპოლი
    • პიზა
    • პოზიტანო
    • რიმინი
    • რომი
    • სარდინია
    • სიცილია
    • ფლორენცია
  • კანადა
    • ბანფი
    • ვანკუვერი
    • კალგარი
    • მონრეალი
    • ტორონტოში
  • კახეთი
    • ახმეტა
    • გურჯაანი
    • დედოფლისწყარო
    • თელავი
    • თუშეთი
    • ლაგოდეხი
    • საგარეჯო
    • სიღნაღი
    • ყვარელი
  • კვიპროსი
    • აია ნაპა
    • კირენია
    • ლარნაკა
    • ნიქოზია
    • ფამაგუსტა
  • კუბა
    • გუანტანამო
    • პინარ-დელ-რიო
    • სანტა-კლარა
    • ჰავანა
  • ლატვია
    • ელგავა
    • ვალმიერა
    • ვენტსპილსი
    • ლიეპაია
    • რიგა
  • ლიეტუვა
    • შიაულიაი
    • ვილნიუსი
    • კაუნასი
    • კლაიპედა
    • პანევეჟისი
  • მალდივები
    • მალე
  • მალტა
    • ბირგუ
    • ბორმლა
    • ვალეტა
    • მდინა
    • რაბათი
  • მაროკო
    • თეტუანი
    • კასაბლანკა
    • მარაქეში
    • რაბატი
    • ტანჟერი
  • მექსიკა
    • ეკატეპეკი
    • ლეონი
    • მეხიკო
    • პიუბა
    • ხუარეზი
  • მცხეთა-მთიანეთი
    • ახალგორი
    • გუდაური
    • დუშეთი
    • თიანეთი
    • მცხეთა
    • ჟინვალი
    • სიონი
    • სტეფანწმინდა
    • ფასანაური
    • ხევსურეთი
  • ნეპალი
    • კატმანდუ
    • ლალიტპური
    • პოკხარა
  • ნიდერლანდები
    • ამსტერდამი
    • ეინდჰოვენი
    • როტერდამი
    • უტრეხტი
    • ჰააგა
  • ნორვეგია
    • არენდელი
    • ბერგენი
    • დრამენი
    • ეგერსუნდი
    • ფარსიუნდი
  • პოლონეთი
    • ბელოსტოკი
    • გდანსკი
    • გნეზნო
    • ვარშავა
    • ვროცლავი
    • კრაკოვი
  • პორტუგალია
    • ავეირო
    • კოიბრა
    • ლისაბონი
    • სინტრა
    • ფარო
  • რაჭა-ლეჩხუმი
    • ამბროლაური
    • ლენტეხი
    • ონი
    • ცაგერი
  • რუმინეთი
    • ბუქარესტი
    • იასი
    • კრაიოვა
    • ტიმისოარა
    • ტულჩა
  • რუსეთი
    • ეკატერინბურგი
    • კრასნოდარი
    • მოსკოვი
    • ნოვოსიბირსკი
    • სანქტ-პეტერბურგი
  • საბერძნეთი
    • ათენი
    • ალექსანდრუპოლისი
    • დელოსი
    • ზაკინტოსი
    • კეფალონია
    • კორინთი
    • კორფუ
    • კრეტა
    • ლესბოსი
    • მიკონოსი
    • ნისიროსი
    • ოლიმპია
    • პატმოსი
    • როდოსი
    • სალონიკი
    • სანტორინი
    • სიმი
    • ჰიდრა
  • სამეგრელო
    • აბაშა
    • ზუგდიდი
    • მარტვილი
    • სენაკი
    • ფოთი
    • ჩხოროწყუ
    • წალენჯიხა
    • ხობი
  • სამცხე-ჯავახეთი
    • აბასთუმანი
    • ადიგენი
    • ასპინძა
    • ახალდაბა
    • ახალქალაქი
    • ახალციხე
    • ბაკურიანი
    • ბორჯომი
    • ვალე
    • ნინოწმინდა
    • წაღვერი
  • სამხრეთ აფრიკა
    • დურბანი
    • იოჰანესბურგი
    • კეიპტაუნი
    • პრეტორია
    • სვეტო
  • საფრანგეთი
    • ბორდო
    • კანი
    • კოლმარი
    • ლიონი
    • მარსელი
    • ნანტი
    • ნიცა
    • პარიზი
    • სტრასბურგი
  • სეიშელის კუნძულები
    • პორტ-გლოდი
  • სვანეთი
    • თეთნულდი
    • ლენტეხი
    • მესტია
    • ჰაწვალი
  • სინგაპური
    • სინგაპური
  • სლოვენია
    • ველენიე
    • კრანი
    • ლიუბლიანა
    • მარიბორი
    • ცელიე
  • სომხეთი
    • აბოვიანი
    • გიუმრი
    • ერევანი
    • ვანდაზორი
    • რაზდან
  • ტაილანდი
    • ბანგკოკი
    • პატაია
    • ფჰუკეტი
    • შანგ მაი
    • ჰატ აი
  • ტანზანია
  • უკრაინა
    • დნეპრი
    • დონეცკი
    • კიევი
    • ოდესა
    • ხარკოვი
  • უნგრეთი
    • ბუდაპეშტი
    • დებრეცენი
    • მიშკოლცი
    • სეგედი
  • ფილიპინები
    • დავაო
    • ვიგანი
    • კესონი
    • მანილა
    • სებუ
  • ფინეთი
    • ოული
    • ტამპერი
    • ტურკუ
    • ჰელსინკი
  • ქვემო ქართლი
    • ბედიანი
    • ბოლნისი
    • გარდაბანი
    • დმანისი
    • თამარისი
    • თეთრიწყარო
    • კაზრეთი
    • კოჯორი
    • მანგლისი
    • მარნეული
    • რუსთავი
    • შაუმიანი
    • წალკა
  • შვედეთი
    • გეტებორგი
    • ლუნდი
    • მალმე
    • სტოკჰოლმი
    • ჰელსინგბორგი
  • შვეიცარია
    • ბაზელი
    • ბერნი
    • ლოზანა
    • ჟენევა
    • ციურიხი
  • შიდა ქართლი
    • აგარა
    • გორი
    • კასპი
    • ქარელი
    • ხაშური
    • ჯავა
  • შრი ლანკა
    • ანურადჰაპურა
    • კანდი
  • ჩეხეთი
    • ლივერიკი
    • ოლომაკუ
    • ოსტრავა
    • პილსენი
    • პრაღა
  • ჩილე
    • ლებუ
    • სანტიაგო
    • ტემუკო
  • ჩინეთი
    • გუანჯოუ
    • დალიანი
    • ნანკინი
    • ნანჩანი
    • პეკინი
    • სიანი
    • ტაიიუანი
    • ტიანძინი
    • უხანი
    • შანხაი
    • შენიანი
    • შენჯენი
    • შიძიაჯუანი
    • ჩანჩუნი
    • ჩენდუ
    • ჩუნცინი
    • ცინდაო
    • ძინანი
    • ხანჯოუ
    • ხარბინი
    • ჰონგ-კონგი
  • ხევსურეთი
  • ხორვატია
    • ზაგრები
    • ზადარი
    • ოსიეკი
    • რიეკა
    • სპლიტი
ბიუჯეტი
-
date 16/03/2020
250
ID:60178

ფიტარეთი, ტანძია, ხულუტის ციხე, ქვეშის ციხე

20 - დან
მდებარეობა
ტურის გამართვის პერიოდი
21/03/2021/03/20
ღირებულებაში შედის :
კვება
ავიაბილეთები
ტრანსფერი
მუზეუმის ბილეთები
გიდის მომსახურება
სამოგზაურო დაზღვევა
კონცერტის ბილეთები
ხელბარგი
დამატებითი ბარგი
სასტუმროში განთავსება
დამატებითი ინფორმაცია:

"ფიროსმანი ტურები" 21 მარტს, შაბათს, გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ტურს მდინარე ქციის ხეობაში.

1. ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი. მონასტერი მოქმედია, მონასტრის აშენება ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდს უკავშირდება და 1213-1222 წლებით თარიღდება. კომპლექსის შემადგენლობაში შედის: ეკლესია, სამრეკლო, მარანი, გალავანი, ბაქანი, საძვალე და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების შენობათა მეტ-ნაკლებად დაზიანებული ნაგებობები.
2. ხულუტის ციხე, აგებულია მე-18 საუკუნის პირველ მესამედში ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილის მიერ.
3. ტანძია - სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი.
4. ქვეშის ციხე - მე-7 ს.

✔ 21 მარტი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი.

ფეხით სასიარულო:
ჯამში (მთელი დღის განმავლობაში) 15 კმ. ტყეში ორხიდიანის სამანქანო ფართო გზა. საშუალოზე მარტივი სასიარულო, მოიცავს აღმართსაც, დაღმართსაც და სწორ რელიეფსაც.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი - მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თეთრიწყაროდან სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებით 12 კმ-ში, მდინარე ქციის ხეობაში. მონასტერი მოქმედია, შედის მანგლისისა და წალკის ეპარქიის დაქვემდებარებაში. მონასტრის აშენება ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდს უკავშირდება და 1213-1222 წლებით თარიღდება. ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის: ეკლესია, სამრეკლო, მარანი, გალავანი, ბაქანი, საძვალე და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების შენობათა მეტ-ნაკლებად დაზიანებული ნაგებობები. ტაძრის ინტერიერში დაცულია რამდენიმე საფლავის ქვა ისტორიული ცნობების შემცველი წარწერებით. ფიტარეთში არიან დაკრძალულნი ყაფლან ორბელიშვილი, მისი ძე პაპუნა — „სომხითის მოურავი, საორბელოს პატრონი“, სულხან-საბა ორბელიანის მეუღლე დარეჯან ბაგრატიონი და სხვ. ეპიტაფიებიდან განსაკუთრებით ყაფლან ორბელიშვილის საფლავის ქვის წარწერაა საინტერესო: „ქ. წყალობითა და შეწევნითა ღმრთისათა, მე, ორბელის შვილმა ყაფლან მეორეთ შევამკე მონასტერი ესე და ბარსა და მთაში მტრისაგან გაოხრებული მკვიდრი მამული ჩემი აღვაშენე, სოფელი ჲა, და ამას გარეთ შენი მამებისა სოფელი იზ. ესე ყოველი დაუტევე ძეთა ჩემთა და დავემკვიდრე ამას შინა, ქორონიკონსა ტნთ (1671)“. ამის შემდეგ ფიტარეთი ორბელიშვილთა საძვალედ იქცა. ფიტარეთის ტაძარი ცნობილია ასევე თავის მრავალფეროვანი, უხვი ორნამენტით , რომელიც შესრულების საკმაოდ მაღალი ოსტატობით ხასიათდება და რაც ასევე გამოარჩევს ამ ტაძარს სხვა თავისი ეპოქის ძეგლებისაგან.

✔ ხულუტის ციხე — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ციხე-დარბაზი ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში, ფიტარეთის მონასტერის მიდამოებში. ციხეს საკმაო სტრატეგიული მდებარეობა აქვს, ხეობაში გამვლელი მას გვერდს ვერ აუქცევდა. აგებულია XVIII საუკუნის I მესამედში ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილის მიერ. შედგება 2 ნაწილისაგან; ორივეში ჩაყოლებულია თითო, გალავანში კი - 5 კოშკი. თითოეული მათგანი უპირველეს ყოვლისა საცხოვრებელი დანიშნულებისაა, შემდეგ კი - საბრძოლო. ჩრდილო-დასავლეთის კოშკი ფუნქციით კოშკისებრი სასახლეა, მის მთელ სიმაღლეზე შუაზე ჰყოფს კედელი, რომელშიც საფეხურებია მოწყობილი. ერთი მხარე 6 სართულიანია, მეორე - 7 სართულიანი. ბოლო სართულები გამიზნულია საბრძოლოდ, დანარჩენი - საცხოვრებლად. მთელი ციხე ნაგებია ადგილობრივი კლდის ქვით. კოშკი მდინარეს დაჰყურებს საკმაოდ მაღალი კლდიდან. მასში მოხვედრა შეიძლება აღმართზე მიმავალი გვირაბით. თვით გვირაბში რთული ერთსართულიანი საცხოვრებელი სადგომი ეტყობა გამანაწილებლის როლს ასრულებდა, რადგან აქედან შეიძლებოდა მოხვედრა ორ სხვა კოშკში, მდინარეზე ჩამავალ გვირაბში, საპირფარეშოსა და სხვაგან. ამ სადგომსა და კოშკს შორის მოთავსებულია მოზრდილი წყალსაცავი. მათ ზემოთ ბანი ყოფილა, კედლებში კი სათოფეებია ჩამწკრივებული.

✔ სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი - სულხან-საბა ორბელიანი 1658 წელს სოფელ ტანძიაში დაიბადა. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი იყო. მამა — ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო; დედა — თამარი, ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სამეფო კარზე, რომელიც კულტურისა და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან, ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე გიორგი XI). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა. 1698 წლის 18 მარტს, როგორც ჩანს, პოლიტიკურ მიზეზთა გამო, საბას სახელით ბერად აღიკვეცა დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. 1703 წლიდან, ქართლის ახალი გამგებლის, ვახტანგ VI-ის დავალებით, ორბელიანმა დიპლომატიური მისიით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში (1713-1716). 1724 წელს, როცა ვახტანგ VI-მ რუსეთს დააპირა გადახვეწა, მან მოსკოვში წინასწარი მოლაპარაკებისათვის ორბელიანი გაგზავნა, მაგრამ ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება, იგი მოსკოვში მალე გარდაიცვალა. დაკრძალეს ვსესვიატსკოეში.

✔ ქვეშის ციხე - ციხესიმაგრის არსებობა წინაფეოდალური ხანიდან მოიაზრება. იგი უნდა ყოფილიყო მე-7 საუკუნის „სომხურ გეოგრაფიაში“ მოხსენიებული ქვეშის ხევის ცენტრი, რომელმაც მე-9 საუკუნეში დმანისის გაქალაქების შემდეგ დაკარგა ხევის ცენტრის სტატუსი და, შესაბამისად, ქვეშის ხევს დმანისის ხევი ეწოდა. მე-12 საუკუნის ბოლს განძასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმატებული ლაშქრობა განახორციელა თამარ მეფის პირველმა ქმარმა, გიორგი რუსმა, რომელთან ერთად იმყოფებოდა სამეფოს მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი. სწორედ ამ ლაშქრობის შემდეგ თამარ მეფემ ქვეშის ციხე საგანმგებლოდ გადასცა საქართველოს მსახურთუხუცესს - ვარდან დადიანს და მის შვილს.

ვრცლად
date 16/03/2020

ფიტარეთი, ტანძია, ხულუტის ციხე, ქვეშის ციხე

20 - დან
ტურის გამართვის პერიოდი
21/03/2021/03/20
დაჯავშნა
მსგავსი ტურები

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, შენ ეთანხმები Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაცისათვის იხილეთCookie პოლიტიკა