national delicacy

ფშავი

  • ID: 60033
  • ნახვები: 1185
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/03/20
    დაბრუნება
    • 07/03/20
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 7 მარტს, შაბათს, გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ფშავში. აქ თითოეული კუთხე-კუნჭული მნახველზე საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს. საოცრად ლამაზი ბუნება და წმინდა სალოცავები კი აქაურობას მეტ მადლს ჰფენს. "კიდევაც ვნახავ გაზაფხულს, ყელმოღერებულს იასა, სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს, იმის სიტურფეს ღვთიანსა, ამწვანებულსა მთა-ბარსა, დამწყაზრულს, ყვავილიანსა."

1. ჩინთის კოშკები, მე-17-18 სს.
2. თამარის (ყელის) ციხე, მე-12-13 სს. წარმოადგენდა ქალაქ ჟინვალის მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს. ციხიდან დასავლეთით (ქალაქისკენ) ეშვებოდა დამცავი ზღუდე, რომლის ძირში კარიბჭე იყო მოწყობილი.
3. ჟინვალის ჯვარპატიოსანი, მე-11-12 სს. ჯვართამაღლების ტაძარი მდებარეობს ჟინვალის წყალსაცავით დატბორილ ტერიტორიაზე. მხოლოდ ზამთარში, როდესაც ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონე იკლებს, ჯვარპატიოსნის ეკლესია მთლიანად ჩანს და შესაძლებელია ფეხით ჩასვლა და ეკლესიის მონახულება.
4. მაღაროსკარის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. აქ ერთ დროს ვაჟა-ფშაველას მამა, პავლე რაზიკაშვილი, მსახურობდა.
5. კოპალა - სალოცავი და ძველი ტაძარი. კოპალა ღვთისშვილია, ფშავში უძილაურთა თემის მთავარი სალოცავია.
6. ჩარგალი - ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი.
7. ჩარგალი - ძველი ტაძარი და მიხა ხელაშვილის საფლავი.

ტურის ბოლოს ტრადიციულად დავაგემოვნებთ უგემრიელეს ფშაურ ხინკალს. ვინც მარხვაზე იქნება, კარტოფილის შეუძლია მიირთვას.

✔ 7 მარტი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი.

ფეხით სასიარულო: ჯამში (ანუ მთელი დღის განმავლობაში) - 4 კმ. მარტივი, ნაწილობრივ საშუალო სირთულის რელიეფი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.
✔ ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ბილეთი: სკოლამდელი ბავშვი - უფასო, სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, მოზარდი და ა.შ. - 1 ლარი. ექსკურსიამძღოლის მომსახურება - 5 ლარი მთლიან ჯგუფზე.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ კოპალა - ღვთისშვილია, ფშავში უძილაურთა თემის მთავარი სალოცავია. თავდაპირველად ხორციელი იყო. ბავშვობისას დევებმა მოიტაცეს, ძალიან ცუდ პირობებში ჰყავდათ, ბევრს ამუშავებდნენ. ისეთ საქმეს ავალებდნენ, რაც მის ძალას აღემატებოდა. ძილი არ ჰქონდა, მოსვენება და საჭმელი. პატარა იყო და ვერ გამოიქცა, რომ მოიზარდა, გაპარვა მოახეხა. თავი ბერებს შეაფარა, მათთან ერთად ლოცულობდა, თან დამბადებელს ძალასა სთხოვდა. თხოვნა შეუსრულდა. ისეთი ძალა მიიღო, დევებს რომ მორეოდა. კოპალა ძალიან ლამაზი ყოფილა. მხართეთრ გმირსაც ეძახდნენ, მას ასევე ბერ კოპალადაც მოიხსენიებენ. დევებისა და ქაჯების რისხვა იყო. მორიგე ღმერთისგან საბრძოლო იარაღად ლახტი ჰქონდა ნაბოძები. კოპალა ნადირობასა და თამაშშიც დიდად იყო განთქმული. ძალიან უყვარდა ჯილდაობა. კოპალას ერთი ლოდი ჰქონია ამოჩენებული, იქ უყვარდა ჯდომა და დასვენება. ერთმა დევმა ეს ლოდი მოპარა. განრისხებული კოპალა დევს და დაედევნა. დევს შეეშინდა ლოდი დააგდო და თავს უშველა. კოპალა დევს დაეწია, ლახტი ესროლა და მოკლა. დღეს ამ ადგილას კოპალის ნიშია (სოფელ მაღაროსკართან). ერთხელ კოპალა დევებისა და მათი ხელმწიფის საცხოვრებელ ადგილს მიადგა - ციხეგორს (სოფელ აკუშოს მახლობლად) და დევებს იქიდან წასვლა უბრძანა. თანაც, თავისი ძალა რომ ეგრძნობინებინა, რკინის კუნძს ცული დაკრა და შუაზე გააპო. დევებმა შესთავაზეს - ირემთკალოდან (ადგილის სახელია უძილაურის თავზე) ციხეგორისკენ ქვები გავისროლოთ და ვინც აჯობებს, ციხეგორიც იმას დარჩესო. დანიშნეს შეხვედრის დღეც. დათქმულ დროს ყველამ ირემტკალოზე მოიყარა თავი, მარტო ხაშრელი (ადგილის სახელია ივრის ხეობაში) დევი ბეღელა არ მოვიდა. მას იახსარმა შეუკრა გზა საპარავის ყელში, დაჰკრა ლახტი (,,აიმაღლა საგმირო’’ - ხევისბერი ბიჭურის სიტყვებით) და იქვე მოკლა. ამ დროს, ირემთთკალოზე კოპალა და დევები თანაბარი წონის ქვებს არჩევენ და შეჯიბრისთვის ემზადებიან. ციხეგორს კვირია იყო მათი მსაჯული - თუ ვისი ნასროლი უფრო შორს დაეცემა. პირველად დევმა გაისროლა ქვა. კოპალას ნასროლი შეიძლება დევის ნასროლამდე ვერ მისულიყო, მაგრამ კვირიამ წამოარტყა უხილავი მათრახის წვერი და ქვა უფრო შორს დაეცა. ციხეგორი და დევთა ხელმწიფის საბრძანებელი კოპალას დარჩა, დევები კი აქედან მაღარისკაროს მახლობლად კართანაში გადავიდნენ (კართანის სამაროვანს, რომელიც 80-იან წლებში გათხარა ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ადგილობრივი მკვიდრნი დღესაც ,,დევების საფლავთ” უწოდებენ). დღეს კოპალის სალოცავში ხევსიბერია იოსებ კოჭიშვილი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/03/20
    დაბრუნება
    • 07/03/20