national delicacy

არმაზი, კარსანი, ბაგინეთი, ოლღას მონასტერი

  • ID: 59710
  • ნახვები: 742
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 22/02/20
    დაბრუნება
    • 22/02/20
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ისტორიულ ტურს ტყის ბილიკებზე, ულამაზესი ხედების ფონზე მცხეთის შემოგარენში.

ტურის ფარგლებში ვიმოგზაურებთ ქალაქში - “სადაც ღმერთები ღმერთობდნენ და მეფენი მეფობდნენ". ვნახავთ ქართლის მთას, სადაც პირველად დასახლდა ქართლოსი და შემდეგ ფარნავზმა ძვ. წ. IV-III სს. ააშენა სამეფო სასახლე, სადაც იყო ქართველ წარმართ მეფეთა რეზიდენცია (ფარნავაზიდან - ვახტან გორგასლის ჩათვლით, შემდეგ თბილისში გადაიტანეს სამეფო რეზიდენცია). აქ ცხოვრობდა 27 მეფე. ავალთ თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, წარმტაცი ბუნებითა და ეკომრავალფეროვნებით გამორჩეულ პატარა ხეობაში, სადაც მდებარეობს ისტორიული სოფელი კარსანი. სწორედ კარსნიდან იყო საქართველოში ქრისტეს კვართის ჩამომტანი ლონგინოზ კარსნელი. ვიხილავთ ლეგენდებით სავსე საიდუმლო ლაბორატორიას და უძველეს ტაძარს, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები მცხეთასა და მის შემოგარენზე. ავალთ გორაზე, სადაც 3 კერპი ერთად იდგა: არმაზი, გაცი და გაიმი. ლეგენდის თანახმად აქვეა დაკრძალული ქართლოსი.

1. კარსანის ღვთისმშობლის ეკლესია - მე- 9 -10 ს.ს.
2. კარსანის ყოფილი საიდუმლო ლაბორატორია
3. გორა, სადაც სამი კერპი ერთად იდგა: არმაზი, გაცი და გაიმი.
4. არმაზციხე (ბაგინეთი ) სრულიად ქართლის პირველი დედაქალაქი. ძვ. წ. IV-III ს.ს.
5. მცხეთის ბეთლემი - მე-4 ს. კლდეში ნაშენები სალოცავი, სადაც წმ. ნინო ლოცულობდა.
6. არმაზის მონასტერი: ღვთისმშობლის ეკლესია, მე-12 ს.
7. არმაზის ციხე, მე-13-15 ს.ს.

თუ დრო დაგვრჩა დავამატებთ:
8. ოლღას მონასტერი - მე-11-12 ს.ს. ღვთისმშობლის ეკლესია. (მიწით დაფარული მონასტერი მე-19 საუკუნეში ოლღამ აღმოაჩინა).

✔ 22 თებერვალი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 15 ლარი

 ფეხით სასიარულო:
- გორა, სადაც სამი კერპი ერთად იდგა - ჯამში 1,5 კმ.
- არმაზის ციხე - ჯამში 3 კმ.

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი
 მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
☕ ყავა, ჩაი (პატარა გაზქურა მოგვაქვს და მოგიდუღებთ პიკნიკის დროს).

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით მაღაზიასთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ).

 არმაზის ციხის ბილიკზე ტყეში გვექნება პიკნიკი.

✔ არმაზციხე (ბაგინეთი) - სრულიად ქართლის პირველი დედაქალაქი. ლეონტი მროველი ციხე-ქალაქის პირველ აღმშენებლად ქართლოსს - ქართველთა ნათესავთმთავარს ასახელებს. მოიცავს სამ მკაფიოდ განსხვავებულ კულტურის ფენას: ქვედა (არმაზციხე I) უძველესი ქალაქისა და განეკუთვნება ძვ. წ. IV-III საუკუნეებს: შუა (არმაზციხე II) - ძვ. წ. III-I სს.; ზედა (არმაზციხე III) - I და მომდევნო საუკუნეებს (მცხეთის დედაქალაქობის ხანის დასასრულამდე). არმაზციხეში აღმოჩენილია გალავნის ნანგრევები, კოშკები, ბურჯები, სამეფო რეზიდენციის ნაგებობანი (სვეტებიანი დარბაზი, აბანო, ღია და დახურული წყალსადენი), სამეფო აკლდამის, მავზოლეუმის ნანგრევები, დიდი რაოდენობით ოქრო-ვერცხლის ნივთები მეფის ასულის სამარხ-სარკოფაგში (ახ. წ. II ს.).არმაზი დიდი ხანი იყო მეფეთა რეზიდენცია, მაგრამ VII საუკუნეში მურვან ყრუს შემოსევის დროს დიდი ზიანი მიადგა, ხოლო შემდგომი მონღოლებისა და თურქების შემოსევების შემდეგ აღარც აღდგენილა.

✔ მცხეთის ბეთლემი - მე-4 საუკუნე. ეს არის კლდეში ნაშენები სალოცავი, ძველი თქმულების თანახმად წმ. ნინო აქ ლოცულობდა და აქ იყო მისი მოსასვენებელი. ააგეს მღვიმეში იმ ადგილას, სადაც მტკვრის პირას მოინათლა ქართველი ერი.

✔ არმაზის ციხე, მე-13-15 საუკუნეები. ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ციხეს შესასვლელი სამხრეთ - აღმოსავლეთით ჰქონია (შემორჩენილია კვალი). გალავანი გეგმით ტრაპეციის მაგვარია (26X27,5 მ), კოშკი გალავნის სამხრეთ ნაწილში დგას. იგი წიბოებმომრგვალებულ სამკუთხა პრიზმს წარმოადგენს (გვერდების სიგრ. 13,5 მ). პირველი სართული ყრუა. შიგნით მისი ერთი კუთხე ცერადაა გადატიხრულ (სამეურნეო დანიშნულებისათვის) შესასვლელი მეორე სართულზეა, ჩრდილოეთით. ამ სართულზე მოზრდილი სარკმლებია. მესამე სართულის კედლების მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი.

✔ არმაზის მონასტერი: ღვთისმშობლის ეკლესია, მე-12 საუკუნე. ეკლესია აგებისთანავე მოუხატავთ. მოხატულობის ნაშთები შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთის კედელზე. საკურთხევლის მხატვრობა მოწითალო-აგურისფერი ხაზით დაყოფილია სამ რეგისტრად. კონქის კომპოზიცია არ შემორჩენილა. შუა რეგისტრში გაირჩევა მოციქულთა დიდი ზომის წელზედა გამოსახულებები. ქვედა რეგისტრში გამოსახული არიან ეკლესიის მამანი. დარბაზის დასავლეთის კედლის სამხრეთ მხარეს ჩანს წმინდა მეომრის ფიგურა შუბითა და ფარით ხელში. საკურთხევლის სარკმელში დარჩენილი ყვითელი ოქროს, მწვანე, ცისფერი და ლურჯი საღებავებით შესრულებული მცენარეული ორნამენტის ნაშთები წარმოდგენას იძლევა მოხატულობის კოლორიტზე. მხატვრობა მონუმენტური ხასიათისაა, მისთვის დამახასიათებელია რბილი დენადი ნახატი, ფიგურათა დახვეწილი პროპორციები. კომპლექსში ასევე შედის კარიბჭე, მინაშენი და საძვალე. ოთხივე ნაგებობა ცალცალკეა აგებული მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში. ეკლესიის დასავლეთით დგას სამრეკლო. აგებულია მე-16-17 საუკუნეებში. ნაშენია ნატეხი ქვითა და აგურით. ნაგებობა ორსართულიანია.

✔ სოფელი კარსანი - გადმოცემების თანახმად, კარსნის სიახლოვესაა დაკრძალული ქართველთა ეთნარქი - ქართლოსი.
ისტორიული ცნობებიდან ირკვევა, რომ პირველად ებრაელები საქართველოში 26 საუკუნის წინ გამოჩნდნენ და, სავარაუდოდ, კარსანში დასახლდნენ. სიტყვა "კარსანი" კი პირველად "მოქცევა ქართლისაში" გამოჩნდა, როდესაც სოფელ კარსანში მცხოვრებმა ლონგინოზ კარსნელმა ჩამოაბრძანა ქრისტეს კვართი საქართველოში.

✔ კარსანის ღვთისმშობლის ეკლესია - სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX-X საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთის კედლის წყობაში ე. წ. მერცხლის კუდით გადაბმული კვადრებიცაა გამოყენებული. საკურთხევლის წინ საკურთხევლისწინა ჯვრის რუხი ქვის ცხრაწახნაგა პოსტამენტი დგას.

✔ კარსანი საიდუმლო ლაბორატორია -მეორე მსოფლიო ომის დროს ლავრენტი ბერიას ბრძანებით, სოფელი მოსახლეობისაგან დაცალეს, რომ იქ ფიზიკოსებს საიდუმლო იარაღზე ემუშავათ. ხალხს სჯეროდა, რომ კარსანში"მიწისქვეშა დარბაზები იყო, სადაც საიდუმლო ცდები ტარდებოდა. ცნობილია, რომ იქ გეოფიზიკური ობსერვატორიის შენობა აიგო, რომელიც მოგვიანებით ტუბსაავადმყოფოდ გადაკეთდა და 1980-იანი წლების ბოლომდე იარსება. ადგილობრივების თქმით, ტუბდისპანსერში იმ ადამიანებს "მკურნალობდნენ" რომელთა თავიდან მოშორება სურდათ მაშინდელი უშიშროების სამსახურის თანამ­შრომლებს.

✔ ოლღას მონასტერი - მე-11-12 საუკუნეები. ღვთისმშობლის ეკლესია ცნობილია „ახალქალაქურის“ სახელწოდებით და ცნობილია, რომ 1609 წელს მეფე ლუარსაბისაგან დევნილმა გიორგი სააკაძემ თავის ახლობლებთან ერთად თავი სწორედ ახალქალაქურ მონასტერს შეაფარა. მე-19 საუკუნის 90-იან წლებში ვინმე ოლღა გორნიჩს და მის მეუღლეს ეს მიდამოები მთლიანად გაუთხრიათ და მიწით დაფარული მონასტერი აღმოუჩენიათ. მათ გაწმინდეს და შეაკეთეს იქაურობა და დაარსეს დედათა მონასტერი.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე15.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 22/02/20
    დაბრუნება
    • 22/02/20