national delicacy

გუდაური - 16 თებერვალი, კვირა.

  • ID: 59553
  • ნახვები: 541
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/02/20
    დაბრუნება
    • 16/02/20
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს გუდაურში. 

გუდაურში არის სხვადასხვა გასართობები. ისეირნებთ საბაგიროებით და გადაიღებთ ფოტოებს ულამაზესი ხედების ფონზე. ხოლო სრიალის მოყვარულთათვის თხილამურები, ციგები, ბურანები, და ა.შ.

✔ დღის განმავლობაში გექნებათ თავისუფალი დრო და გაერთობით სურვილისამებრ.

✔ 16 თებერვალი, კვირა
✔ ტურის ღირებულება: 17 ლარი

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

ვიკრიბებით:
მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან. გავდივართ 8:00სთ-ზე. (გასვლისას ვინც არ იქნება ადგილზე ვერ დაველოდებით).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
ყავა, ჩაი, ერთჯერადი ჭურჭელი - მარშუტკასთან გვექნება პატარა გაზქურა და მოგიდუღებთ თქვენი სურვილისამებრ ყავას ან ჩაის.

ტურის ღირებულებაში არ შედის საბაგიროები.
საბაგიროთი გასეირნება ერთი ასვლა - 10 ლარი, ხოლო დღიური ულიმიტო ბარათი - 50 ლარი.

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით მაღაზიასთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ).


17:00 საათზე იკეტება საბაგიროები და ამ დროისათვის ვიკრიბებით მარშუტკასთან.
17:30 საათზე გამომგზავრება გუდაურიდან.

ტურის ბოლოს კი ჯგუფის სურვილის შემთხვევაში ვიხინკლავებთ. ერთმანეთს გავუზიარებთ დღის ემოციებს, ვიმხიარულებთ, მოვყვებით საინტერესო ამბებს და ა.შ. საღამოს კი დადებითი ემოციებით სავსენი დავუბრუნდებით დედაქალაქს..

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე17.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/02/20
    დაბრუნება
    • 16/02/20