national delicacy

თოვლიანი აბასთუმანი - ობსერვატორია, ზარზმა, რაბათი

  • ID: 59551
  • ნახვები: 631
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/02/20
    დაბრუნება
    • 15/02/20
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველო ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს დათოვლილ სამცხეში.

1. რაბათის ციხე
2.ზარზმის სამონასტრო კომპლექსი მე-7-9 სს.
3. აბასთუმნის თამარის ხიდი მდ. ოცხეზე მე-9-11 სს.
4. კურორტი აბასთუმანი
5. ყანობილის მთა
6. აბასთუმნის ობსერვატორია

✔ 15 თებერვალი, შაბათი
✔ ტურის ღირებულება: 27 ლარი

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:15
სთ. გავდივართ 7:30 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი
 მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).
 ყავა, ჩაი, ერთჯერადი ჭურჭელი - მარშუტკასთან გვექნება პატარა გაზქურა და მოგიდუღებთ თქვენი სურვილისამებრ ყავას ან ჩაის.

ტურის ღირებულებაში არ შედის:
1. რაბათის ციხის ბილეთი - 8 ლარი.
სტუდენტებსა და მოსწავლეებზე მოქმედებს ფასდაკლება.
2. ობსერვატორიის ბილეთი:
ზრდასრულები - 6 ლარი.
მოსწავლეებიი და სტუდენტები - 3 ლარი.

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ გზად გავჩერდებით მაღაზიასთან.

 

✔ რაბათის ციხე — ისტორიული ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრში, ქალაქ ახალციხეში, „რაბათის“ ისტორიულ უბანში. მდებარეობს მდინარე ფოცხოვის ნაპირზე.
რაბათის ციხე-კომპლექსი დღესდღეისობით რეაბილიტირებულია, იგი შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდის ნაგებობისგან შედგება. ციხე-კომპლექსი რეგიონის უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი ნაგებობა იყო, მის კედლებს არაერთი მძიმე ბრძოლა ახსოვთ. საუკუნეების მანძილზე აქ ახალციხის მფლობელთა რეზიდენცია იყო. ციხე-სიმაგრეს შემოვლებული ჰქონდა სამი გალავანი და შემოგარენს მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდებოდა.
ციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება. XII–XIII საუკუნეებში ციხე ჯაყელების რეზიდენციად იქცა, იგი აღადგინეს და გააფართოვეს. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ტოპონიმი „ახალციხე“.
2011-2012 წლებში მიმდინარე რესტავრაციის შედეგად ციხე-კომპლექსის ტერიტორიაზე განახლდა გალავანი, ციტადელი, IX-X სს-ის მართლმადიდებლური ტაძარი, ჰაჯი ახმედ-ფაშა ჯაყელის სახელობის მეჩეთი, მედრესე, მინარეთი და ჯაყელების სასახლე, სადაც განთავსდა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.

✔ ზარზმის სამონასტრო კომპლექსი მე-7-9 სს. თავდაპირველად დაუარსებია ადრინდელი ფეოდალური ხანის სასულიერო მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს. ახლანდელი ტაძარი და სამრეკლო აგებულია XIV საუკუნის პირველ წლებში სამცხის მთავრის ბექამანდატურთუხუცესის დროს. მნიშვნელოვანია კედლის მხატვრობაც, სადაც შემონახულია სამცხის მფლობელ ჯაყელთა (სარგისის, ბექა მანდატურთუხუცესის, სარგის II-ის, ყუარყუარეს), აგრეთვე XVI საუკუნის ისტორიულ პირთა (იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის, სერაპიონ ხურციძის და სხვ.) პორტრეტები. ზარზმის მონასტერში მოღვაწეობდნენ ბასილი ზარზმელი, გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვა.ზარზმის მონასტერის საძვალეში ინახება მონასტერში მოღვაწეთა ნაწილები. მათ შორის ასევე არის მე-10 საუკუნის უხრწნელი გვამიც.

✔ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია — სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. დაარსდა 1932 წლის 28 თებერვალს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით. აბასთუმნის ობსერვატორიაში 1942 წელს ქართველი ასტრონომის გიორგი თევზაძის მიერ აღმოჩენილ იქნა მანამდე უცნობი, ორი ახალი კუდიანი ვარსკვლავი „კომეტა“, რომელთაც ეწოდა „კომეტა 1942 თევზაძე 1“ და „კომეტა 1942 თევზაძე 2“. ეს აღმოჩენა წარმოადგენდა პირველ ასტრონომიულ აღმოჩენას, რომელიც ქართველის მიერ იყო შესრულებული.

✔ აბასთუმანი სამთო-კლიმატური კურორტია (ზღვის დონიდან 1340 მ). XIX ს-ის 70-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა კურორტის მშენებლობას. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. IX-X საუკუნეებში მას „ოძრხედ” მოიხსენიებენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში დამკვიდრდა „ოცხე”, XIX საუკუნიდან „აბასთუმანი”. დღევანდელი სახელი შეიძლება მომდინარეობდეს აბაზასძეთა საგვარეულო სახელისაგან. სახელწოდება „აბასთუმნის“ შესახებ არის მრავალი ლეგენდარული გადმოცემა. მაგალითისათვის ზისერმანი – „თბილისის გუბერნიის აღწერაში“ აბასთუმანს მოიხსენიებს და ამბობს: „აბასთუმნის თბილ წყლებში შაჰ-აბასი ბანაობდა, უცებ თავს წამოადგა დიდძალი მტერი. შაჰ -აბასმა ჩაცმაც ვეღარ მოასწრო რიგიანად. ასე, რომ პერანგის ამხანაგი იქ დარჩა. ხალხმა დაინახა და დაიძახა: „აბასის თუბანი, აბასის თუბანიო!“ (თუბანი-ოსმალურად ქვედა საცვალს ჰქვია, თითქოს აქედან მოდის სახელწოდება აბასთუმანიო).
ხალხური გადმოცემით აბასთუმნის სამკურნალო წყლების ისტორია უძველესი დროიდან იწყება. ამავე წყაროს მიხედვით ალექსანდრე მაკედონელი აბანავებდა მასში თავის მხედრებს და კურნავდა მათ ჭრილობებისაგან.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე27.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/02/20
    დაბრუნება
    • 15/02/20