national delicacy

საბადური, ნადოკრა, სიონის წყალსაცავი და ა.შ. - 9 თებერვალი

  • ID: 59470
  • ნახვები: 650
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/02/20
    დაბრუნება
    • 09/02/20
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს ტურს დათოვლილ საბადურის ტყეში, რომელიც მსოფლიოს ულამაზეს ტყეების სიაშია შესული.

1. დათვების თავშესაფარი (ცხვარიჭამიაში)
2. ცხვარიჭამიის მონასტერი: წმ. ილია მართლისა და ამაღლების ეკლესიები ("დიდი საყდარი", მე-7-8 საუკუნე).
3. საბადურის ტყე
4. ნადოკრას მონასტერი: ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (არჩილ მეფის საფლავი, მე-8 საუკუნე).
5. სიონის წყალსაცავი

✔ 9 თებერვალი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 15 ლარი.

⚠️ ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650


ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან
9:45 სთ. გავდივართ 10:00 სთ.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
 გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
ყავა, ჩაი, ერთჯერადი ჭურჭელი - მარშუტკასთან გვექნება პატარა გაზქურა და მოგიდუღებთ თქვენი სურვილისამებრ ყავას ან ჩაის.

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
✔ დილით გავჩერდებით მაღაზიასთან. ინდივიდუალურად შეიძენთ ვისაც რა სურს, ერთი დღის სამყოფ პროდუქტს, წყალს (ეს ყველაფერი შეგიძლიათ სახლიდანაც წამოიღოთ).

 

✔ ცხვარიჭამიის მონასტერი: - წმ. ილია მართლისა და ამაღლების ეკლესიები ("დიდი საყდარი", მე-7-8 საუკუნე). დიდი საყდარი სამეკლესიანი ბაზილიკაა (9,2 X 7,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციულ ადგილებში გათლილი შირიმის ქვაა გამოყენებული, ხოლო კედლის თაღებისათვის - აგური. შუა ეკლესია გვერდით ეკლესიებთან შედარებით უფრო ფართო და მაღალია. შესასვლელი ორი აქვს: სამხრეთით კედლის თაღებს შორის და დასავლეთით - სიმეტრიის ღერძზე.

✔ ნადოკრას მონასტერი: ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (არჩილ მეფის საფლავი, მე-8 საუკუნე). კომპლექსში შედის მიჯრით მდგარი ორი დარბაზული ეკლესია და ხუთსართულიანი კოშკი; აგრეთვე მარანი, საცხოვრებელი შენობისა და გალავნის ნაშთები. ნაგებობათაგან უადრესია დასავლეთით მდგარი მე-8 საუკუნის ეკლესია, რომლის შიგნით მდებარე სამარხი მიჩნეულია ქართლის ერისმთავრის არჩილ სტეფანოზის ძის (719-745 წწ.) საფლავად. მოგვიანებით, განვითარებულ შუა საუკუნეებში ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან აუგიათ მეორე ეკლესია ისე, რომ მისი სამხრეთი კედელი თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის ხაზზე მდებარებს და სამხრეთ-დასავლეთი კუთხით ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეს ებჯინება. მე-16-18 საუკუნეებში თავდაპირველი ეკლესიის წინ აუგიათ კოშკი, რომელიც მთლიანად ფარავს თავდაპირველი ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადს, ხოლო II ეკლესიის, სამხრეთის ფასადის ნახევარზე მეტს. ამავე პერიოდს უნდა მიეკუთვნებოდეს მარანი, საცხოვრებელი ნაგებობა და გალავანი.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე ფასი შეთანხმებით
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/02/20
    დაბრუნება
    • 09/02/20