national delicacy

ბაკურიანი - კუკუშკა - 9 თებერვალი

  • ID: 59466
  • ნახვები: 688
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/02/20
    დაბრუნება
    • 09/02/20
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ბაკურიანში.

სურვილის შემთხვევაში ბორჯომიდან ბაკურიანში ავალთ კუკუშკით. ეს იქნება რომანტიული მოგზაურობა დათოვლილ ნაძვნარში. შთაბეჭდილება, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ.
ბაკურიანში კი გელით უამრავი გასართობი: საბაგიროები, ფოტოები ულამაზესი ხედების ფონზე, სრიალის მოყვარულთათვის თხილამურები, მარხილები, ციგები, ბურანები, კაფე-ბარები და ა.შ.

✔ დღის განმავლობაში გექნებათ თავისუფალი დრო და გაერთობით სურვილისამებრ.

✔ 9 თებერვალი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება 20 ლარი.

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650


ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:15 სთ-დან. გავდივართ 7:30 სთ-ზე. (გასვლისას ვინც არ იქნება ადგილზე ვერ დაველოდებით)

ბაკურიანში ჩასვლისას გავჩერდებით 25 იანების საბაგიროსთან, სადაც შეგიძლიათ ისრიალოთ თხილამურებით, ბურანით, ციგებით, მარხილებით და ა.შ. შემდეგ 14:30 საათზე აგიყვანთ დიდველის საბაგიროზე და დავტკბებით ულამაზესი ხედებით.

რაც შეეხება კუკუშკით მგზავრობას:
ვისაც კუკუშკით სურს მგზავრობა (დათოვლილი ნაძვნარის ულამაზესი ხედების ფონზე) დავტოვებთ ბორჯომის რკინიგზის სადგურში და გამოემგზავრებით კუკუშკით ბაკურიანში. კუკუშკა 2:30 საათს უნდება ბაკურიანამდე ასვლას. 13:30 საათზე იქნებით ბაკურიანში. 1 საათი გექნებათ დრო 25 იანების საბაგიროსთან გაერთოთ. შემდეგ 14:30 წაგიყვანთ დიდველზე.
ვისაც დიდველზე არ გენდომებათ წამოსვლა 18:00 საათზე დაგვხვდებით 25 იანების საბაგიროსთან და გამოვემგზავრებით თბილისში. ხოლო ვისაც კუკუშკით მგზავრობა არ ენდომება, ბაკურიანში იქნებით 10:30 საათზე.

18:00 საათზე გამოვემგზავრებით თბილისში.

ტურის ბოლოს კი ჯგუფის სურვილის შემთხვევაში ვიხინკლავებთ. ერთმანეთს გავუზიარებთ დღის ემოციებს, ვიმხიარულებთ, მოვყვებით საინტერესო ამბებს და ა.შ. საღამოს კი დადებითი ემოციებით სავსენი დავუბრუნდებით დედაქალაქს.

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
 ყავა, ჩაი, ერთჯერადი ჭურჭელი - მარშუტკასთან გვექნება პატარა გაზქურა და მოგიდუღებთ თქვენი სურვილისამებრ ყავას ან ჩაის.

ტურის ღირებულებაში არ შედის :
საბაგიროს ბილეთის ღირებულება
კუკუშკა მატარებლის ბილეთი - 2 ლარი (სურვილისამებრ)
კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 09/02/20
    დაბრუნება
    • 09/02/20