national delicacy

კატარინენფელდი მარაბდა გაგის ციხე სათხე კაზრეთი ბოლნისი

  • ID: 59464
  • ნახვები: 1120
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/02/20
    დაბრუნება
    • 08/02/20
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ისტორიულ ტურს ქვემო ქართლში.

1. მარაბდა - წმინდა მარინეს ეკლესია მე-16-17 სს.
(დაკრძალულია მარაბდის ბრძოლის გმირი ცხრა ძმა ხერხეულიძე)
2. გაგის ციხე - ააგო ანისის მეფე გაგიკ I-მა (990-1020).
3. ბოლნისის ელიას მთის წმ. პეტრე პავლეს სახელობის მამათა მონასტერი (ულამაზესი ხედებით)
4. კაზრეთის სამება - მონასტერი აგებულია მეფე ლაშა გიორგის მიერ მე-13ს.
5. სათხე - მე-10 ს.
6. ბოლნისის გერმანული უბანი ,,კატარინენფელდი" -12 შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი.

✔ 8 თებერვალი, შაბათი
✔ ტურის ღირებულება: 25 ლარი

ფეხით სასიარულო მხოლოდ სათხის მონასტერში
ჯამში - 6 კმ. (ერთი გზა - 3 კმ. ) სულ სწორ რელიეფზე, ძალიან მარტივი. ტყეში მიუყვება ულამაზესი ბილიკი ( ჯიპის გზა).

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
555 40 76 50 ანი
598 58 58 68 ლევანი
VIBER / WhatsApp - 555407650

ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45
სთ. გავდივართ 8:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).
ყავა, ჩაი, ერთჯერადი ჭურჭელი - მარშუტკასთან გვექნება პატარა გაზქურა და მოგიდუღებთ თქვენი სურვილისამებრ ყავას ან ჩაის.

 

✔ სათხის მონასტერი, მე-10-17 საუკუნეები. სათხის ეკლესია მრავალმხრივ საინტერესოა. იგი რამდენიმე ეპოქის სამშენებლო ფენას შეიცავს. მდიდარია მორთულობითა და წარწერებით, შემორჩენილი აქვს კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. თავის დროზე ინტერიერს შესანიშნავი კანკელიც ამკობდა, რომელიც ახლა საქ. ხელოვნების მუზეუმშია დაცული. მნიშვნელოვანია ე.თაყაიშვილის ცნობები სათხის ეკლესიის შესახებ („სომხით–საორბელოს ძეგლების წარწერები“ თბ. 1951). ავტორი სათხეში 1896 წელს ყოფილა. მაშინ შეუმოწმებია და გადმოუღია წარწერები. მანვე 1900 წელს გადმოიტანა თბილისში სათხის კანკელის ნანგრევები. ავტორი ეკლესიის სახელწოდებითაც დაიტერესებულა. გადმოცემით ამ ადგილებში ხშირად ჩამოდიოდნენ და თავს იფარავდნენ გარეული თხებიო.

✔ კაზრეთის სამება - მე-13 საუკუნე. აგებულია მეფე ლაშა გიორგის მიერ. შემორჩენილი ნაგებობების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ რომ აქ მნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსი უნდა ყოფილიყო. 1956 წელს კაზრეთის კომპლექსი კულტურის სამინისტროს კულტურის ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის საქმეთა სამმართველოს მიერ გაწმენდილ იქნა გარედანაც და შიგნიდანაც (მანამდე ეკლესია ცოკოლიდან ერთი მეტრის სიღრმეზე იყო მიწით დაფარული);

✔ მარაბდა პირველად მოხსენიებულია XI საუკუნის დასაწყისის წყაროებში („მატიანე ქართლისა“). 1625 წელს მარაბდასთან გაიმართა ბრძოლა ქართველთა და სპარსელთა ლაშქარს შორის. სოფლის (ძველი მარაბდის) განაპირას დგას წმინდა მარინეს ეკლესია (XVI-XVII სს.). გადმოცემით, მის მახლობლად დაკრძალულია მარაბდის ბრძოლის გმირი ცხრა ძმა ხერხეულიძე. მარაბდელი იყო XIX საუკუნის გმირი არსენა ოძელაშვილი.

✔ გაგი, აღჩაყალა, აღჯაყალა (თურქ. akçakale — თეთრი ციხე) — ციხესიმაგრე ქვემო ქართლში. მისი ნანგრევები შემორჩენილია მდინარე დებედის ქვემო წელის მარჯვენა ნაპირის ვაკეზე, სოფ. კუშჩის (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მახლობლად.
წყაროებში პირველად იხსენიება XI საუკუნეში. სომეხი ისტორიკოსის — ვარდანის (XIII ს.) ცნობით ციხესიმაგრე აუგია ანისის მეფე გაგიკ I-ს (990-1020). ციხის ნანგრევები მოწმობს, რომ იგი გაცილებით უფრო ძველი ნაგებობაა და გაგიკ I-ს, როგორც ჩანს, მხოლოდ განუახლებია.
ციხე მდებარეობდა სავაჭრო მაგისტრალზე. აგებული იყო ველზე ამართულ კლდოვან ბორცვზე, რომელიც საცხოვრებლად გამოყენებული ყოფილა ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან. გაგის ციხე საქართველოს სახელმწიფოს ფორპოსტს წარმოადგენდა სამხრეთ-აღმოსავლეთში. გაგის მფლობელთაგან მოდის XII-XIII საუკუნეების ფეოდალური საგვარეულო გაგელები. XIV საუკუნის წყაროებში გაგის ციხე აღარ იხსენიება. XV საუკუნიდან კი გვხვდება უკვე აღჯაყალის სახელწოდებით.
აღჯაყალა გვიანდელი შუა საუკუნეებში სომხითის მთავარი ციხესიმაგრე იყო. იდგა სტრატეგიულად მნიშვნელოვან მაგისტრალზე, რომელიც საქართველოს აკავშირებდა ახლო აღმოსავლეთთან, კერძოდ, ირანთან. აღჯაყალა სამხრეთიდან იცავდა თბილისის მისადგომებს. ირანელი მმართველები დაჟინებით ცდილობდნენ აღჯაყალის ხელში ჩაგდებას, დებედის ველზე მომთაბარეთა დასახლებას, აქ ქართულ ფეოდალური მეურნეობის აღმოფხვრას და ქართლის სამეფოს სამხრეთ მისადგომების მოშლას. ირანის შაჰების პოლიტიკა შეუპოვარ წინააღმდეგობას ხვდებოდა ქართველი მეფეების მხრივ, რომლებმაც, საბოლოოდ შეინარჩუნეს აღჯაყალა.

✔ ბოლნისი ქალაქს დაერქვა ამ მიდამოებში ძველთაგანვე არსებული მნიშვნელოვანი პუნქტების სახელწოდების მიხედვით. ბოლნისი წარმოდგება სიტყვა „ბოვისაგან“. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით „ბოვი არს სადა ოქრო, ვერცხლი, სპილენძი და მისთანანი ითხრების და გამოიდნობის“.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/02/20
    დაბრუნება
    • 08/02/20