❄❄❄ "ფიროსმანი ტურები" 8 თებერვალს, შაბათს, გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ბაკურიანში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 1700 მ. ტურის გეგმა ასეთია:
⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში და თანაც ე.წ. "კუკუშკაზე" დავაგვიანებთ).
1. 10:15-სთვის პირველი გაჩერება გვქნება ბორჯომის რკინიგზის სადგურში. ადგილზე არის საპირფარეშო და მაღაზიაც. ვისაც სურვილი ექნება ე.წ. "კუკუშკით" მგზავრობის, დავტოვებთ სადგურში. ეს გახლავთ ძალზედ რომანტიული 2.5 საათიანი მოგზაურობა ლამაზი ხედებით, დათოვლილი ნაძვნარით და ა.შ. გაივლით უშუალოდ ეიფელის დაპროექტებულ ხიდზეც, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბაკურიანში გასართობად 2.5 საათით ნაკლები დრო გექნებათ, თუმცა ძირითადად სანახაობებს მაინც იხილავთ.
2. ეიფელის ხიდი - 1897 წ. დააპროექტა უშუალოდ გუსტავ ეიფელმა, პარიზში დადგმული ცნობილი “ეიფელის კოშკის” ავტორმა. ვინც არ იმგზავრებს კუკუშკით, ამ ხიდზე ჩავიყვანთ ფეხით, გასავლელი იქნება 200 მეტრი, მარტივი ბილიკი. ვინც კუკუშკით იმგზავრებს, მატარებელი გადაივლის ამ ხიდზე და მხოლოდ ამ მომენტში ექნება ნახვის საშუალება.
3. ⛷ 12:00-სთვის გავჩერდებით ე.წ. "25"-ებთან. აქ თოვლში გასართობათ ყველანაიარი საშუალებაა. თხილამურების ქირაობა ⛷, ბურანები, ციგები, ყინულის მოედანი ☃, ცხენით სეირნობა, სნოუბორდი კვადროციკლი და ა.შ. აქვეა სათრეველა საბაგიროებიც. ეს ადგილი (მცირე დაქანების გამო) ყველაზე კარგია დამწყები მოთხილამურეთათვის. მათ, ვინც ოცნებობს, მალე დადგეს თხილამურებზე, გამოცდილი ინსტრუქტორები სრიალის ტექნიკას შეასწავლიან. 13:20-ზე ბაკურიანის რკინიგზის სადგურში შევხვდებით ჯგუფის ნაწილს, რომელიც კუკუშკით ამოვა და 13:40-სთვის ამოვიყვანთ "25"-ებთან. აქ გავჩერდებით 15:00-მდე და "კუკუშკით" ამოსული ჯგუფის ნაწილს ექნება 1 სთ. აქ გართობის, პიკნიკის და ა.შ.
4. 15:00-ზე გავდივართ დიდველისკენ. აქ გველოდება გონდოლა–საბაგიროები და ულამაზესი ხედები. ქვედა სადგური მდებარეობს ზღვის დონიდან 1830 მ. ხოლო ზედა 2130 მ-ზე. თუ ვინმეს არ ენდომება დიდველზე წამოსვლა, დავტოვებთ "25"-ებთან, თუმცა დიდველზე წამოსულებსაც, როგორც წესი, რჩებათ კიდევ 1 საათი "25"-ებთან გასართობად. ბოლოს ყველა ერთად ვიკრიბებით 17:50-ზე "25"-ებთან და ვემზადებით თბილისში გამოსამგზავრებლად.
⏰ თბილისისკენ მოვემგზავრებით 18:00-სკენ "25"-ებიდან და თბილისში ვიქნებით 21:00-ზე. თუ ჯგუფის უმრავლესობას ენდომება სახნიკლე, შევალთ მანდაც და ჩამოსვლის დრო იქნება 22:00.
✔ 8 თებერვალი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: .
ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).
ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.
დიდველის საბაგიროების ღირებულება:
✔ ერთი ასვლა: უფროსი, ბავშვი - .
✔ სამი ასვლა: უფროსი, ბავშვი - .
"25"-ების პატარა საბაგიროების ბილეთი - .
კუკუშკის ბილეთი - .
⛷ სასრიალო და სხვადასხვა აღჭურვილობის ქირაობა.
ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე გიორგი
⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.
ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.
გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤
✔ ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. 1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. ბაკურიანიდან კოხტაგორის მთაზე (1,3 კმ) და ცხრაწყაროს უღელტეხილზე (3,5 კმ) გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. დიდველის სათხილამურო გზებზე მოქმედებს ხელოვნური გათოოვლიანება. ფაქტორებია: მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება (2052 სთ წელიწადში) და ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია. სამედიცინო ჩვენება: ლიმფადენიტი, სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებანი, სისხლნაკლებობა.
✔ გასაოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე ე.წ ეიფელის ხიდი,რომელიც აგებულია ბორჯომ- ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე. იგი მიხეილ რომანოვმა საფრანგეთში შეუკვეთა ფრანგ ინჟინერ-კონსტრუქტორსა და ხიდების მშენებელს, პარიზში დადგმული, ცნობილი “ეიფელის კოშკის” ავტორს ალექსანდრე გუსტავ ეიფელს. ხიდის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო მდინარე ცემისწყალზე. ადგილზე ხიდის მონტაჟი განახორციელა კონსტრუქტორმა ბესარიონ ქებურიამ. 1902 წლის იანვრიდან ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზით ბორჯომი – ბაკურიანი, პირველმა ,,კუკუშკა” მატარებელმა გაიარა. ,კუკუშკა” დღემდე ემსახურება სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს. ხიდს ხალხში დღესაც „ეიფელის ხიდს“ ეძახიან.













