national delicacy

ბოდბე, სიღნაღი, ნინოწმინდა, მანავი

  • ID: 59107
  • ნახვები: 1213
complogo
ფიროსმანი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/01/20
    დაბრუნება
    • 26/01/20
დამატებითი ინფორმაცია

"ფიროსმანი ტურები" 26 იანვარს, კვირას, ისტორიულ ქიზიყს (კამბეჩოვანი) ესტუმრება. მოგეხსენებათ, 27 იანვარს არის ნინოობა, მაგრამ ორშაბათი სამუშაო დღეა და არც მუზეუმები მუშაობენ, ამიტომ გადავწყვიტეთ ტური ერთი დღით ადრე გაგვეკეთებინა:

1. ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი: წმ. ნინოს მე-6 საუკუნის ტაძარი, შემოვლებული გალავანი, აგურის ოთხსართულიანი სამრეკლო (მე-16 ს.), მიტროპოლიტ საბა ტუსისშვილის ორსართულიანი სასახლე (1774-1777), ახალი ტაძარი და სხვა ნაგებობათა ნანგრევები. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ტაძრის აგება უკავშირდება იმ ადგილს, სადაც წმინდა ნინომ შეისვენა. "ნინოწმინდა... პალატები მეფეთა... გალავანში - ჯამი აქაფებული, შენი სახე რისთვის შემომეფეთა, ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული..." გ. ლეონიძე.
2. მანავის ციხე-კომპლექსი. მდებარეობს მაღალ მთაზე, საიდანაც შთამბეჭდავი ხედები იშლება. ციხის ძველი სამშენებლო ფენა მე-10-11 საუკუნეებს მიეკუთვნება, ახალი მე-16-17 საუკუნეებს. კომპლექსი შემავალი ნაგებობებია: შიდა ციხე, ციტადელი - წყალსაცავიანი სასახლე, დიდი ზომის კოშკოვანი სახლის ნანგრევები, მცირე კოშკი, მოზრდილი კოშკოვანი სახლი; ორსართულიანი შენობის ნანგრევები, სამი დარბაზული ეკლესია, ქვედა ციხე, წყალსაცავი, გალავანი.
3. ბოდბის მონასტერი, წმინდა ნინოს საფლავი, მე-4-9 სს. წმ. გიორგის უძველესი და წმ. ნინოს ახალი ულამაზესი ტაძრები.
4. წმიდა ნინოს წყარო ბოდბის მონასტერთან და ნინოს მშობლების ზაბულონისა და სოსანას სახელობის პატარა ტაძარი. გადმოცემის მიხედვით, წყარო წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა და დღემდე მაკურნებელი ძალა აქვს.
5. სიღნაღის მუზეუმი (ინახება ოქროს ლომი, ფიროსმანის ორიგინალები, გარეჯის ფრესკები, ჭერემის სტელა, ნათლისმცემლის სტელა და ა.შ.)
6. სიღნაღის ციხე-გალავანი, მე-18 ს. (გავისეირნებთ გალავანზე სპეციალურად მოწყობილ კიბეებსა და მოაჯირზე, ავალთ კოშკებში და დავტკბებით ულამაზესი ხედებით კავკასიონზე, ალაზნის ველებზე, წნორზე და ა.შ.).

✔ 26 იანვარი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი.

ფეხით სასიარულო (ერთი გზა):
წმინდა ნინოს წყარომდე ჩავდივართ ტრანსპორტით. თუ რაღაც ძალინ გაუთვალისწინებელი მოხდა და ვერ ჩავიდა ტრანსპორტი, მაშინ ჩავალთ ფეხით 600 მეტრიან ბილიკზე მოწყობილი კიბის საშუალებით.
სიღნაღის ციხე-გალავანზე გასეირნება - 400 მეტრი.
მანავის ციხეზე - 700 მეტრი.
ყველგან ძალიან მარტივი რელიეფი.

⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 07:45 სთ. გავდივართ 08:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი (ტურის ორგანიზატორი).
მგზავრობა მიკროავტობუსით.
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
კვება, მოგვაქვს ინდივიდუალურად. ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 
✔ სიღნაღის მუზეუმის ბილეთი (შესვლა სურვილისამებრ): ზრდასრული - 7 ლ. სტუდენტი, სკოლის მოსწავლე, პენსიონერი - 0.5 ლ. საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგები, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლები - 1 ლ. გიდის მომსახურება - 25 ლ.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 79 60 10 გიორგი

⚠️ ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ.
⌚ არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს.
არ ვეწევით მიკროავტობუსში.
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში.
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
⚠️ ტურის მიმდინარეობისას მაღაზიაში ვაჩერებთ დღეში მაქსიმუმ ერთხელ. თუ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე გაგაფრთხილეთ, რომ მაღაზიაში არ გავაჩერებთ, საჭმელი, წყალი, სიგარეტი და ა.შ. თქვენთვის სასურველი პროდუქტი უნდა შეიძინოთ წინა დღეებში და ტურის მიმდინარეობისას გავჩერდებით მხოლოდ საპირფარეშოებთან.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
⚠️ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი. მაგალითად, თუ მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა დაზიანდა ან რაიმე ობიექტი საერთოდ მიუვალი გახდა. შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული ობიექტის ტურიდან ამოღება ან სხვა ობიექტით ჩანაცვლება.

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც აუცილებლად უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა დაწესებულ ვადებში, როგორც წესი, მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მოცემულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. თუ თანხა ჩარიცხული გაქვთ, მაგრამ ატყობთ, რომ ტურზე ვერ მოდიხართ, შეგვატყობინეთ რაც შეიძლება დროულად, რომ შევეცადოთ სხვა მონაწილით ჩანაცვლება. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხეთ თქვენი ჩანაცვლება სხვა მონაწილით ან ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

გისურვებთ საინტერესო და ხალისიან მგზავრობას. ❤

✔ ბოდბის მონასტერი, წმინდა ნინოს საფლავი, მე-4-9 საუკუნეები. წმინდა ნინოს დროიდან მოკიდებული ბოდბის მონასტერი ქართველ მეფეთა და დიდებულთა უპირველესი ზრუნვის საგანს წარმოადგენდა. მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა გაამშვენა და გააფართოვა ტაძარი, ხოლო სამნავიანი ბაზილიკის სახე მან მე-8-9 საუკუნეებში მიიღო. მე-12 საუკუნეში, დავით აღმაშენებლის ძის, დემეტრე I-ის მეფობის ხანაში, კიდევ ერთხელ შეიმკო წმიდა ნინოს განსასვენებლი. მოციქულთა სწორის საფლავი იმდენად პატივცემული იყო, რომ მონღოლებმა, რომლებმაც მიწასთან გაასწორეთ მთელი ქვეყანა, დაუნგრეველ-აუოხრებელი დატოვეს მხოლოდ ბოდბის ტაძარი, თუმცა ისიც არა უვნებლად. შუა საუკუნეებში ამ ტაძარში იკურთხებოდნენ კახთა მეფეები. სხვათა შორის, ბოდბის ტაძარში თეიმურაზ I-ის აღსაყდრებას თავად შაჰ-აბასიც კი დასწრებია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რამდენიმე წლის შემდეგ იავარეყო მონასტერი, რომლის აღდგენასაც შემდგომ დიდი ღვაწლი თავად მეფე თეიმურაზ I-მა დასდო. 1862 წელს, დაიწყო სამსართულიანი სამრეკლოს მშენებლობა, რომელიც 1885 წელს მღვდელმონაზონ ნიკოლოზ მიქელაძის წინამძღვრობისას დასრულდა. მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ეგზარქოსების მიერ დაუმსახურებლად მივიწყებულ და უპატრონოდ დარჩენილ სავანეს დიდი ამაგი დასდო ცნობილმა ჰაგიოგრაფმა და ხატმწერმა მიხეილ საბინინმა. მან წმიდა ნინოს საფლავის ძველი ქვა მარმარილოს ლუსკუმით შეცვალა. მისივე დაუღალავი მოღვაწეობით შემზადდა ნიადაგი აქ დედათა მონასტრის გახსნისათვის.

✔ სიღნაღი (თურქ. sığınak, თავშესაფარი). სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს. სიღნაღი ქალაქად ჩამოყალიბდა მე-18 საუკუნის მიწურულ ერეკლე მეორის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. თუმცა არქეოლოგიური გამოკვლევიბით დგინდება, რომ ეს არეალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ კიდევ პალეოლითური, ნეოლითური და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული. სიღნაღის რაიონის ტერიტორია ადრე კამბეჩოვანის სახელით იყო ცნობილი, შემდეგ მას ჴიზიყს უწოდებდნენ. კამბეჩოვანი (კამბისენე ძველ ბერძნულ წყაროებში) ძველი წელთ. II-I საუკუნეებში შედიოდა იბერიის სამეფოს შემადგენლობაში. ახალ წელთაღირცხვაში მისი ცენტრი ქალაქი ხორნაბუჯი გახდა. სიღნაღს გარს აკრავს დიდი გალავანი 28 კოშკით, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ ლეკებისაგან დასაცავად ააგო. მისი სიგრძე დაახლოებით 4კილომეტრია. ქალაქი შემორჩენილია თითქმის იმავე სახით, როგორიც ის 200 წლის წინ იყო. დღეს სიღნაღს ხშირად ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე. 2007 წელს ქალაქს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, გაიხსნა მუზეუმი და სასტუმროები.

✔ ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი: წმ. ნინოს მე-6 საუკუნის ტაძარი, შემოვლებული გალავანი, აგურის ოთხსართულიანი სამრეკლო (მე-16 ს.), მიტროპოლიტ საბა ტუსისშვილის ორსართულიანი სასახლე (1774-1777), ახალი ტაძარი და სხვა ნაგებობათა ნანგრევები. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ტაძრის აგება უკავშირდება იმ ადგილს, სადაც წმინდა ნინომ შეისვენა. ნინოწმინდის ტაძარი VI საუკუნის საყურადღებო ძეგლია. აშენებულია წმინდა ნინოს დროსვე ძველ საკერპო ადგილას. შენობა წარმოადგენდა ტეტრაკონქის განვითარებულ სახეს და ჯვრის ტიპის ძეგლთა უშუალო წინამორბედს. ტაძარი მრავალჯერ შეუკეთებიათ საფუძვლიანად (მე-11-12 სს., მე-16 ს.). დაინგრა 1824 და 1848 წლების მიწისძვრების დროს. მთავარი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით აღმართულია მე-16-18 საუკუნეების აგურის სამრეკლო. ნინოწმინდის სამრეკლო სიდიდით ერთ-ერთი პირველთაგანია საქართველოში. სამრეკლოს ჩრდილოეთიდან მიშენებული ჰქონდა ხის ორსართულიანი შენობა, რომელშიც ნინოწმინდელი ეპისკოპოსის რეზიდენცია იყო განთავსებული. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ნინოწმინდელ საბა ტუსიშვილს განუახლებია ტაძარი და ძალზე დიდი გუმბათი დაუდგამს მისთვის. მისი აგებულია ასევე საეპისკოპოსო სასახლე, რომელიც იქვე ტაძრის ეზოშია. გადმოცემის თანახმად, ერეკლე II-ს ნინოწმინდის ტაძრის გუმბათის ნახვისას, გულისტკივილით უთქვამს ტუსიშვილისთვის: ტაძარი კი დაგიმშვენებია მაგრამ მოგიკლავსო. მართლაც 1824 წელს, მიწისძვრის დროს, კედლებმა ვეღარ გაუძლო და თაღი და გუმბათი ჩამოინგრა. კომპლექსს ძველი დროიდან გარს ერტყა დიდი გალავანი, რომელიც კოშკებით იყო აღჭურვილი და ადგილობრივი მოსახლეობა თავს აფარებდა ომიანობის დროს.

✔ მანავის ციხე ბოლო საუკუნეებში ფეოდალური კახეთის ერთ-ერთი ცენტრთაგანი იყო. ციხე გამორჩეული იყო თავისი სტრატეგიული მნიშვნელობით. ის აღმართული იყო წამოწეულ მთის იმ წვერზე, რომელიც ბატონობს ამ მხარეზე. ხეობა ორივე მიმართულებით კარგად ჩანს, თითქმის, 10-15 კმ-ზე. ვახუშტი ბატონიშვილი განმარტავს: „ჰერეთის მთის ძირს არს მანავი, სადაც აღაშენა სასახლე იმამ-ყული ხან. მთის ძირად. ძველათ ციხე და აწ შემუსვრილი“. ამ ცნობის მიხედვით უნდა ვიგულისხმოთ, რომ ვახუშტის რუსეთში წასვლის დროს – 1724 წელს, მანავი სრული ცხოვრებით ცხოვრობდა, ხოლო იქვე არსებული ძველი ციხე იყო „შემუსვრილ“. მემატიანეები რამდენიმე ცნობას გვაწვდიან XVIII საუკუნის პირველი ორი ათეული წლების ფარგლებში, მაგრამ არაა ცნობილი, თუ რა ხდებოდა მანამდე ან შემდეგ. XVIII საუკუნის დასაწყისიდან კახეთის მეფე დავით II-ს (იმამ-ყული ხანს) მანავი რეზიდენციად გაუხდია და იგი აქედან მართავდა ქვეყანას. ეტყობა, ადრე იქ მდგარი ნაგებობები საკმარისი არ ყოფილა და იგი აგებს სასახლეს. მემატიანე წერს, რომ ლეკთა მოძალების გამო აღარ იდგომებოდა ყარაღაჯში და „დაუტევა იმამ-ყული სსხან ყარაღაჯი და ჰყო სასახლე თვისი თელავს და მანავს და იმყოფებოდა ზამთარს მუნ“. ამ დროს მანავი რომ ცენტრი იყო, იქიდანაც ჩანს, რომ მეფე თეიმურაზ II-მ 1712 წელს აქ იქორწინა და აქვე იმყოფებოდა მომდევნო წლებშიც (მემატიანე). ციხეზე ამის შემდეგ არაფერი ისმის. მოგვიანებით გვაქვს გიულდენშტედტის ცნობა, რომელმავც აქ გაიარა 1772 წელს. საგარეჯოდან გასვლის შემდეგ იგი შედის მანავში და წერს: „ეს სოფელი თითქმის განადგურებულია; გადარჩენილ მოსახლეთაგან მცირე ნაწილმა შეაფარა თავი ოდნავ ჩრდილოეთით ვიწრო გალავანს ციცაბო მაღლობზე“, – ეს არის ბოლო ისტორიული წყარო, რომელიც წინა საუკუნეებში მანავის ციხეს მოიხსენიებს.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
ფიროსმანი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 26/01/20
    დაბრუნება
    • 26/01/20